ისტორიულად, ქართული მუსიკა, განსაკუთრებით მისი პოლიფონიური ვოკალური ტრადიციები, უპირველეს ყოვლისა მამაკაცების დომინირებულ სფეროს წარმოადგენდა. ქართული მუსიკა ცნობილია თავისი მრავალხმიანობით, სადაც რამდენიმე ვოკალური სტრიქონი ერთდროულად მღერის. ქალებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს ამ ვოკალურ ტრადიციაში, განსაკუთრებით ქვეყნის ხალხური მუსიკის საგუნდო და ვოკალურ შესრულებაში. ქალის ხმები განუყოფელი იყო როგორც სოლო სპექტაკლებისთვის, ასევე კოლექტიური საგუნდო სიმღერისთვის, რაც ხშირად ანიჭებდა სიმღერებს განსხვავებულ, ჰარმონიულ ხარისხს.
მერი დავითაშვილი
მერი დავითაშვილი დაიბადა 1924 წლის 13 მარტს. უმეტესად მუშაობდა საბავშვო მუსიკის დარგში. დაწერილი აქვს ორი საბავშვო ოპერა: „ქაჯანა“ და „ნაცარქექია“, მის სახელს ეკუთვნის ასევე სხვა მრავალი საბავშვო სიმღერა, მუსიკა საბავშვო სრულმეტრაჟიანი და ნახატი ფილმებისათვის.

მერი დავითაშვილი ცნობილია როგორც საბავშვო სიმღერების ავტორი. მისი შემოქმედება მოიცავს 150-ზე მეტ საბავშვო სიმღერას, საბავშვო სიმღერების კრებულებს, ციკლებს, ინსტრუმენტულ პიესებს, სონატინებსა და ანსამბლებს. მისი ნაწარმოებები დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბავშვებსა და მუსიკოსებს შორის.
თუმცა, მისი შემოქმედება საბავშვო სიმღერებით არ დაწყებულა. თავიდან სიმფონიურ ნაწარმოებებს წერდა. საბავშვო მუსიკის დაწერა კი შვილმა შთააგონა. სიმღერების პოპულარიზაციაში თავის დროზე დიდი როლი შეასრულა რადიომ. მთელ საქართველოში ისმოდა მერი დავითაშვილის სიმღერები.

განსაკუთრებით ტკივილით იხსენებდა მეორე მსოფლიო ომის დრო. გაჭირვების, შიმშილის, სიცივისა და უბედურების ხანს კონსერვატორიაში მოუწია სწავლა. "ეს საშინელი წლები იყო, გაყინული თითებით ვმეცადინეობდით" - იხსენებდა ქალბატონი მერი.
გარდა ამისა, მერი დავითაშვილი აქტიურად მუშაობდა თეატრსა და კინოში. იგი არის არაერთი ცნობილი ქართული სიმღერის ავტორი, მათ შორის კინოფილმ "მანანას" და მულტიპლიკაციური ფილმებისათვის - "მტრობა", "ხელმარჯვე ოსტატი", "ჩხიკვთა ქორწილი", "წუნა და წრუწუნა".
მისი საყვარელი პოეტი და მეგობარი ანა კალანდაძე იყო, რომლის ლექსებზეც მუსიკებს ქმნიდა. ისინი ქუთაისში ერთ სკოლაში სწავლობდნენ და სწორედ მაშინ დამეგობრდნენ.
"ანა კალანდაძე. ის ჩემი მეგობარი იყო, ანასთან ვმეგობრობდი. ქუთაისში ერთ სკოლაში ვსწავლობდით და იქიდან დიდი სიყვარული გამოგვყვა. ანას ლექსებზე რამდენიმე ახალი ციკლი მაქვს დაწერილი. მის ტექსტებზე ბევრი მიმუშავია. საერთოდ, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ტექსტს. ყველა ტექსტზე არ შემიძლია მუსიკის წერა, არ გამომდის. ლექსმა, რომელზეც მუსიკის დაწერა გინდა, უნდა შეძრას შენი გრძნობა და სული. რაღაც უნდა აამოძრაოს შენში. ლექსმა თუ შემოქმედებითი მუხტი არ მომცა, მუსიკასაც ვერ დავწერ. ანა კალანდაძის ლექსებზე რომანსები მაქვს შექმნილი. ოთხი ციკლი მაქვს მარტო ანასი. თითო ციკლში ოთხი-ხუთი რომანსი შედის."