"დავასწრებ ოფიციალურ ინფორმაციას" - ვინ წარადგენს საქართველოს "ევროვიზიაზე" თათია კობალაძის ინფორმაციით - Marao

"დავასწრებ ოფიციალურ ინფორმაციას" - ვინ წარადგენს საქართველოს "ევროვიზიაზე" თათია კობალაძის ინფორმაციით

2025-03-07 13:05:40+04:00

უკვე ცნობილია, რომ ევროვიზია 2025 წელს 13, 15 და 17 მაისს გაიმართება. მასპინძელი ქვეყანა წელს შვეიცარიაა, რომლის წარმომადგენელმაც, Nemo-მ  სიმღერით The Code 2024 წელს კონკურსის მოგება შეძლო. 

კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველო, ალბანეთი, სომხეთი, ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სან მარინო, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა და დიდი ბრიტანეთი.

ვინ წარადგენს საქართველოს ევროვიზიაზე? 

ეს კითხვა უკვე რამდენიმე კვირაა აქტიურად ტრალებს ქართულ სოციალურ ქსელებში. რამდენიმე გამოკვეთილი კანდიდატიც დასახელდა - ნინი ბრეგვაძე, თათია კობალაძე, ბარბარა სამხარაძე... თუმცა, ბარბარა სამხარაძემ თავად განმარტა, რომ წელს კონკურსისთვის მზად არ არის - არც სიმღერა დაუწერია და არც გაუგზავნია. ნინი ბრეგვაძემ და თათია კობალაძემ კი გულშემატკივრებს შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს. 

  • სამი ქართველი - სამი გამორჩეული სახე: ვინ წარადგენს საქართველოს 2025 წლის "ევროვიზიაზე"? 

ამჯერად თათია კობალაძე საკუთარ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ წინასწარ იტყვის, ვინ წარადგენს საქართველოს ევროვიზიაზე 2025 წელს - მარიამ შენგელია სიმრერით "ანა-ბანა".

ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის. 

ვინ არის მარიამ შენგელია? 

მომღერალი მარიამ შენგელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში წლების წინ მუსიკალური კონკურსებიდან მოექცა და მას შემდეგ აქტიური კარიერა აქვს: "მთელი ცხოვრებაა, ვმღერი. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში მომღერალი არავინ მყავს, ჩემმა ოჯახის წევრებმა შეამჩნიეს, რომ მუსიკალური მონაცემები მქონდა და ხუთი წლის ასაკში სიმღერაზე შემიყვანეს. ბავშვობიდანვე ძალიან ბევრი კონცერტი მქონდა. მშობლების დაჟინებული თხოვნით გამოვედი კონკურსში. პირველი კონკურსი „X ფაქტორი“ იყო. ფილარმონიის სცენაზე, ამხელა აუდიტორიის წინაშე პირველად წარვდექი. ძალიან დიდი სტრესი იყო, თუმცა, იმავდროულად, ძალიან დიდი ბედნიერება. სცენაზე რომ დავდექი და ხმა ამოვიღე, ზუსტად მაშინ მივხვდი, რომ იქ ვიყავი, სადაც მინდოდა, მთელი ცხოვრება ვყოფილიყავი და ასე გრძელდება დღემდე. ამის შემდეგ იყო პროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“. ორივეს ფინალისტი ვარ. დღეს მყავს ბენდი „მიქსტურა“, რომელთან ერთადაც მართლა უამრავი კონცერტი მაქვს", - ამბობდა მარიამ შენგელია. 

ცოტა ხნის წინ მარიამ შენგელია მონაწილეობას იღებდა "ცეკვავენ ვარსკვლავებში", სადაც ფინალურ ეტაპამდე მისვლა შეძლო, თუმცა გამარჯვება მსახიობმა ნანა სტამბოლიშვილმა მოიპოვა. 

თათია კობალაძე

თა­თია კო­ბა­ლა­ძე, გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერთ კონ­კურ­სზე და­ი­წუ­ნეს, უკვე წლე­ბია წარ­მა­ტე­ბუ­ლად ას­პა­რე­ზობს სხვა ქვეყ­ნის კონ­კურ­სებ­ში.

თა­თია კო­ბა­ლა­ძე, ევ­რო­ვი­ზი­ის გა­ნა­ცხა­დამ­დე 14 ლა­ი­ვი ჰქონ­და ყა­ზა­ხე­თის „ორ ვარ­სკვლავ­ში“, სა­დაც მსგავ­სი პრე­ცე­დენ­ტი იქამ­დე არ ყო­ფი­ლა, რომ სხვა ეროვ­ნე­ბის მომ­ღე­რა­ლი სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ვარ­სკვლა­ვად წა­რედ­გი­ნათ. 16 წყვილ­ში თა­თია ერ­თა­დერ­თი უცხო­ე­ლი იყო. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში იგ­რძნო თავი ცუ­დად, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო-ყა­ზა­ხე­თი დაფ­რი­ნავ­და.

ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში მომ­ღე­რა­ლი გვიყ­ვე­ბა მო­უ­ლოდ­ნელ დი­აგ­ნოზ­ზე, მკურ­ნა­ლო­ბის გზა­სა და იმ ბრძო­ლა­ზე, რო­მელ­საც ახლა გა­დის ევ­რო­ვი­ზი­ამ­დე მი­სას­ვლელ გზა­ზე...

- შე­მოდ­გო­მა­ზე ყა­ზა­ხურ „ორ ვარ­სკვლავ­ში“ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, ხში­რად მი­წევ­და ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ფრე­ნა. ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი­დან სა­კუ­თარ თავს უც­ნა­უ­რი რა­ღა­ცე­ბი შე­ვა­ტყვე, რა­საც გა­დაღ­ლი­ლო­ბას ვაბ­რა­ლებ­დი. ფაქ­ტობ­რი­ვად არ მე­ძი­ნა კონ­კურ­სის პე­რი­ოდ­ში, სამი თვე სულ დავფრი­ნავ­დი, რთუ­ლი გრა­ფი­კი მქონ­და. არ­სე­ბო­ბენ, კონ­კურ­სის მომ­ღერ­ლე­ბი და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მომ­ღერ­ლე­ბი, მე კონ­კურ­სის მომ­ღე­რა­ლი ვარ. ერთ დი­ლას რომ გა­ვიღ­ვი­ძე, ყუ­რი­დან სის­ხლი წა­მო­მი­ვი­და, ფრე­ნი­სას იყო კი­დევ ასე­თი შემ­თხვე­ვა რო­დე­საც აე­რო­პორ­ტში, გაფ­რე­ნამ­დე ცუ­დად გავ­ხდი. რე­ი­სი გა­ჩერ­და და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხეს. ექი­მებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­დან გაფ­რე­ნა ამიკ­რძა­ლეს, მაგ­რამ მა­შინ ფი­ნა­ლი მქონ­და ყა­ზა­ხეთ­ში და ვთქვი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი. იქ რომ ჩავფრინ­დი, უკვე კარ­გად ვი­ყა­ვი. იმ­დე­ნად მიყ­ვარს ჩემი საქ­მე რომ ამ სიმპტო­მებს ყუ­რა­დღე­ბა­საც არ ვაქ­ცევ­დი...გაგრძელება