TOP 10 ქართველი გოგო ყველაზე მეტი გამომწერით: ვინ არიან ქვეყნის ყველაზე პოპულარული ინფლუენსერები - Marao

TOP 10 ქართველი გოგო ყველაზე მეტი გამომწერით: ვინ არიან ქვეყნის ყველაზე პოპულარული ინფლუენსერები

2025-03-07 17:10:42+04:00

თანამედროვე ციფრულ ეპოქაში სოციალური მედიის პლატფორმები თვითგამოხატვისა და თავის დამკვიდრების გარდა, შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდაც იქცა. 

ინფლუენსერების კონცეფცია ახალი არ არის, მაგრამ ინსტაგრამის, როგორც დომინანტური სოციალური პლატფორმის აღზევებამ 2010-იან წლებში შესანიშნავი ნიადაგი შექმნა ამ მიმართულების განვითარებისთვის.

რას არის ეს პროფესია და რას აკეთებენ თავად ინფლუენსერები? 

ინფლუენსერობა ნიშნავს გავლენის მოხდენას აუდიტორიაზე სოციალური ქსელებისა და სხვა მედია არხების მეშვეობით. ინფლუენსერები (influencers) არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან კონტენტს და ამით ახდენენ გავლენას ადამიანების აზრებზე, შეხედულებებზე, მომხმარებლის ქცევაზე და ზოგჯერ – მათ გადაწყვეტილებებზეც (მაგალითად, პროდუქტების ან მომსახურებების არჩევისას).

ინფლუენსერობა ნიშნავს გავლენის მოხდენას აუდიტორიაზე სოციალური ქსელებისა და სხვა მედია არხების მეშვეობით. ინფლუენსერები (influencers) არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან კონტენტს და ამით ახდენენ გავლენას ადამიანების აზრებზე, შეხედულებებზე, მომხმარებლის ქცევაზე და ზოგჯერ – მათ გადაწყვეტილებებზეც (მაგალითად, პროდუქტების ან მომსახურებების არჩევისას).

  • "ლამაზი, თავშეკავებული და თავმდაბალი ქალი" - მანიკა ასათიანის ახალი ფოტოები და ცხოვრების სტილი 

რატომ არიან ინფლუენსერები პოპულარულები?

  • ნდობა და ავთენტურობა – ბევრი ადამიანი უფრო ენდობა ინფლუენსერის რეკომენდაციას, ვიდრე ტრადიციულ რეკლამას, რადგან ისინი ნამდვილ გამოცდილებას აზიარებენ.
  • პირდაპირი კავშირი აუდიტორიასთან – ისინი აქტიურად ურთიერთობენ გამომწერებთან, პასუხობენ კომენტარებს, აზიარებენ მათ ისტორიებს, რაც მათ უფრო ახლოს აყენებს საზოგადოებასთან.
  • თემატური მრავალფეროვნება – ინფლუენსერები სხვადასხვა სფეროში საქმიანობენ: მოდა, სილამაზე, ტექნოლოგიები, მოგზაურობა, ფიტნესი და ა.შ., რაც მათ ფართო აუდიტორიას უზიდავს.
  • შინაარსის (კონტენტის) ინოვაციურობა – ისინი მუდმივად ქმნიან კრეატიულ და საინტერესო ვიდეოებს, ფოტოებსა თუ ტექსტებს, რაც აძლიერებს მათ პოპულარობას.
  • სოციალური ქსელების ტრენდი – პლატფორმები, როგორიცაა Instagram, TikTok, YouTube და Facebook, ხელს უწყობენ ინდივიდუალური ბრენდების პოპულარიზაციას და ინფლუენსერების გავლენის გაძლიერებას.

ინფლუენსერები დღეს დიდ როლს ასრულებენ მარკეტინგში და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებაში. მათ გავლენას ხშირად ბიზნესები, ბრენდები და ორგანიზაციები იყენებენ საკუთარი პროდუქტის ან იდეის გასავრცელებლად.

  • TOP 10 გამორჩეული გოგო - ქართული ტელევიზიის უმშვენიერესი სახეები 

რადგან "ინფლუენსერობა" თავისთავად გულისხმობს ზეგავლენის მოხდენას საზოგადოების აზრსა თუ ქცევაზე, მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები, იქნებიან ეს მოდელები, სპორტსმენები, მსახიობები თუ სხვ. ხშირად ითავსებენ ამ ამპლუასაც. მაგალითად, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ინფლუენსერი სწორედ ფეხბურთელი კრისტიანო რონალდოა, რომელსაც ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს Instagram-ზე (600+ მილიონი), ხშირად არეკლამებს სპორტულ ბრენდებს და თანამშრომლობს ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა, Nike, Herbalife და სხვ.

  • უცხოეთში მიღებული განათლება, საკუთარი ბრენი და გამორჩეული სტილი - ანუკი არეშიძე 

ინფლუენსერები და სილამაზის სტანდარტების ჩამოყალიბება 

ინსტაგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირად განხილული თემა არის მისი გავლენა სილამაზის სტანდარტებზე. ბევრი ინფლუენსერი ავრცელებს  სილამაზის სტანდარტებს, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს მიუღწევლად. ფილტრებისა თუ ფოტოშოპის გამოყენებამ შეიძლება შექმნას რეალობის დამახინჯებული წარმოდგენა. 

სილამაზის გარდა, ინსტაგრამის ინფლუენსერებმა დიდი გავლენა მოახდინეს მოდასა და სტილზე -  ხშირად აზიარებენ თავიანთ პირად სტილს, გვთავაზობენ სამოსს, აქსესუარებს და რეკომენდაციას უწევენ ჩვენთვის უცნობ ბრენდებს. 

ინფლუენსერებს ასევე აქვთ ძალა აღადგინონ წარსული მოდის ტენდენციები. მაგალითად, ვინტაჟური ტანსაცმელი ინსტაგრამის მთავარ ტრენდად იქცა.

ვინ არიან ყველაზე ცნობილი ქართველი ინფლუენსერები?

მარიამ შუკაკიძე - 5.3M გამომწერი

mariam

 შორენა ბეგაშვილი - 1.5M გამომწერი

shorena

ანუკი არეშიძე - 1.3M გამომწერი

anuki

ანანო სახელაშვილი - 570K გამომწერი

anano

რუსკა მაყაშვილი - 430K გამომწერი

ruska

თაკო საზინა - 379K გამომწერი

sazina

თაკო ნაცვლიშვილი - 321K გამომწერი

tako

მატილდა გვარლიანი - 275K გამომწერი

 matilda

სალომე ღვინიაშვილი - 248K გამომწერი

salome

სოფო ნიჟარაძე - 232K გამომწერი

sofo