ბევრ თქვენგანს ალბათ კარგად ემახსოვრება იმ დროისთვის პირველი მრავალსერიიანი მისტიკურ-დრამატული ფილმი, რომელიც ავთანდილ ვარსიმაშვილმა გადაიღო 1994 წელ - "სახლი ძველ უბანში", რომელიც პირველ არხზე გადიოდა. როცა არც ინტერნეტი იყო და არც სმარტფონები, საყვარელი სერიალის გმირების ცხოვრება და მათი თავგადასავლები მთავარი გასართობი იყო. სიუჟეტის მიხედვით, ძველ უბანში სახლდებიან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გიორგი და სალომე. ისინი მჭიდრო კონტაქტში შედიან მეზობლებთან, ჟორასთან და თამილასთან, რომლებიც ოკულტური რიტუალების მიმდევრები აღმოჩნდებიან. უბანში უცნაური ამბები ტრიალებს....
გვერდს ვერ ავუვლით დღემდე ყველასთვის საყვარელ სერიალს "შუა ქალაქში" რომელიც "მეგობრების" ქართული ანალოგია. ეს ძალიან სახალისო და ყოფითი სერიალი დღეს იმ თაობებისთვისაც აქტუალურია, რომლებიც მისი გადაღების შემდეგ დაიბადნენ. მარიკა და ირაკლი, ქეთევანი და თამარი, ანანო, სანდრო და დათო - მათი სახელები და "შუა ქალაქში" ქართული ტელესივრცის გამორჩეული ნიშაა.
მოგვიანებით იყო მეგობრების კომედიურ და მხიარულ ისტორიაზე აგებული სერიალი "ჩიფსების თაობა" - ეს უფრო თანამედროვე, ყოფითი საკითხებისა და პრობლემების შესახებ გადაღებული სერიები ნიკას, ლაშას, დოლჩესა და მათი მეგობრების შესახებ გვიყვება. სერიალი მაყურებელმა რუსთავი 2-ის ეთერში 2008 წელს იხილა.
2010 წელს კი რუსთავი 2-მა მაყურებელს ასევე ბევრისთვის საყვარელი ოჯახის შესახებ შესთავაზა სერიალი - "აქ ცხოვრობენ გუნცაძეები" - ეს არის ორი ოჯახის მეზობლების მხიარული ცხოვრების შესახებ, გოგა და ლიკა გუნცაძეები არიან ერთ-ერთი წყვილი რომელიც ახალგადმოსულ წყვილს ეპატიჟება მათთან სახლში, ნინოსა და დათუნა სიხარულიძეებს, ნინო მესაკუთრეა და თავის ქმარს დათუნას ყოველთვის აკონტროლებს, დათუნა მორიდებული და ცოლის დამჯერი ქმარია. გოგა გუნცაძე ფეხსაცმლის მაღაზიაში მუშაობს, ლიკა კი დიასახლისია მათი შვილები გუკა და გვანცა გუნცაძეები ყოველთვის ჩხუბობენ, გვანცა თინეიჯერია და შეყვარებული ჰყავს, გუკას კიდევ ფეხბურთი უყვარს.
2011 წელს ჩვენ კიდევ ერთი ყოფითი და ძალიან სახალისო სერიალი "მეზობლები" ვიხილეთ. მთავარი გმირი არის სოსო, რომელიც ცხოვრობს საბურთალოზე თავის ცოლთან ქეთისთან ერთად, მათ ჰყავთ სამი შვილი ორი ტყუპი ბიჭები დიტო და ვატო და სამი წლის ქალიშვილი კატო, მათ გვერდით ცხოვრობენ სოსოს მშობლები ლია და ბიჭიკო ასევე სოსოს ძმა ნოდარი, რომელიც არის პოლიციელი.
"მეზობლების" პარალელურად კი, ალბათ, ქართული ტელესივრცის ყველაზე პოპულარული შოუ "ჩემი ცოლის დაქალები გამოვიდა. უამრავი სეზონის მიღმა კი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და პრობლემების ამოკითხვას შეძლებთ. სოციალური პრობლემები, გენდერული სტერეოტიპები, ოჯახში ძალადობის საკითხი... - ამ სერიალში გადააწყდებით საზოგადოებისთვის აქტუალურ და თანამედროვე სოციალურ პრობლემებს.
დღეს ამ სტატიაში გაგახსენებთ იმ ეკრანულ წყვილებს თქვენი საყვარელი სერიალებიდან, რომლებიც ჩვენი, ყველას ოჯახის წევრებად იქცნენ. და რომელია თქვენი ფავორიტი?