ქართველი სოპრანო, მარიამ როინიშვილი 1989 წლის 9 დეკემბერს დაიბადა. ის მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გიორგი როინიშვილის ქალიშვილია. დაამთავრა თბილისის ვანოს სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სპექტაკლებშიც. მარიამს ოპერა, დედამ შეაყვარა. თამრიკოს ორივე შვილი პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა ოპერაში. 2014 წელს მარიამ როინიშვილი ასევე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე. დღეს კი აქტიურადაა დაკავებული თეატრში და მონაწილეობას იღებს მიუზიკლებშიც. მისი ბოლოდროინდელი ყველაზე გამორჩეული "ჩიკაგოში" ველმას როლია. მიუზიკლის რეჟისორი ზალიკო ჩიქობავაა. წარმოდგენაში ცნობილი სახეები მონაწილეობენ. მათ შორის არიან: ანა ქურთუბაძე, თინათინ წულაძე და სხვ.
მომღერალს პირველი ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს, ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზე ახალი ამბავი გააზიარა და დაწერა, რომ მალე მეორე შვილის დედა გახდება. ამჯერად მარიამი უფროს შვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს:


პირადი ცხოვრება
მარიამ როინიშვილმა 2010 წელს მსახიობ გიორგი მახარაძეზე იქორწინა. მათ ერთი შვილი ელენე შეეძინათ. ელენე, მშობლების მსგავსად, ხელოვნების სფეროშია და, მიუხედავად ასაკისა, მას უკვე არაერთი როლი აქვს შესრულებული. გიორგი და მარიამი რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.
ელენე მახარაძე
ელენე მახარაძე ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე საზოგადოებამ პატარა ასაკში გაიცნო. მის მიერ ბებიასთან, თამრიკო ჭოხონელიძესთან და დედასთან, მარიამ როინიშვილთან ერთად შესრულებულმა საგალობელმა კი უამრავი ადამიანის გულამდე მიაღწია. ელენეს დედისგან მუსიკალური, მამისგან - სამსახიობო ნიჭი ერგო და ის არაერთხელ ვიხილეთ ცნობილ ფილმებსა თუ სერიალებში. ელენეს ცეკვის განსაკუთრებული ტალანტიც აქვს და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. გამორჩეული გარეგნობისა და მონაცემების გოგონას კი დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
თამრიკო ჭოხონელიძე
თამრიკო ჭოხონელიძე ქართველი მომღერალი, მუსიკათმცოდნე, ფოლკლორისტი და პიანისტია. 1973–1978 წლებში იყო ანსამბლ „მზიურის“ ერთ-ერთი წევრი. 1981 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვოკალური ნამუშევარი კინოფილმში „იავნანა“. მიღებული აქვს სამი თაობის საუკეთესო შემსრულებლის (1996) და ფესტივალ „თბილისური გაზაფხულის“ წლის საუკეთესო შემსრულებელის წოდებები.
1998 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, აგრეთვე იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიით და დები იშხნელების სახელობის პრემიით დებთან, სოფიკო და თინიკო ჭოხონელიძეებთან ერთად. 2016 წლის 15 დეკემბერს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა თამრიკო ჭოხონელიძის ვარსკვლავი.