ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია უფროსი შვილის ფოტოებს აქამდე არ აქვეყნებდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ ოჯახური ფოტოსესიის კადრები გააზიარეს. პატარა გიორგის გამოჩენამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ამჯერად ლიზა ახალ კადრებს აქვეყნებს:

ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია
ლიზას ირაკლიმ ხელი მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანხლებით, სპეციალურად მოწყობილ გარემოში 2022 წლის აპრილში სთხოვა. უმშვენიერესი ლიზა, რასაკვირველია, თხოვნას დათანხმდა და წყვილის ქორწილი იმავე წლის ივლისში გაიმართა. მათ ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს. წყვილს 2-2 მეჯვარე ჰყავდა, საკურთხევლამდე კი ლიზა მამამ მიაცილა. ქორწილს ლიზას და ირაკლის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. მათ შორის უამრავი ცნობილი სახე იყო, რომლებმაც ცნობილი დიზაინერების სამოსი მოირგეს.
2023 წლის 2 ივნისს ლიზა და ირაკლი პირველი შვილის, გიორგი მაქაცარიას მშობლები გახდნენ, სულ ცოტა ხნის წინ კი მათ მეორე შვილი, შეეძინათ, გოგონას ნინა დაარქვეს.
ირაკლი მაქაცარია
ირაკლი მაქაცარია ფართო საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა ის ცნობილი ტელეშოუების აქტიური მონაწილე გახდა. მოგვიანებით ის მაყურებელმა ჟიურის ამპლუაშიც იხილა, ახლა კი სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად თოქ-შოუს უძღვება.
ირაკლი წლების მანძილზე უკრაინაში ცხოვრობდა და საქმიანობდა, ამ ქვეყანასთან კავშირს კი დღემდე ინარჩუნებს. ირაკლი რამდენიმე ბიზნესის მფლობელია და ამ მიმართულებით მუდმივად ვითარდება.
ირაკლის ჰყავს ერთი და, ლანა და მშობლები, რომლებთან ერთად გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელშიც ხშირად აქვეყნებს.
ლიზა ჩიჩუა
ლიზა ჩიჩუას ვინაობას ირაკლი მაქაცარია დიდი ხნის მანძილზე მალავდა. ის საჯაროდ ამბობდა, რომ შეყვარებული იყო, თუმცა ვისზე, ამას საიდუმლოდ ტოვებდა. ეს ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებდა, საბოლოოდ კი, წყვილმა საჯაროდ გამოჩენა გადაწყვიტა და საყოველთაო ინტერესის ობიექტადაც იქცა.
ირაკლის ფართო საზოგადოება მანამდეც იცნობდა, ლიზა კი ახალ ვარსკვლავად იქცა. მალევე გაირკვა, რომ ის ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის შვილია. ლიზას ჰყავს ერთი და, მაშო და ერთი ძმა - სანდრო.
ლიზა მშობლების გზას აგრძელებს და თავადაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. ლიზამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ახერხებს, დედობა და სწავლა ერთმანეთს შეუთავსოს, ამაში კი მშობლები და დამხმარეც უწყობენ ხელს. ის ხშირად აზიარებს სიახლეებს საუნივერსიტეტო წარმატების შესახებ და, ამის პარალელურად, სოციალურ ქსელშიც აქტიურია და თანამშრომლობს არაერთ ცნობილ ბრენდთან.