"ასე გამოიყურება სახის კანი ფრაქსელის პროცედურიდან მეხუთე დღეს. ერთგვაროვანი, ერთ ფერში, პიგმენტური ლაქებისა და მიმიკური ნაოჭების გარეშე. აღარ ვიყენებ არაფერს დამატენიანებლისა და მზისგან დამცავი კრემის გარდა", - წერს სოციალურ ქსელში ყოფილი ტელეწამყვანი, ფოტომოდელი ლიკუნა ქორქია და ქალებს თავის მოვლის საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.
ფრაქსელის (Fraxel) პროცედურა არის არაინვაზიური ლაზერული მკურნალობის მეთოდი, რომელიც გამოიყენება კანის განახლებასა და სხვადასხვა ესთეტიკური პრობლემის მოსაგვარებლად. ეს პროცედურა ეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას, პიგმენტური ლაქების მოცილებას, ნაოჭების შემცირებას და ნაწიბურების მკურნალობას.
ფრაქსელის ლაზერი მუშაობს ფრაქციული ტექნოლოგიით, რაც გულისხმობს მიკროსკოპული ლაზერული სხივების გამოყენებას. ეს სხივები კანზე მცირე პუნქტებს ქმნის, რომლებიც ასტიმულირებენ კანის ბუნებრივ რეგენერაციას და კოლაგენის წარმოქმნას.
ფრაქსელის პროცედურა ეფექტურია შემდეგი პრობლემების სამკურნალოდ:
პროცედურის შემდეგ კანი შეიძლება დროებით გაწითლდეს და მცირე აქერცვლა შეინიშნოს. რეკომენდებულია მზისგან დაცვა და მზისგან დამცავი SPF კრემის გამოყენება. სრული ეფექტი 2-3 თვის განმავლობაში მიიღება, რადგან კანი ეტაპობრივად აღდგება.
რეკომენდებული პროცედურების რაოდენობა დამოკიდებულია კანის მდგომარეობაზე, თუმცა საშუალოდ 3-5 პროცედურა საკმარისია საუკეთესო შედეგისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ უმშვენიერესი დები, ლიკუნა და ანუკი ქორქიები უკვე რამდენიმე წელია, საჯაროდ თითქმის არასდროს ჩნდებიან, პოპულარობასა და აქტიურობას მაინც არ კარგავენ, მათი ფოტოები კი ყოველთვის დიდ მოწონებასა და სიყვარულს იმსახურებს.
ლიკუნა ქორქია აქტიურია სოციალურ ქსელში და მეგობრებსა და გამომწერებს სასარგებლო რჩევებს ხშირად აძლევს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ის წერდა, რომ ის ადრე იძინებს და ადრე იღვიძებს.
"ახალი დღის შეგრძნება უდიდესი მოტივაციაა იმისა, რომ ბედნიერი ვიყო. დილის რუტინა მარტივია: იწყება შხაპით, შემდეგ ყავა, ჩაი ან წყალი – გააჩნია, რას მთხოვს ორგანიზმი. ორგანიზმს ვუსმენ, იმდენი რამ ვასწავლე, რომ უკვე სწორ სურვილებს და სიგნალებს მიგზავნის. ამ ნახევარ საათში ვასწრებ მსუბუქ საუზმეს, კანის მოვლას და ფიქრს, რომ დღე ზედმიწევნით სწორად დავგეგმო. სახის მოვლის რუტინაში, ძირითადად, რომელიმე ბრენდის ერთი ხაზის, ერთ ბაზაზე დამზადებულ პროდუქტებს ვიყენებ. მზისგან დამცავი საცხის გარეშე სახლიდან არ გავდივარ", - ამბობდა ის.
ლიკუნა ქორქია გოგონებს მოუწოდებს, რომ საკუთარ თავზე, განსაკუთრებით კი სახის კანზე ზრუნვა დროულად დაიწყონ და უარი თქვან მავნე ჩვევებზე:
"დაიწყეთ კანის მოვლა დროულად, დაასრულეთ ალკოჰოლთან და არაჯანსაღ საკვებთან ურთიერთობა. მიიღეთ საჭირო რაოდენობის წყალი, დაარეგულირეთ ძილი. აკონტროლეთ თქვენი შინაგანი მდგომარეობა. აკონტროლეთ კანის მდგომარეობა. აღარ დაგჭირდებათ არც პლასტიკური ქირურგები და აღარც ზედმეტი ინიექციები. სულ ეს არის ჩემი კანის მოვლის რუტინა. დროს ცოტას ვუთმობ, შედეგიც საუკეთესო მაქვს. მთავარია სწორი მიდგომა", - წერდა ლიკუნა ქორქია.