ვინ არის საქართველოს პირველი ლედი? - მეორე ქორწინება, ოთხი შვილი და ცნობილი და: თამარ ბაგრატიონის პორტრეტი - Marao

ვინ არის საქართველოს პირველი ლედი? - მეორე ქორწინება, ოთხი შვილი და ცნობილი და: თამარ ბაგრატიონის პორტრეტი

2025-03-12 17:49:51+04:00

2024 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი ყოფილი ფეხბურთელი, მიხეილ ყაველაშვილი გახდა. მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი 1971 წლის 22 ივ­ლისს ბოლ­ნის­ში და­ი­ბა­და. სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა1990 წლი­დან იწყე­ბა მისი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის რი­გებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს 46 მატ­ჩი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ყაველაშვილი 1989 წელს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩაირიცხა, თუმ­ცა მე­ო­რე კურ­სის შემ­დეგ სწავ­ლა შე­წყვი­ტა. ამის შესახებ ინფორმაცია 2015 წელს გავრცელდა, რო­დე­საც ის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე ცდი­ლობ­და კენ­ჭის ყრას, თუმ­ცა უმაღლესი განათლების არქონის გამო ამის უფლება არ მიეცა. 

tamar

"მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი ქვე­ყა­ნა არ­სე­ბობს, სა­დაც ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტს ან მა­ღალ­ჩი­ნო­სანს, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა არ აქვს. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში ისე­თი სის­ტე­მა იყო, რომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, ფეხ­ბურ­თელს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­ე­ღო. ეს პრაქ­ტი­კა არ­სე­ბობს მთელს მსოფ­ლი­ო­ში. უე­ფას პრე­ზი­დენტს, ბლა­ტერ­საც არ აქვს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა. მე ვფიქ­რობ, რომ ეს არის გან­ზრახ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ. ამი­ტომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­სა­ჩივ­რებ სა­სა­მარ­თლო­ში და ვეც­დე­ბი ჩემი სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბას. დე­ბუ­ლე­ბა ორი წლის შინ მი­ი­ღო ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ და მო­ვი­თხოვ მის გა­უქ­მე­ბას", - აცხა­დებ­და ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი.

ყაველაშვილის წარმატებული საფეხბურთო კარიერა 1990 წელს დაიწყო: 1988–1995 წლებში იყო „დინამო თბილისის“ ფეხბურთელი, 1994–1995 წლებში „ალანია-ვლადიკავკაზის“; 1995–1997 წლებში კი „მანჩესტერ-სიტიში“ თამაშობდა.

ყაველაშვილის მეუღლე ცნობილი ქართველი მომღერლის, ლიზა ბაგრატიონის და, თამარ ბაგრატიონია. 

  • დიდი და ცნობილი ოჯახი, სამი შვილი და ფეხბურთელის კარიერა: მიხეილ ყაველაშვილის უცნობი ამბები 

წყვილს სამი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავს: მა­რი­ამ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი 1996 წელს ინ­გლის­ში, მან­ჩეს­ტერ­ში და­ი­ბა­და, გუ­რა­მი - 2001 წელს, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ცი­უ­რიხ­ში, მე­სა­მე შვი­ლი - ელი­სა­ბედ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, 2013 წელს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. თა­მარ ერთი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდანაც  - გი­ორ­გი ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 1989 წელს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და.

  • 4 ხმაურიანი რომანი, პრეზიდენტი სიძე და სიყვარულით სავსე განვლილი გზა: ლიზა ბაგრატიონის ცხოვრება კამერებს მიღმა 

tamar

  • საბანკო ვალები და მოკრძალებული ქონება - როგორ ცხოვრობენ ლიზა ბაგრატიონის და, თამარ ბაგრატიონი და მისი მეუღლე, პარლამენტარი მიხეილ ყაველაშვილი 

თამარ ბაგრატიონის პირველი მეუღლე

თამარ ბაგრატიონის პირველი ქმარი პო­ლი­ტი­კოს ნი­კო­ლოზ ივა­ნიშ­ვი­ლის ძმას, ბიჭი ივა­ნიშ­ვილ­ი იყო, რო­მე­ლიც გარ­და­იც­ვა­ლა. მათი საერთო შვილი გი­ორ­გი ივა­ნიშ­ვი­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია. მან 2 წლის წინ სას­ნო­ვი­ე­ცის „ზაგ­ლე­ბი­ეს­თან“ კონ­ტრაქტს ხელი სე­ზო­ნის ბო­ლომ­დე მო­ა­წე­რა. სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რი ბოლო წლებ­ში სა­ჩხე­რის „ჩი­ხუ­რა­ში“ თა­მა­შობ­და.