პრინცი უილიამი ქეით მიდლტონთან ერთად უესტმინსტერის სააბატოში გამართულ ტრადიციულ წირვას დაესწრო. უელსის პრინცესამ არჩევანი კეტრინ უოლკერის ულამაზეს წითელ პალტოზე შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ ეს პალტო ქეითს აქამდე ორჯერ ეცვა, 2022 და 2023 წლებში. ანსამბლს ქეითმა წითელი კაბა, ქუდი და მარგალიტის მძივი შეუხამა.




ქეით მიდლტონის დიაგნოზი
გასული წელი ურთულესი აღმოჩნდა ქეით მიდლტონისთვის. მარტში გავრცელდა უელსის პრინცესას ემოციური ვიდეო, სადაც ის სიმსივნის დიაგნოზზე საუბრობდა. უკვე სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ მიდლტონი გამოჯანმრთელდა და ამჯერად რემისიის ფაზაში იმყოფება.
"იანვარში ლონდონში ჩავიტარე მუცლის ღრუს სერიოზული ოპერაცია და იმ დროს ითვლებოდა, რომ ჩემი მდგომარეობა არ იყო სიმსივნური. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა ოპერაციის შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ კიბო მქონდა.
ამიტომ ჩემმა სამედიცინო ჯგუფმა მირჩია, რომ მე უნდა გავიარო პროფილაქტიკური ქიმიოთერაპიის კურსი და ახლა ვარ ამ მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე. ეს, რა თქმა უნდა, დიდი შოკი იყო და მე და უილიამი ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ყველაფერი უმტკივნეულოდ გადავიტანოთ ჩვენი ოჯახის გამო.
ალბათ წარმოიდგინეთ, ამას დრო დასჭირდა, დრო დამჭირდა, რომ სერიოზული ქირურგიული ჩარევის შემდეგ, დამეწყო მკურნალობა, მაგრამ რაც მთავარია, დრო დაგვჭირდა, რომ ჯორჯს, შარლოტას და ლუის ყველაფერი ავუხსნათ მათთვის შესაფერისი სახით და დავარწმუნოთ, რომ კარგად ვიქნები", - ამბობდა ქეითი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პრინცესამ ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა და ახლა მისი დაავადება რემისიის პროცესშია:
,,ზაფხული დასრულდა და სიტყვებით ვერ გადმოვცემ სიხარულს იმის გამო, რომ ჩემი ქიმიოთერაპიის კურსი დასრულებულია. ბოლო ცხრა თქვე იყო საშინელი ჩვენი ოჯახისთვის, რადგან მკურნალობის პროცესი არის გაუთვალისწინებელი რისკი ყველა ახლობლისთვის. ამ პერიოდმა მე და უილიამს შეგვახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია, უბრალოდ გიყვარდეს. ყველას, ვინც აგრძელებს სიმსივნესთან ბრძოლას, გეტყვით, მე თქვენთან ვარ. სიბნელეში აუცილებლად გამოჩნდება კაშკაშა სხივები” – ამბობდა ქეითი.
ქეით მიდლტონი
კეთრინ მიდლტონი 1982 წლის 9 იანვარს, რიდინგში დაიაბდა. დაამთავრა წმინდა ენდრიუს უნივერსიტეტი - სწორედ აქ შეხვდა პრინც უილიამს, 2001 წელს. 2010 წლის 16 ნოემბერს ის და უილიამი დაინიშნნენ, ხოლო 2011 წლის 29 აპრილს დაქორწინდნენ.
წყვილს სამი შვილი: ჯორჯი, შარლოტა და ლუ ჰყავს.