TOP 10 ქართველი ბალერინა: ყველა დროის გამორჩეული სახეები - Marao

TOP 10 ქართველი ბალერინა: ყველა დროის გამორჩეული სახეები

2025-03-13 14:22:36+04:00

საქართველოს ბალეტის მდიდარი და საამაყო ისტორია აქვს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ უმეტესობამ განსაკუთრებული ნიჭის წყალობით საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა:

ნინო ანანიაშვილი

ballet

  • ლეგენდარული ნინო რამიშვილის დაბადებიდან 115 წელი გავიდა: "ძალიან რთული ცხოვრება გავიარე, იმიტომ, რომ მამაჩემი უმეტესად გადასახლებაში იყო" 

ნინომ ბალეტის შესწავლა 10 წლის ასაკიდან დაიწყო, 1973 წელს ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიიყვანეს, მოგვიანებით კი სწავლა მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში განაგრძო.

  • გაიცანით უმშვენიერესი ბალერინა, თათა ჯაში უფრო ახლოს: "სამი წელი საკმაოდ მძიმე პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში..." 

1980 წელს საბალეტო სასწავლებლის სპექტაკლში „კოპელია“ მისი სცენური დებიუტი შედგა. 1981 წელს ბოლშოის ბალეტში მიიღეს, როგორც სოლისტი და 1985-2004 წლებში ამ თეატრის პრიმა-ბალერინა იყო.

  • მსოფლიოში ერთადერთი ბალერინა, რომელიც ფლობს ოთხ უმაღლეს საერთაშორისო საბალეტო ჯილდოს - ნინო ანანიაშვილის ოჯახი და კარიერა 

თამარა თუმანოვა

ballet

თამარს ცეკვისადმი ინტერესი მაშინ გაუჩნდა, როცა 9 წლის ასაკში დიდ სცენაზე ანა პავლოვა ნახა. მალე კი  ოლგა პრეობრაჟენსკაიას სტუდიაში მოხვდა. „არასოდეს დამავიწყდება ის შთაბეჭდილება, რომელიც ჩემზე პატარა, გამხდარმა გოგონამ მოახდინა. ის ფეხისმოუცვლელად, ერთდროულად აკეთებდა ფეხის წვერებზე 64 ფუეტეს. ეს იყო თამარა თუმანოვა, მომავალში ცნობილი ბალერინა“ – იხსენებდა მსახიობი და მოცეკვავე ვიქტორია ტომინა. 

ირმა ნიორაძე

ballet

ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1987 წელს დაამტავრა. 1989-1990 წლებში თბილისის აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო.

 1990 წელს გახდა საერთაშორისო საბალეტო კონკურსის ლაურეატი.

მაია მახათელი

ballet

მაია მახათელი ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის პრიმა ბალერინაა. შესრულებული აქვს კლასიკური ბალეტის ყველა მთავარი როლი, 2015 წელს მან ჰოლანდიაში უმაღლესი პრიზი – „ალექსანდრა რედიუს“ მიიღო. წამყვანი მოცეკვავე 18 წლის ასაკში გახდა, რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. 

“საქართველო ჩემი სახლია, ამერიკა – ადგილი, სადაც ჩამოვყალიბდი, ინგლისი – სადაც ვისწავლე მარტო ცხოვრება და ჰოლანდია – სადაც შევიგრძენი დამოუკიდებლობა.“- ამბობდა მაია მახათელი.

ირინე ალექსიძე

ballet

ირინე ალექსიძე 1944-1961 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო. მის შესრულებას ახასიათებდა დამაჯერებლობა, დრამატული სიმძაფრე, ემოციურობა.

მარინა ალექსიძე

ballet

1967-1992 წლებში იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი მოცეკვავე. შესრულებული აქვს სოლო პარტიები საბალეტო დასის რეპერტუარის ყველა დადგმაში.

ლილიანა მითიაშვილი

ballet

საბალეტო სტუდიაში ხუთი წლის ასაკში მიიყვანეს. მაგრამ სუსტი აგებულების გამო მაშინვე დაიწუნეს. ამ იმედგაცრუებას გოგონასთვის ხელი არ შეუშლია... გავიდა წლები და ლილიანა  თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი გახდა. 

სალომე ლევერაშვილი

ballet

ცეკვით ბავშვობიდან დაინტერესდა. სალომეს დედა მარინა ბერიკაშვილი ქართული ხალხური ცეკვის შემსრულებელი იყო, მამა კი ტანმოვარჯიშე. 2016 წელს დაამთავრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი. იმავე წელს ნიდერლანდების ნაციონალური ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალგაზრდულ დასში ჩაირიცხა.

ეკა სურმავა

ballet

ეკატერინე სურმავა ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტია. რამდენიმე წლის წინ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 170-ე სეზონზე „ოტელოს“ პრემიერა გაიმართა. - სადაც წამყვან როლს სწორედ ეკა სურმავა ასრულებდა. 

ვერა წიგნაძე

vera

ვერა წიგნაძე 1946 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი მოცეკვავე იყო. 1970 წლამდე კი ვახტანგ ჭაბუკიანის უცვლელი პარტნიორი გახლდათ.