ქირომანტია: როგორ წავიკითხოთ ხელისგული - Marao

ქირომანტია: როგორ წავიკითხოთ ხელისგული

2025-03-13 17:07:58+04:00

ქირომანტია, იგივე ხელზე მკითხაობა, წინასწარმეტყველების ერთ–ერთი უძველესი ფორმაა - საბედისწერო ნიშნები ხელისგულზე შეიძლება მიუთითებდეს ტრავმებზე, დაავადებაზე და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებზე.

ქირომანტია სათავეს ძველი ინდოეთიდან, ჩინეთიდან, ეგვიპტიდან და ბაბილონიდან იღებს. იგი ასევე ცნობილი იყო ძველ საბერძნეთში და რომში, სადაც არისტოტელემ და პლინიუს უფროსმა მის შესახებ დაწერეს. შუა საუკუნეებში კი ეს პრაქტიკა მკითხავებისა და ოკულტისტების საქმიანობად იქცა.

 მოდით, გადავხედოთ ძირითად ხაზებს, რომლებიც დაგვეხმარება გავიგოთ, რა უნიკალური პიროვნული თვისებები შეიძლება იყოს დამალული თქვენს ხელის გულზე:

  • იზრუნეთ საკუთარ თავზე: 17 ცხოვრებისეული რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაისვენოთ ძლიერი სტრესის შემდეგ 

არსებობს ოთხი ძირითადი ხაზი:

1. გულის ხაზი - გულის ხაზი მიუთითებს ემოციურ სტაბილურობაზე, რომანტიკულ პერსპექტივაზე, დეპრესიასა და გულის ჯანმრთელობაზე.

თუ ხაზი იწყება საჩვენებელი თითის ქვემოთ - ეს კარგ სასიყვარულო ცხოვრებაზე მიუთითებს.

hand

თუ ხაზი იწყება შუა თითის ქვემოთ - ეს ნიშნავს, რომ ეგოისტი ხართ, როცა საქმე სიყვარულს ეხება

hand

თუ ხაზი შუაში იწყება - ადვილად გიყვარდებათ. 

hand

თუ ხაზი სწორი და მოკლეა - ნაკლები ინტერესი გაქვთ რომანტიკის მიმართ

hand

2. გონების ხაზი - წარმოადგენს ადამიანის სწავლის სტილს, კომუნიკაციის სურვილს, ინტელექტუალიზმსა და ცოდნის წყურვილს.

მოკლე ხაზი - უპირატესობას ანიჭებთ ფიზიკურ მიღწევებს

hand

მრუდი, დახრილი ხაზი - კრეატიულობაზე მიუთითებს

hand

ტალღოვანი ხაზი - გაფანტული გონება

hand

  • როგორ გაიგოთ, რომ თქვენით მანიპულირებენ: მთავარი ნიშანი, რომლის შესახებაც ყველამ უნდა იცოდეს 

სწორი ხაზი - რეალისტურად ფიქრობთ

hand

3. სიცოცხლის ხაზი - სიცოცხლის ხაზი ასახავს ფიზიკურ ჯანმრთელობას, ზოგად კეთილდღეობას და ცხოვრების მნიშვნელოვან ცვლილებებს.

ეშვება თითთან ახლოს - დაღლილი ხართ

hand

მომრგვალებული - ენერგიული ხართ

hand

გრძელი - სიცოცხლისუნარიანობა

hand

მოკლე და ზედაპირული - მანიპულირებული სხვების მიერ

4. ბედის ხაზი - მიუთითებს იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე გარე გარემოებები.

ღრმა ხაზი - მტკიცედ აკონტროლებს ბედი

palm

იწყება ცერა თითის ძირიდან და კვეთს სიცოცხლის ხაზს - ჭირდება დახმარება, რომელსაც სთავაზობენ ოჯახი და მეგობრები.

palm

  • როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ემოციურ დამოკიდებულებას ვერ იშორებთ? - ფსიქოლოგის პასუხი 

გაითვალისწინეთ, რომ არც ერთ ხაზს, არც ერთ სხვა ქიროლოგიურ ნიშანს თავისთავად არ გააჩნია აბსოლუტური მნიშვნელობა.

ფართო ხაზები - სუბიექტის სიზარმაცისადმი მიდრეკილებაზე მიუთითებს. იგი გვევლინება საერთო სისუსტისა და შენელებული სასიცოცხლო რიტმის მაჩვენებლად.

ვიწრო ხაზები - გვხვდება დახვეწილ, წინდახედულ ხალხში.

ზედაპირული ხაზები - ძნელად გასარჩევი და მოუწესრიგებელი ზედაპირული ხაზები შეესაბამება ადამიანის უნარიანობასა და ძლიერ სურვილებს.