7 ქართველი მოჭადრაკე ქალი: ისტორიები განსაკუთრებული გონებისა და საოცარი ნიჭის მიღმა - Marao

7 ქართველი მოჭადრაკე ქალი: ისტორიები განსაკუთრებული გონებისა და საოცარი ნიჭის მიღმა

2025-03-14 14:44:19+04:00

 ჭადრაკის ისტორია უძველესი დროიდან იწყება, მაგრამ ქალებს სპორტში მონაწილეობის მიღება მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში მიეცათ. ბევრ საზოგადოებაში ქალები ტრადიციულად გარიყულნი იყვნენ ინტელექტუალური და საკონკურსო საქმიანობისგან, მათ შორის ჭადრაკისგან.

1950 წელს ქალთა ჭადრაკის ფედერაცია დაარსდა. სწორედ ამ ორგანიზაციის პირობებში დაიწყეს ქალებმა მეტი აღიარების მოპოვება. 

  • "ვგრძნობ, რომ ჭკუიდან ისევ ვიშლები. ვხვდები, რომ კიდევ ერთ ასეთ საშინელ პერიოდს ვეღარ გადავიტანთ" - ვირჯინია ვულფის უკანასკნელი წერილი 

ქართველი მოჭადრაკეები

ნონა გაფრინდაშვილი

chess

ჭადრაკის თამაში ნონას 5 წლისას ასწავლეს ძმებმა. სწორედ მათი მეშვეობით მოხვდა ნონა ზუგდიდის ნაკრებში, რომელიც 1953 წლის ზაფხულში ბათუმში გამართულ მოსწავლეთა რესპუბლიკურ პირველობაში მონაწილეობდა. ამ ტურნირზე იგი ჭადრაკის ცნობილმა პედაგოგმა ვახტანგ ქარსელაძემ შეამჩნია და მისთვის ჩვეული დიდი ინტუიციის წყალობით, მაშინვე გამოარჩია იგი: „შევამჩნიე, რომ მახვილი თვალი და პოზიციის შეფასების თავისებური უნარი ჰქონდა“.

ნანა ალექსანდრია

chess

  • ვინ იყო ვიქტორ ჰიუგოს საყვარელი ქალი, რომელმაც მისი სიყვარულისთვის 50 წელი დილეგში გაატარა 

ნანა ალექსანდრია იყო საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები გუნდის კაპიტანი - ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებზე მანილაში (ფილიპინები, 1992) და მოსკოვში (1994) ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ნანა იოსელიანი

chess

იოსელიანმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია საჭადრაკო ოლიმპიადებზე, გუნდური ჩათვლით ის ხუთჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ნანა ასევე არის საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი (1981, 82, 86, 87) და გოგონებს შორის ევროპის ორგზის ჩემპიონია (1978, 79).

მაია ჩიბურდანიძე

chess

  • "ყოველთვის ასე იყო. როგორც კი სიმართლეს ეტყოდი, მაშინვე შეგიძულებდნენ" - ელიფ შაფაქი 

ჩიბურდანიძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია ქალთა შორის. 1978 წელს ჩიბურდანიძემ მოქმედი ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ ითამაშა და დაამარცხა.

მერი არაბიძე

chess

მოგებული აქვს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჭადრაკში, და ევროპის ჭადრაკის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის. ქალთა შორის მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა.

ნინო ბაციაშვილი

chess

საჭადრაკო შეჯიბრებებზე 6 წლიდან მონაწილეობს. ასაკობრივ დონეზე მოგებული აქვს რვა მედალი საქართველოს ჩემპიონატებში. 2004 წელს ჭადრაკის მსოფლიო ორგანიზაცია ფიდემ მიანიჭა ქალთა საერთაშორისო ოსტატის წოდება. 2008 წელს კი უმაღლესი წოდება ქალთა  შორის - „ქალთა საერთაშორისო დიდოსტატი“.

ნინო გურიელი

chess

 საერთაშორისო დიდოსტატი (1979). საქართველოს ორგზის ჩემპიონი (1976; 1992). სსრკ ჩემპიონატების მეორე (1980) და მესამე პრიზიორი (1985). 2002-2004 წლებში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.