ყველაფერი 2025 წლის მთავარ ბიუთი-ინგრედიენტზე — პეპტიდებზე - Marao

ყველაფერი 2025 წლის მთავარ ბიუთი-ინგრედიენტზე - პეპტიდებზე

2025-03-17 11:35:14+04:00

ახლა ის უკვე აუცილებელი კომპონენტია, როგორც სახლის მოვლის საშუალებებში, ასევე სალონურ პროცედურებში

სილამაზის ინდუსტრია ყოველ წელს ახალ ჰორიზონტებს იკვლევს. 2025 წელს კოსმეტოლოგები დიდ იმედებს ამყარებენ უნიკალურ ნაერთებზე, როგორიცაა პეპტიდები. სპეციალისტები და ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ის გახდებს მომავალი თვეებისა და, შესაძლოა, წლების მთავარი ტრენდი. ჩვენ გიამბობთ, რა არის პეპტიდები, როგორ მუშაობენ და სად გამოიყენებიან.

რა არის პეპტიდები

პეპტიდები ნივთიერებებია, რომელთა მოლეკულები სპეციფიკური ჯაჭვით ერთმანეთთან დაკავშირებული ამინომჟავებისგან შედგება. მათი მთავარი ფუნქციაა უჯრედული აქტივობის რეგულირებაა, ანუ ისინი უკავშირდებიან უჯრედის რეცეპტორებს და უწყობენ ხელს სხვადასხვა ბიოლოგიური რეაქციის გააქტიურებას.

ეს ნაერთები მონაწილეობენ პრაქტიკულად ყველა პროცესში — საჭმლის მონელებიდან დაწყებული გონებრივ აქტივობამდე. შესაბამისად, თითოეულ პეპტიდს თავისი კონკრეტული დანიშნულება აქვს. მაგალითად, ნეიროპეპტიდები წარმოიქმნება ტვინში და არეგულირებენ ძილს.

ცნობისთვის, ორგანიზმი თავადაც გამოიმუშავებს პეპტიდების უმეტესობას და ამ ნაერთებს სპეციფიკური რეცეპტორებით ამარაგებს, რათა მათ შეძლონ უჯრედებთან დაკავშირება და საკუთარი ფუნქციის შესრულება. თუმცა, ასაკთან ერთად, ისევე როგორც სხვა პროცესები, პეპტიდების გამომუშავებაც მცირდება. კარგი ამბავი ის არის, რომ მათი აქტივაცია შესაძლებელია სპეციალური მოვლის საშუალებებისა და კოსმეტოლოგიური პროცედურების დახმარებით.

როგორ გამოიყენება პეპტიდები კოსმეტოლოგიასა და კანის მოვლაში

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პეპტიდები მრავალი სასიცოცხლო პროცესის მონაწილეები არიან, მათ შორის ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებაში. ეს მოლეკულური ჯაჭვები ასტიმულირებენ ელასტინისა და კოლაგენის ბოჭკოების სინთეზს, რაც ხელს უწყობს კანის სიმკვრივისა და ელასტიკურობის გაზრდას. გარდა ამისა, ისინი აჩქარებენ ჰიალურონის მჟავის გამომუშავებას, რის შედეგადაც უმჯობესდება კანის დატენიანება. ასევე, პეპტიდებს შეუძლიათ თავისუფალი რადიკალების ზემოქმედების შემცირება, რაც ანტიოქსიდანტური ეფექტით გაახალგაზრდავებს კანს.

პეპტიდური ნაერთების გამოყენების მეთოდები კოსმეტოლოგიასა და კანის მოვლაში წლიდან წლამდე ფართოვდება. აი, რამდენიმე მათგანი:

პეპტიდური მიკრონემსები სახლის მოვლის საშუალებებში

ელინა ტესტერი, მოლეკულური ბიოლოგიის დოქტორი, აქტიური ფარმაკოლოგიური ინგრედიენტების შემქმნელი და დამფუძნებელი, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა სამედიცინო სფეროში, კომპანია ABG Lab-ის (აშშ) დამფუძნებელი და პრეზიდენტი გვიყვება: 

- ამერიკული ბიოტექნოლოგიური კვლევითი ლაბორატორიის ABG Lab-ის ერთ-ერთი რევოლუციური აღმოჩენა პეპტიდური მიკრონემსებია. ეს არის ჰიალურონის მჟავის მიკროკრისტალები, რომლებიც გაჯერებულია პეპტიდური ნაერთებით და შედის სახლის მოვლის პროდუქტების ფორმულებში.

peptidebi

მათი გააქტიურება ძალიან მარტივია – საკმარისია კრემის ან შრატის კანზე დატანა და მასაჟით შეზელა. მიკროკრისტალები კანის ზედაპირზე  უმცირეს, შეუმჩნეველ და სრულიად უმტკივნეულო მიკროდარღვევებს ქმნიან. სხეულის ტემპერატურის ზემოქმედებით ისინი იხსნებიან, რის შედეგადაც აქტიური ინგრედიენტები ღრმად აღწევენ კანის შრეებში, ასტიმულირებენ კოლაგენის გამომუშავებას და ააქტიურებენ გაახალგაზრდავების პროცესებს.

მუდმივი გამოყენების შედეგი:

  • ნაოჭების შემცირება;
  • კანის სიმკვრივისა და ელასტიკურობის ზრდა;
  • ჯანსაღი და ბზინვარე იერსახე.

peptidebi

არაქირურგიული ლიპოსაქცია

პეპტიდების გამოყენების კიდევ ერთი ინოვაციური მეთოდი – არაქირურგიული ლიპოსაქციაა. ეს ტექნოლოგია საშუალებას აძლევს ადამიანს ქირურგიული ჩარევის გარეშე. სხეულიდან ზედმეტი ცხიმი მოიშოროს. 

პროცედურის დროს ექიმს პეპტიდური ინიექციები პრობლემურ ზონებში შეჰყავს, სადაც ისინი ააქტიურებენ სხვა უჯრედების მიერ ცხიმოვანი უჯრედების შთანთქმის პროცესს.

უპირატესობები:

  • სრულიად უმტკივნეულო და არატრავმული პროცედურა;
  • ორგანიზმში ანთებითი პროცესების არარსებობა;
  • ცხიმოვანი დაგროვებების ეფექტური შემცირება.

ეს მეთოდი სულ უფრო პოპულარული ხდება, რადგან პეპტიდები არა მხოლოდ ხელს უწყობს ცხიმის დაშლას, არამედ ამ პროცესს სრულიად ბუნებრივ და უსაფრთხო გზით წარმართავს.

თვალის გარშემო ზონის კორექცია

თვალების ირგვლივ კანი ძალიან ნაზი და თხელია, ამიტომ მას განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება. თანამედროვე მეთოდების წყალობით, სპეციალისტებს შეუძლიათ მინიმალურ დროში გააქრონ სხვადასხვა ნაკლი, მათ შორის ასაკობრივი ცვლილებები.

მაგალითად, პეპტიდური ინიექციების გამოყენება მცირე პუნქციებით ხელს უწყობს:

  • შეშუპების შემცირებას;
  • მუქ წრეებთან და „პარკებთან“ გამკლავებას;
  • თვალის ირგვლივ სისხლძარღვების გაძლიერებას.

ეს ყველაფერი სრულიად უმტკივნეულოდ და უსაფრთხოდ ტარდება, რის გამოც პროცედურა სულ უფრო პოპულარული ხდება.

ტუჩების გაახალგაზრდავება

ტუჩები არა მხოლოდ ჩვენს ემოციებს გამოხატავენ, არამედ ასაკსაც გასცემენ. წლების განმავლობაში შრება, კარგავს ტენიანობას და ბუნებრივ კონტურს.

„ტუჩების რეფრეში“ – ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც ექიმს ტუჩის კანში შეჰყავს სპეციალურ პრეპარატს, რომელიც შეიცავს:

  • პეპტიდებს;
  • ჰიალურონის მჟავას;
  • ვიტამინებსა და ამინომჟავებს.

პროცედურა ასტიმულირებს კოლაგენისა და ჰიალურონის მჟავის ბუნებრივ გამომუშავებას, რის შედეგადაც:

  • ტუჩები უფრო დატენიანებული, ელასტიკური და რბილი ხდება;
  • კონტური მკაფიო და ჩამოყალიბებულია.

ეს მეთოდი არა მხოლოდ ტუჩების გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს, არამედ მათ ბუნებრივად მიმზიდველსა და მოვლილს ხდის.