რატომ ვერ ვიხილავთ სელენ დიონს წლევანდელ ევროვიზიაზე? - Marao

რატომ ვერ ვიხილავთ სელენ დიონს წლევანდელ ევროვიზიაზე?

2025-03-18 15:23:09+04:00

წლევანდელი ევროვიზიის მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია იქნება - უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად განიხილავენ გამოჩნდებოდა თუ არა ლეგენდარული კანადელი მომღერალი სელინ დიონი წლევანდელ ევროვიზიაზე.

თუმცა, როგორც გაირკვა, წელს ევროვიზიაზე დიონს ვერ ვიხილავთ - მომღერალი მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემას ასახელებს. კონკურსის ორგანიზატორები ახლა იტალიური როკჯგუფის Måneskin-ის სოლისტთან, დამიანო დავიდთან, აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ჯგუფი 2021 წლის ევროვიზიის გამარჯვებული გახდა და მალე მსოფლიო პოპულარობასაც მიაღწია. 

damiano

რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ჩატარდება. ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე წელს 37 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

  • მძიმედ დაავადებული სელინ დიონი მოულოდნელად გამოჩნდა ჰოკეის მატჩზე - როგორ გამოიყურება ვარსკვლავი 

სელენ დიონის ჯანმრთელობის მდგომარეობა

სელენ დიონს ხისტი პიროვნების სინდრომი დაუდგინეს - იშვიათი და განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადება, რომელსაც კუნთების სპაზმის გამოწვევა შეუძლია.

  • სელენ დიონის ეოციური წერილი გარდაცვლილ მეუღლეს და მათი სიყვარულის ამბავი, რომელმაც ბევრ სირთულეს გაუძლო: "ჩვენთვის ყველაფერი ხარ... ძალიან გვენატრები" 

ემოციურ ვიდეოში კანადელმა მომღერალმა აღნიშნა, რომ სწორედ ეს დაავადება აიძულებს მომავალი კონცერტების გაუქმებას.

„სამწუხაროდ, ეს სპაზმები ცუდად მოქმედებს ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტზე. ზოგჯერ სიარულიც კი მიჭირს, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მაწუხებს, არის ის, რომ დასუსტებული მაქვს ხმის იოგები. ამიტომ ვეღარ ვმღერი ისე, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი“ - ამბობდა სელინ დიონი.

  • საოცარი შოუ და ვარსკვლავთცვენა ლოს-ანჯელესში - "გრემის" გამარჯვებულების სია და სელენ დიონის პირველი გამოჩენა დიდი ხნის შემდეგ 

ასეთი პაციენტები საბოლოოდ კარგავენ სიარულისა და ლაპარაკის უნარს. მომღერალს უკვე უჭირს სახის კუნთების კონტროლი. თებერვალში სელინი მოულოდნელად გამოჩნდა გრემის დაჯილდოებაზე, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ იგი ჰოკეის თამაშს დაესწრო, ესაუბრა ჰოკეის მოთამაშეებს მშობლიური კანადიდან. მომღერალმა აღნიშნა, რომ მოხარული იყო მათი გაცნობით. მან ყინულის ჰოკეის მოთამაშის პოზიციის მიბაძვაც კი სცადა.

სელინ დიონის დამ გულახდილად ისაუბრა მის მდგომარეობაზე . განუკურნებელი დაავადება პროგრესირებს, რის გამოც მომღერალი ყოველდღიურად უფრო და უფრო იტანჯება. 

სელენ დიონის კარიერა

მისი პოპულარობის პიკი 1990-იანებია. 1988 წელს წარადგინა შვეიცარია ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე და პირველი ადგილი დაიკავა სიმღერით Ne partez pas sans moi. მიიღო გრემი, ოსკარი საუნდტრეკების შესრულებისათვის (ტიტანიკში და ა.შ.) არის ჰოლივუდის ვარსკვლავი. 2008 წლიდან არის საპატიო ლეგიონის ორდენოსანი.

სელინი თავის ქმარს, რენეს, შეხვდა 12 წლის ასაკში, ხოლო პაემნები დაიწყეს მაშინ, როცა გოგონა ცხრამეტი წლის იყო, ხოლო რენე – მასზე 26 წლით დიდი და უკვე ორჯერ დაქორწინებული. სწორედ ამიტომ სელინის დედა ამ ურთიერთობას ეწინააღმდეგებოდა. 

წყვილმა გაარკვია, რომ სელინს ჰქონდა პრობლემა, რომელიც დაორსულებაში უშლიდა ხელს. მან ჩაიტარა ორი ოპერაცია იმისათვის, რომ დაორსულებულიყო და წლების შემდეგ მათ ვაჟი შეეძინათ. 

ალბომი "Colour of My Love" მან რენეს მიუძღვნა. ისინი არ მალავდნენ სიყვარულს. სელინი ამაზე ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში ამბობდა: "17-18 წლის ასაკში მივხვდი, რომ ჩემი გრძნობები მის მიმართ შეიცვალა". ამის შემდეგ ისინი აღარ იყვნენ ერთმანეთისთვის მხოლოდ მომღერალ-მენეჯერი.