"მე მყავს და, მარინა ფარულავა..." - ვინ არის ია ფარულავას და და რას იხსენებს მსახიობი - Marao

"მე მყავს და, მარინა ფარულავა..." - ვინ არის ია ფარულავას და და რას იხსენებს მსახიობი

2025-03-18 16:06:48+04:00

"მე ვამბობდი, რომ კონსერვატორიაში მინდოდა ჩაბარება, სადაც ჩემი უფროსი და უკვე სწავლობდა. მამაჩემის პირველი მეუღლე იყო მედეა ამირანაშვილი და მყავს ერთი და, მარინა ფარულავა. როცა მამა გაშორდა მედეას, შემდეგ მოიყვანა დედაჩემი ცოლად. მეც და დედაჩემიც ვმეგობრობდით მედეასთან. ჩემთვის მეორე დედა იყო, მე და ჩემი ძმა „მედიკო-დედიკოს“ ვეძახდით", - იხსენებდა ია ფარულავა გოგი გვახარიას საავტორო გადაცემაში „შვილი“. 

ვინ არის ია ფარულავას და?

ია ფარულავას საზოგადოება უკვე არაერთი წელია, კარგად იცნობს. მისი ხმაურიანი პირადი ცხოვრება თუ კარიერა ადრეულ ასაკშივე გახდა განხილვის საგანი და აქტუალობას დღემდე არ კარგავს - ის სასურველი და რეიტინგული სტუმარია ყველა შოუსთვის. 

  • "ჩემი ნამდვილი სახელი ია არ არის - მამამ სხვა სახელი დამარქვა..." - ია ფარულავას ისტორია - როგორ გახდა "ია" 

ია ფარულავა დაიბადა 1967 წლის 5 თებერვალს თბილისში, სკულპტორისა და მხატვრის, ოთარ ფარულავას ოჯახში. მისი სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც რეჟისორ ნანა ხატისკაცის ფილმში „ძნელი დასაწყისი“ (1981) ობოლი გოგონას, თიკოს როლი შეასრულა. 

ია ფარულავას მამა ცნობილი ქართველი მხატვარი და მოქანდაკე ოთარ ფარულავაა. მისი პირველი მეუღლე ოპერის მომღერალი მედეა ამირანაშვილი გახლდათ, რის გამოც ია ბავშვობაში ხშირად სტუმრობდა ოპერის თეატრს და კულისებიდან ადევნებდა თვალს წარმოდგენებს. ოთარსა და მედეას ქალიშვილი, მარინა ფარულავა შეეძინათ. მარინა დედის გზას აგრძელებს - მან კონსერვატორია დაამთავრა და სხვადასხვა დროს თბილისისა და ქუთაისი ოპერისა და ბალეტის თეატრების მომღერალი იყო. 

  • "მამაჩემი შვილიშვილებზე ოცნებობდა.ოცნება ვერ შევუსრულე, მაგრამ მე დავბადე ია ფარულავა“ - ია ფარულავას მოგონებები და ურთიერთობა მამასთან, ოთარ ფარულავასთან 

მარინა, ცნობილი დისგან განსხვავებით, ტელეეკრანებზე იშვიათად ჩნდება, არ გამოირჩევა არც სოციალურ ქსელში აქტიურობით. რამდენიმე წლის წინ მასთან ერთად გადაღებული ფოტო ია ფარულავამ გამოაქვეყნა: "დები ....ჩემი ასაკი კი იცით, აბა, მარინასი გამოიცანით", - წერდა მაშინ მსახიობი.

ia _parulavas_da

ია ფარულავას ოჯახი 

ია ფარულავას დედა 60-იანი წლების მოდელი და მშვენიერი მოცეკვავე, დონარა იმედაძე იყო, მამა - გამორჩეული ქართველი მხატვარი და მოქანდაკე - ოთარ ფარულავა. 

ია ფარულავას ბავშვობა ფერად და მხიარულ პერიოდად ახსოვს, სადაც ხელოვნება და კულტურა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. მამის გავლენით, ის და მისი ძმა ხშირად ათვალიერებდნენ რენესანსის მხატვრების ნამუშევრებს და უსმენდნენ კლასიკურ მუსიკას, რაც მათ ესთეტიკურ აღქმაზე დიდ გავლენას ახდენდა. ია ფარულავას ერთ-ერთ ინტერვიუში დედასაც იხსენებდა და ამბობდა, რომ განსაკუთრებული გარეგნობის ქალი იყო: "დედა ძალიან ლამაზი ქალი იყო - მოდელი და მოცეკვავე. დედასაც ვგავარ და მამასაც. როდესაც მოსკოვში მოდის ჩვენება გაიმართა, ამ ჩვენებაში მონაწილეობას დედაჩემიც იღებდა. ტოქსიკური დედა იყო - თვითონ ვერ განახორციელა თავისი დიდი ოცნებები, არაჩვეულებრივად მღეროდა. ეგზოტიკური გარეგნობა ჰქონდა. თავისი თავის რეალიზება ვერ შეძლო და ამიტომ ცოტა ტოქსიკური იყო. თავისი მიზნები შვილებს გადასცა - და ჩვენც ისეთები გავხდით, როგორიც მას სურდა"...გაგრძელება