დუდუ დადიანის ფოტოალბომი: ყველა თაობის გულთამპყრობელი კალათბურთელის ცხოვრება ფოტოებზე - Marao

დუდუ დადიანის ფოტოალბომი: ყველა თაობის გულთამპყრობელი კალათბურთელის ცხოვრება ფოტოებზე

2025-03-18 16:18:50+04:00

კალათბურთელ დუდუ დადიანს 13 ნომრით იცნობენ, ყველგან, სადაც ის ასპარეზობდა, ამ ნომრით გამოდიოდა. 

დუდუ დადიანი

დავით "დუდუ" დადიანი 1969 წლის 19 მაისს, თბილისში დაიბადა. იგი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკოლოზ დადიანის შთამომავალი იყო. ოთხი წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა, ამიტომ მამამ და ბებიამ გაზარდეს.

  • ვინ არის მე-20 სა­უ­კუ­ნის ქარ­თველ პრინცის, დუდუ დადიანის და? "პრინცესა მაკა დადიანის" ამბავი 

dudu

dudu

  • 90-იანების პრინცის უიღბლო სიყვარული და იდუმალებით მოცული მკვლელობა - დუდუ დადიანი 

დაამთავრა ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი. თავი ფარიკაობასა და ფეხბურთშიც გამოცადა,  საკალათბურთო კარიერა კი  კლუბ „მართვეში“ დაიწყო, 1992 წელს „ვითაში“ გადავიდა.  1995 წელს დადიანი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და „ვითას“ კაპიტანი გახდა. სახელი აგრესიული, ზოგჯერ უხეში, თამაშის სტილით გაითქვა. 1999 წელს აქტიური სპორტული მოღვაწეობა შეწყვიტა და არჩეული იქნა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად. 

dudu

დუდუ დადიანს ორი დედმამიშვილი ჰყავდა - მაკა და ლევანი. 

dudu

  • "ლევან აბაშიძე - საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული ქართული კინოს ყველაზე დიდი ვარსკვლავი" - უცნობი ფოტოები და ისტორიები 

მკვლელობა 

დუდუ დადიანი 2002 წელს თბილისში, სპორტის დეპარტამენტის შენობაში მოკლეს. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, მკვლელობა დადიანსა და უცნობ ადამიანს შელაპარაკების შედეგად მოხდა. მკვლელი დაუდგენელია. 

dudu

მკვლელობის გამოძიება ორჯერ დაიწყო, მაგრამ ახალი არაფერი თქმულა, არც დუდუს მკვლელი დასჯილა. მკვლელობის შესახებ დღემდე უამრავი ვერსიაა.

" ჭორაობას ვერ დავიწყებ, ვერც ვერსიებით და ვარაუდებით ვილაპარაკებ. ჩამდენმა ერთი ცოდვა ქნა, დამბრალებელმა ათასიო. როგორც მკვლელობის პირველ დღეს არაფერი იყო ნათელი, დღესაც ასევეა.

dudu

dudu

მე და მამაჩემი პროკურატურაში დაგვიბარეს - საქმე გაგვახსნევინეთო. წყალწაღებულებს დახმარებას გვთხოვდნენ. მაშინ უბრალოდ გამოგვკითხეს... გაგვიხარდა, საქმე დაიძრაო. გამომძიებელმა კახა მაჭავარიანმა გვითხრა, იმედი გვაქვს, გვერდში დაგვიდგებითო. ამის შემდეგ გაგიგიათ რამე? მე საგაზეთო ჭორების გარდა, არაფერი მსმენია. იმ მომენტში ჩემზე ზეწოლა არ ყოფილა (ზეწოლა შემდეგ დაიწყო). დაკითხვის დროს აბსურდულ რაღაცებს მეკითხებოდნენ, იმ სულელურ ვერსიებს ვერც გავიმეორებ. მათ მიერ შეთხზული სცენარი ასეთი იყო: თითქოს ვატო ყიფიანმა მოკლა კახი ასათიანი, რადგან კახიმ თავის დროზე შვილის, მაკა ასათიანის გამო იძია შური და მოაკვლევინა დუდუ... ეს იმდენად აბსურდულია, ლაპარაკი არც მინდა. სანამ დამიჭერდნენ, მანამდე პრესით გავრცელდა ეს სულელური ვერსია..." - ამბობდა დუდუს ძმა, ლევან დადიანი. 

dudu

dud

dudu

dudu