პატარა სოფია 1 წლის გახდა- კადრები არველაძეების შვილიშვილის დაბადების დღიდან - Marao

პატარა სოფია 1 წლის გახდა- კადრები არველაძეების შვილიშვილის დაბადების დღიდან

2025-03-19 11:28:23+04:00

რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის შვილიშვილი იუბილარია. პატარა სოფია დაბადებიდან საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

უსაყვარლესი სოფია 1 წლის გახდა - დაბადების დღის კადრებს მაკუნა ზედაშიძე გვიზიარებს:

  • არველაძეების რძალი მაკუნა ზედაშიძე სოციალურ ქსელში უსაყვარლესი სოფიას ფოტოებს გვიზიარებს 
  • პრინცესა სოფია - ყველაზე პატარა არველაძის ახალი ფოტოები და ოჯახური ამბები 

arveladze

arveladze

arveladze

arveladze

  • "უსაყვარლესია" - ვატო არველაძე პატარა სოფიას ფოტოებს აქვეყნებს 

ვატო არველაძე

ვატო არველაძე რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის შვილია, რომელიც წყვილს 1998 წელს გერმანიაში, ჰამბურგში შეეძინა. ვატომ მამის გზა გააგრძელა და თავადაც ფეხბურთელია. ვატომ სულ ცოტა ხნის წინ, ხანგრძლივი რომანის შემდეგ, უმშვენიერეს  მა­კუ­ნა ზე­და­ში­ძეზე იქორწინა.  

  • როგორ გამოიყურებოდნენ ბავშვობაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქართველი ქალები: მაკა ასათიანისა და თეონა თავართქილაძის ბავშვობის ფოტოები 

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე

 რეზი არველაძის მეუღლე წარმატებული დიზაინერი თეონა თავართქილაძეა, წყვილი უკვე 29 წელია, რაც ერთადაა.

„ჯერ კიდევ ერთი სასწავლო წელი მქონდა დარჩენილი, როცა გავთხოვდი. მე და რეზი ძალიან დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს, ვმეგობრობდით და როგორ გადაიზარდა ურთიერთობა სიყვარულში, ვერ მივხვდით. როცა აღმოვაჩინეთ, რომ გვიყვარდა ერთმანეთი, დავქორწინდით.

  • "ბებოს და ბაბუს გოგო" - თეონა თავართქილაძე შვილიშვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს 

რეზი მაშინ გერმანიაში თამაშობდა, მე საფრანგეთში ბოლო კურსზე ვსწავლობდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ის ერთი წელი ახალდაქორწინებულებმა ცალ-ცალკე გავატარეთ. გვენატრებოდა ერთმანეთი, მაგრამ ხშირად ვერ ვნახულობდით. მაშინ უვიზო მიმოსვლა არ არსებობდა და ერთმანეთის ქალაქებში წასასვლელად ვიზებს ველოდებოდით. მე ბევრი სამეცადინო მქონდა, რეზის უამრავი მატჩი, ვარჯიში“, - ამბობდა თეონა ერთ-ერთ ინტერვიუში.

  • "უსაყვარლესი სოფია" - რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის შვილიშვილის ახალი ფოტოები დიდ მოწონებას იმსახურებს 

კრიზისული პერიოდი თითქმის ყველა წყვილის ცხოვრებაშია, თუმცა რეზისა და თეონას მსგავსი დაბრკოლებები ნაკლებად ჰქონდათ, რაც, დიდწილად, რეზის იუმორის დამსახურებაცაა: 

"მე მგონი, ჩვენ მშვიდად გადავიარეთ ყველა კრიზისული პერიოდი. ჩვენი მეგობრები იხდიან ქორწინების 25 წლისთავს, შეკრებილები ვიყავით და ამაზე ვსაუბრობდით, კრიზისებზე, შერიგებებზე, გაშორებებზე. ჩუმად ვიჯექი და მომერიდა ხმის ამოღება, რადგან მართლა არასდროს გვიჩხუბია. არ მქონდა არაფერი მოსაყოლი და ვიჯექი ჩუმად. ეს უფრო რეზიკოს ხასიათის დამსახურებაა, მისი იუმორის გრძნობის. ყოფილა შემთხვევა გავბრაზებულვარ რაღაცაზე, მაგრამ ისეთ რამეს გეტყვის; რომ გაბრაზება არ გამოდის, უცებ გადაგივლის", - იხსენებდა თეონა.