ორი ქორწინება, 5 შვილი და წარმატებული კარიერა - ზაზა კოლელიშვილის პორტრეტი - Marao

ორი ქორწინება, 5 შვილი და წარმატებული კარიერა - ზაზა კოლელიშვილის პორტრეტი

2025-03-19 17:22:47+04:00

ზაზა კოლელიშვილი 1957 წლის 11 იანვარს დაიბადა. 1997 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1981 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, ხოლო 1996 წელს ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 

თე­ლავ­ში იზრდებოდა. დედა ჟურ­ნა­ლის­ტი და ფი­ლო­ლო­გი იყო, მამა - ის­ტო­რი­კო­სი. ერთი და ჰყავს, რო­მე­ლიც არ­ქე­ო­ლო­გია. დედის მამა - ვახ­ტანგ მა­ტა­რა­ძე  ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო, რე­ჟი­სო­რი გია მა­ტა­რა­ძე კი მისი ბიძაა.

თა­ვი­დან მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში დადიოდა, მაგ­რამ რად­გა­ნაც ბავ­შვო­ბი­დან ხატ­ვა იზიდავდა, მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლი­დან სა­ბუ­თე­ბი ჩუ­მად გამოიტანა და სამ­ხატ­ვრო სკო­ლა­ში ჩააბარა; მერე სწავ­ლა სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში გააგრძელა. ხატ­ვას­თან ერ­თად, ქან­და­კე­ბა და გრა­ფი­კაც იტაცებდა.

  • „4 წლის წინ, ამ დღეს გაგიცანი და ყველაზე ბედნიერი ვიყავი; მთელი ცხოვრება მემახსოვრება, როგორ თბილად მიმიღე და ჩამიხუტე…" - სოსო ჯაჭვლიანის რძალი ემოციურ პოსტს აქვეყნებს 

zaza

  • Top 10 სიმპათიური ქართველი მსახიობი: ნაწილი 2 

კარიერა

რომ არა მსახიობობა, ალბათ მოქანდაკე იქნებოდა. თუმცა როგორც თავად აღნიშნავს, ჩარლი ჩაპლინის ფილმების ნახვის შემდეგ კინოს გარეშე მისი ცხოვრება ვეღარ წარმოედგინა. 

"ბავ­შვო­ბა­ში გა­დავ­წყვი­ტე, რომ მსა­ხი­ო­ბი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ასე­ვე, ჩემს პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნის ფილმმა. იმ ნა­მუ­შე­ვარ­მა მა­ზი­ა­რა იმ ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­როს, რა­საც კინო ჰქვია... ხში­რად მი­წევ­და თე­ლა­ვის თე­ატ­რში ყოფ­ნაც, რად­გან იქ პა­პა­ჩე­მი მუ­შა­ობ­და."

  • „სანამ ცოცხალი ვარ, ის მოგონებები სულ მინდა ცოცხლად მახსენდებოდეს… სოსო ჩემთან არის ყოველთვის, როგორც ლიკა" - ზაზა კოლელიშვილი საუკეთესო მეგობარს, სოსო ჯაჭვლიანს ემშვიდობება 

თენ­გიზ აბუ­ლა­ძის "ნატ­ვრის ხი­დან" და­ი­წყო მისი კი­ნომ­სა­ხი­ო­ბო­ბა - 18 წლის იყო, როცა შეთეს როლი შეასრულა. მერე იყო გია და­ნე­ლი­ას ფილ­მი - "მი­მი­ნო", სა­დაც ეპი­ზო­დუ­რი როლი ერგო - კიდევ ბევრი დასამახსოვრებელი როლი მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ფილმში - "კუ­კარ­ა­ჩა" მურ­ტა­ლოს ნაც­ვლად კუ­კარ­ა­ჩას გან­სა­ხი­ე­რე­ბა უნდოდა.

zaza

"ქალ­ბა­ტონ­მა ქეთი დო­ლი­ძემ კუ­კარ­ა­ჩას რო­ლის­თვის გამ­სინ­ჯა. რა თქმა უნდა, მომ­წონ­და ეს როლი, მაგ­რამ ქე­თიმ გა­და­წყვი­ტა, რომ მურ­ტა­ლო უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ამ როლ­მა უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი გამ­ხა­და და ამი­სათ­ვის ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თის­თვის მად­ლო­ბის მეტი არა­ფე­რი მეთ­ქმის. სა­ო­ცა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი იყო შეკ­რე­ბი­ლი და გა­და­ღე­ბის ყო­ვე­ლი დღე რა­ღაც ზღა­პარს ჰგავ­და. ასეთ გა­და­ღე­ბა­ზე ახ­ლაც სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­დო­დი. ფეს­ტი­ვალ­ზე "ოქ­როს არ­წი­ვი" ფილმში - "ისი­ნი" მა­მა­კა­ცის სა­უ­კე­თე­სო რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის­თვის პრი­ზი გად­მომ­ცეს. ლე­ვან ზა­ქა­რე­იშ­ვილ­თან მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან კარ­გი იყო. ასე­ვე შე­სა­ნიშ­ნა­ვად მახ­სენ­დე­ბა "ხა­რე­ბა და გო­გი­ას" გა­და­ღე­ბე­ბის პე­რი­ო­დი... ყო­ვე­ლი დღე ზე­იმს ჰგავ­და..."

პირადი ცხოვრება

მსახიობის პირველი ქორწინება მალე დაინგრა. ზაზა კოლელიშვილის მეორე მეუღლე ნა­თია გო­გო­ჭურია - მსახიობს 5 შვილი და სამი შვილიშვილი ჰყავს. 

ერ­თმა­ნე­თი თე­ლავ­ში, შემ­თხვე­ვით გაიცნეს. მა­შინ ნათია სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო, ზა­ზას კი სკო­ლა დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და; აღ­მოჩ­ნდა, რომ ოჯა­ხე­ბი ერ­თმა­ნეთს იც­ნობ­დნენ. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში გაგ­რძელ­და. თა­ვი­დან მეგობრობდნენ. იმ დროს ზა­ზას შე­თეს როლი უკვე ნა­თა­მა­შე­ბი ჰქონ­და და პო­პუ­ლა­რუ­ლი ბიჭი იყო.

"ვი­ცო­დი მისი ყვე­ლა თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გო­გოს ამ­ბა­ვი - ვის ხვდე­ბო­და, ვინ მოს­წონ­და... იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც მისი უბის წიგ­ნა­კი მე მქონ­და, მას­ში კი გო­გო­ნე­ბის ნომ­რე­ბი ეწე­რა. მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ვე­რე­ო­დი, ვაქ­ტი­უ­რობ­დი და ვე­უბ­ნე­ბო­დი, ვინ უკე­თე­სი იყო, ვის­ზე უნდა ეფიქ­რა, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და და ოჯა­ხიც შევ­ქმე­ნით" - იხსენებდა ნათია.