სკარლეტ ინგრიდ იოჰანსონი 1984 წლის 22 ნოემბერს, პროდიუსერის, არქიტექტორისა და ბიზნესმენის, დოქტორ კარსტენ იოჰანსონის ოჯახში დაობადა. ის ოთხი და-ძმიდან ყველაზე უმცროსია.
სკარლეტის მამა, კარსტენ იოჰანსონი, დანიური წარმოშობის არქიტექტორია კოპენჰაგენიდან, ხოლო ბებია მამის მხრიდან, ეინერ იოჰანსონი, სცენარისტი და რეჟისორი იყო. მსახიობის დედა, მელანი სლოენი ებრაელია.
თეატრის მიმართ ინტერესი ადრეულ ასაკში გაუჩნდა. რვა წლის ასაკში გამოჩნდა სპექტაკლში „სოფისტრი“, 9 წლის ასაკში კი თავისი პირველი კინო-როლი შეასრულა. კარიერული წარმატება 2001 წელს, "მოჩვენებების სამყარომ" მოუტანა. დენიელ კლოუზის გრაფიკული რომანის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა.
2000-იანი წლების წინ იოჰანსონის კარიერამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია. 2003 წელს მან ითამაშა ფილმში Lost in Translation. ამ როლმა მსახიობს ფართო აღიარება და BAFTA-ს ნომინაცია მოუტანა.
2004 წელს მან ითამაშა The Village- ში, ფსიქოლოგიურ თრილერში, რამაც კიდევ უფრო გაამყარა მისი, როგორც ნიჭიერი მსახიობის პოზიცია ჰოლივუდში. იოჰანსონის ფილმოგრაფიაა სავსეა მნიშვნელოვანი მიღწევებით: მათ შორის პრესტიჟი (2006), ვიკი კრისტინა ბარსელონა (2008) და რკინის კაცი 2 (2010), ამ უკანასკნელში სკარლეტმა მარველის სამყაროს გამორჩეული გმირი - შავი ქვრივი განასახიერა.
MCU გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა იოჰანსონის კარიერაში - "შავი ქვრივის" როლმა იგი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად აქცია.
სკარლეტ იოჰანსონი და რაიან რეინოლდსი 2008 წელს დაქორწინდნენ. ისინი ერთად 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. დაშორების შემდეგ კი, ერთმანეთზე საუბარს ყოველთვის ერიდებოდნენ.
სკარლეტ იოჰანსონმა ერთხელ Vanity Fair-თან ინტერვიუში განაცხადა:
"პირველად რომ გავთხოვდი, მხოლოდ 23 წლის ვიყავი და არ მესმოდა, რა იყო ქორწინება. ალბათ, მას ძალიან ბევრი წარმოსახვითი რომანტიკა დავუკავშირე. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. უფრო გაცნობიერებული არჩევანის გაკეთება შემიძლია და პრიორიტეტებსაც უკეთ განვსაზღვრავ, ვიდრე წლების წინ." - თქვა სკარლეტმა. პირველ ქორწინებაში ის სწორედ რაიან რეინოლდსთან ურთიერთობას გულისხმობდა.
რაიანთან განქორწინების შემდეგ სკარლეტ იოჰანსონი ჟურნალისტ რომენ დარიაკზე დაქორწინდა. თუმცა, მას 2017 წელს დაშორდა. ახლა სკარლეტი ამერიკელ კომიკოსსა და სცენარისტზე, კოლინ ჯოსტზეა დაქორწინებული.