ჰოლივუდის დიდების ხეივანში ისრაელელი მსახიობის, გალ გადოტის, ვარსკვლავი გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ ცერემონია ისრაელისა და პალესტინის მხარდასაჭერი მსვლელობების ფონზე გაიმართა. სწორედ ამ პრობლემის გამო ცერემონია 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო.
"სირცხვილი გალ გადოთს", "გმირები პალესტინელებივით იბრძვიან" - ისმოდა შეძახილები. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც, რომელმაც რამდენიმე აქტივისტი დააკავა.


გალ გადოტი
გალ გადოტი ებრაელი მსახიობი და მოდელია. ყველაზე მეტად ცნობილია, DC-ის გაფართოებულ სამყაროში ქალი საოცრების როლის შესრულებით.
გალ გადოტი 1985 წლის 30 აპრილს პეტაჰ ტიკვაში, ისრაელში, დაიბადა. დედამისი მასწავლებელი იყო, მამა კი ინჟინრად მუშაობდა. ჰყავს უმცროსი და სახელად დანა. ისრაელში გაზრდილი გალი ყოველთვის აქტიური იყო, მონაწილეობდა სხვადასხვა სპორტულ და გარე აქტივობებში.
გადოტი მსახურობდა ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF). სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ გადოტმა რაიხმანის უნივერსიტეტში სამართლის ხარისხი მიიღო. 2004 წელს მის ისრაელის ტიტული მოიპოვა.
პოლიტიკა
გადოთი ისრაელის აქტიური მხარდამჭერია. 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერაქტის შემდეგ, მსახიობი სოციალურ ქსელში ხშირად ეხმაურებოდა მიმდინარე კონფლიქტს ახლო აღმოსავლეთში.
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამერიკის და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში ვიხილავდით ადამიანებს, რომლებიც არათუ გმობენ ჰამასს, არამედ ზეიმობენ, ამართლებენ და ტაშისკვრით ხდებიან ებრაელების ხოცვას", - განაცხადა გადოთმა.
მსახიობი ცოტა ხნის წინ ჟურნალ Variety-საც ესაუბრა და თავისი პოლიტიკური პოზიციის ახსნას შეეცადა.
"როცა ადამიანები საკუთარი სახლებიდან და საწოლებიდან გაიტაცეს, კაცებმა, ქალებმა, ბავშვებმა, ხანდაზმულებმა, ჰოლოკოსტს გადარჩენილებმა იმ დღის საშინელება გამოიარეს, ვერ გავჩუმდებოდი, გაოგნებული ვიყავი ამხელა სიძულვილით, იმით, თუ როგორი დარწმუნებულები არიან ადამიანები, როცა წარმოდგენაც კი არ აქვთ ამ საკითხზე, ასევე იმითაც, როგორი არასამართლიანია მედია ხშირად. ასე რომ, ხმა უნდა ამომეღო.
მე პირველ რიგში ადამიანობას ვაყენებ და ჩავთვალე, რომ მძევლებისადმი მხარდაჭერა უნდა გამომეხატა. როცა შენი კომპასი სწორად უჩვენებს მიმართულებას, სინდისიც სუფთა გაქვს. მე ვიცი, რასაც ვუჭერ მხარს და რასაც ვისურვებდი მსოფლიოსთვის".