სილამაზე და ნიჭი: ვინ არის 10 ყველაზე პოპულარული ქართველი სპორტსმენი გოგო - Marao

სილამაზე და ნიჭი: ვინ არის 10 ყველაზე პოპულარული ქართველი სპორტსმენი გოგო

2025-03-20 14:23:18+04:00

ისტორიის მანძილზე ქალები სპორტში უამრავ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ, დაწყებული საზოგადოების მოლოდინებიდან გენდერულ დისკრიმინაციამდე. თუმცა, გასული საუკუნის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ პრობლემის დაძლევის მიზნით.

ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ოლიმპიური თამაშების ისტორია. ქალებს პირველად მიეცათ ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება 1900 წელს: ჩოგბურთი, ნაოსნობა, კროკეტი, ცხენოსნობა და გოლფი. 

  • სკანდალი ოლიმპიადაზე: ქალთა კრივში "ბიოლოგიურად კაცი" იმანე ხელიფის მონაწილეობას დიდი კრიტიკა მოჰყვა 

დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც  სპორტში ქალის მონაწილეობა გამონაკლის და “არაკონკურენტუნარიან” მოვლენად მიიჩნეოდა. მიუხედავად არაერთი სტერეოტიპისა, რომლებსაც ქალები სპორტული კარიერის დროს აწყდებიან სხვადასხვა მიმართულებაში, ისინი მაინც წარმატებით ასპარეზობენ როგორც მსოფლიოს მასშტაბით, ასევე საქართველოშიც.

  • TOP 10 ქართველი გოგო ყველაზე მეტი გამომწერით: ვინ არიან ქვეყნის ყველაზე პოპულარული ინფლუენსერები 

ირმა ხეცურიანი

irma

  • "გიორგი და ინა ქალდანების ისტორიას უნდა იცნობდეს ყველა" - ქართველი პარაოლიმპიელი ცოლ-ქმრის შთამაგონებელი ისტორია 

ქართველი პარასპორტსმენია, 2017 წლის საუკეთესო ეტლით მოფარიკავე ქალის ტიტულის მფლობელი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო თასის გამარჯვებული, მსოფლიო თასის გამარჯვებული, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების  ვერცხლის მედალოსანი. 

ეთერ ლიპარტელიანი

eter

ქართველი ძიუდოისტი - ეთერ ლიპარტელიანი  პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი ქა­ლი, რომელიც ახალ­გაზ­რ­დებ­ში ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტულს და­ე­უფ­ლა.

ელენე ლოლაძე

elene

ელე­ნე ლო­ლა­ძე ქარ­თველ ქა­ლებ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი მებ­რძო­ლია, რო­მელ­მაც სამ­ჯერ მო­ი­პო­ვა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნო­ბა.კა­რი­ე­რა 16 წლის ასაკ­ში და­ი­წყო, თა­ვი­დან კი­კბოქ­სინ­გში ვარ­ჯი­შობ­და, მაგ­რამ მწვრთნე­ლის რჩე­ვით MMA-ში სცა­და ბედი და პირველივე ბრძოლაში წარმატებას მიაღწია.

ანა კალანდაძე

ana

ანა კალანდაძე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "გალათასარაის" კლუბის წევრია. 

მირანდა კაპანიძე

miranda

მირანდა კაპანაძე პირველი ქართველი ქალია, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა ჭიდაობაში. მირანდა კაპანაძემ ევროპის ჩემპიონატის ფინალის გზაზე ჩეხი ლანა პეზიჩი (8:0), ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუსი დოლჟონ ცინგუევა (8:6) და აზერბაიჯანელი ფიდან ბაბაევა (8:0) დაამარცხა.

ანა ჯაფარიძე

ana

ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ის დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო. 

თათია გაბუნია

tatia

ქართველი ფეხბურთელია, რომელიც მეკარის პოზიციაზე თამაშობს. ამჟამად ასპარეზობს საფეხბურთო კლუბ „Amed S.F.K.“ და საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებში.

ინგა გურგენიძე

inga

ინგა გურგენიძე ქართველი მოციგურავეა.  2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, ფიგურულ ციგურაობაში გურგენიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

მარიამ ბოლქვაძე

mariam

ქართველი ჩოგბურთელი -  არის საქართველოს ფედერაციის თასის ნაკრების წევრი, ტურნირზე გამართული 11 შეხვედრიდან ექვსი მოიგო. ერთეულებში არის მსოფლიოს 190-ე ჩოგანი. 

სალომე ფაჟავა

salome

ქართველი ტანმოვარჯიშე -  2015 წლის ევროპულ თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 2016 წელს მიიღო მონაწილეობა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.