PSP აგრძელებს ინოვაციური სერვისების დანერგვას, რაც მომხმარებლებს ეხმარება დროის დაზოგვასა და კიდევ უფრო კომფორტული მომსახურების მიღებაში.
იმის გათვალისწინებით, რომ მომხმარებლისთვის ონლაინ შოპინგი უფრო მოქნილი და მარტივია, PSP-მ, როგორც განვითარებაზე ორიენტირებულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ დანერგა ლოქერიდან გატანის სერვისი, რომელსაც ინდუსტრია ახალ ეტაპზე გადაჰყავს. შენაძენის გატანის აღნიშნული ფორმა პირველია ქართულ ფარმაცევტულ სექტორში.
ლოქერი არის თანამედროვე თვითმომსახურების სისტემა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეკვეთილი პროდუქცია აფთიაქში რიგში დგომის გარეშე მიიღოს. PSP ლოქერები განთავსებულია აფთიაქების მიმდებარედ და საშუალებას იძლევა, შენაძენი უკონტაქტოდ, სულ რაღაც 10 წამში მიიღოთ.
ონლაინ შეძენისას, თავად ირჩევთ სასურველი ლოქერის ადგილმდებარეობას. შეკვეთის გამზადებისთანავე მოგივათ ნომერზე SMS შეტყობინება ბარკოდით, რომელიც შეგიძლიათ ადგილზე ხელით შეიყვანოთ ან პირდაპირ დაასკანეროთ, რის შემდეგაც შესაბამისი უჯრა გაიხსნება და შეკვეთას აიღებთ.
რატომ უნდა ისარგებლოთ PSP ლოქერის სერვისით?
- შეძლებთ, დაზოგოთ დრო, რადგან შენაძენს რიგში დგომის გარეშე აიღებთ;
- თუ ფასდაკლების დროს ფილიალში მისვლას ვერ ახერხებთ, გააკეთებთ ონლაინ შენაძენს და რამდენიმე დღის განმავლობაში გაიტანთ შეკვეთას;
- არ გვიწევს დამატებითი თანხის გადახდა, როგორც ეს მიტანის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში ხდება.
სწორედ აღნიშნული უპირატესობები ხდის უკონტაქტო სერვისს კიდევ უფრო მოსახერხებელსა და პოპულარულს. PSP ლოქერის დანერგვით მომხმარებელს ყოველდღიური შენაძენის გაკეთება უმარტივდება და საშუალებას აძლევს, სასურველი პროდუქცია მოიმარაგოს იმ შემთხვევაშიც, თუ სამუშაო საათებში დაკავებულია და ფილიალში მისვლას ვერ ახერხებს.
ლოქერებით სარგებლობა უკვე შესაძლებელია და უახლოეს მომავალში მომხმარებელზე ზრუნვის მიზნით, PSP მათი რაოდენობის ზრდას გეგმავს.
R