ქალები საქართველოდან და ქალები მსოფლიოდან: როგორ იცვამენ 70 წელს გადაცილებული ქალები - Marao

ქალები საქართველოდან და ქალები მსოფლიოდან: როგორ იცვამენ 70 წელს გადაცილებული ქალები

2025-03-20 16:37:46+04:00

ქალების მოდა არის მარადიული ელეგანტურობის, კომფორტისა პირადი სტილის მშვენიერი ნაზავი. 70 წელს გადაცილებული ქალები  ხშირად მიისწრაფვიან კლასიკური, მარადიული სტილისკენ, რომელიც არასოდეს გადადის მოდიდან. მათ შორისაა მორგებული კოსტიუმები და კლასიკური კაბები. 

  • ფოტოები: 70-იანების სტილი თბილისში - რა ეცვათ მაშინ ქალებს 

კომფორტი ხდება მთავარი პრიორიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ ნათელი, თამამი ფერები მაინც შეიძლება იყოს სახალისო, ბევრი ქალი უპირატესობას ანიჭებს უფრო რბილ, მდუმარე ტონებს.

  • სტილის ხატი და მოდის ლეგენდა - აირის აპფელი 102 წლის ასაკში გარდაიცვალა: როგორი იყო ყველასთვის საყვარელი მოდელის ცხოვრება 

ჯუდი დენჩი 

judy

ჯუდი დენჩი სცენისა და ეკრანის ნამდვილი ლეგენდაა. კარიერაში, რომელიც ახლა რვა ათწლეულს მოიცავს, მას მიენიჭა ოსკარი, ტონი, ორი ოქროს გლობუსი, რვა ოლივიეს ჯილდო და 11 BAFTA. ამ ჯილდოების გარდა, მსახიობი უნიკალური სტილითაც გამოირჩევა - მოკლე ვარცხნილობა და ფერადი, თვალისმომჭრელი ტანსაცმელი უკვე წლებია ჯუდი დენჩის სტილის განუყოფელი ნაწილია. 

ელენე ჭანიშვილი

elene

  • ჯორჯო არმანის 10 ციტატა მოდისა და ცხოვრების შესახებ 

ჭაღარა თმა ბოლო წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ცნობილი მოდის ჟურნალები გარეკანების დასამშვენებლად ხშირად ეძებენ ასაკში შესულ ქალბატონებს, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე ამტკიცებენ იმას, რომ "ასაკი მხოლოდ ციფრებია". ერთ-ერთი ასეთია მოდელი ელენე ჭანიშვილი - 58 წლის ასაკში მისი ფოტო "ვოგის" ფურცლებზე მოხვდა. 

მეი მასკი 

musk

მეი მასკი ამჟამად 75 წლისაა და ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ელონ მასკის დედა. ნიჭიერი და წარმატებული ქალი, გამორჩეული მოდელი, დიეტოლოგი და ავტორი.  თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან,  როგორებიცაა Revlon, Special K, ან Colgate და როგორც დიეტოლოგი, მან კარგი კარიერა ააშენა, რამაც სიმდიდრემდე მიიყვანა.

თამარა კოზლოვა

tamar

თამარ კოზლოვა ქუთაისში აყვავებულ მაგნოლიასთან გადაღებული ფოტოებით უცებ გახდა პოპულარული. მის სურათებს სოციალურ ქსელებში მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

აირის აპელი 

iris

დიდი ზომის მრგვალი სათვალით,  სამკაული და  მკვეთრი ფერის პრინტის ტანსაცმელი - ეს აირის ეიპელის სტილის თანდაყოლილი ნაწილია. 91 წლის ასაკში Dazed Magazine-ის ქავერის ყველაზე ასაკოვანი მოდელი გახდა, 94 წლის ასაკში წარადგინა გამოფენა პარიზის მოდის კვირეულზე, 97 წლისამ IMG-თან სამოდელო კონტრაქტი გააფორმა და მონაწილეობა მიიღო H&M-ის, Citroën-ისა და eBay-ს კამპანიებში. 101 წლის ასაკში კი პირველად გახდა ბიუთი კამპანიის სახე, Ciaté London-ის მაკიაჟის ხაზით.  

ზოია წიკლაური

zoia

თბილისის ქუჩებში ხშირად შეხვდებით ასაკოვან ქალს, რომელიც თავისი გამორჩეული გარეგნობით ყველას ყურადღებას იპყრობს. ფერად სამოსში გამოწყობილ მოხუცს შეუძლებელია გვერდი ისე აუარო, რომ მისმა განსაკუთრებულმა ჩაცმულობამ თქვენი ყურადღება არ მიიპყროს.