ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. მატჩი ერევანში, ვაჟგენ სარქისიანის რესპუბლიკურ სტადიონზე მიმდინარეობს.
მეორე შეხვედრა საქართველო-სომხეთის ნაკრებებს შორის თბილისში, 23 მარტს გაიმართება. თამაშისას განსაკუთრებით თავი გამიჩინეს გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა.
ამჯერად გიორგი ქოჩორაშვილი "ინსტაგრამზე" დედასთან და რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. "უყვარს" - ამ წარწერით აქვეყნებს გიორგისა და სანდრას ფოტოებს სეტანტას არხი.
გიორგი ქოჩორაშვილმა აღნიშნა, რომ გატანილი გოლი დედას მიუძღვნა, რადგან თამაშის დღეს მისი დაბადების დღე იყო.
გიორგი ქოჩორაშვილი 1999 წლის 29 ივნისს დაიბადა. პროფესიონალური კარიერა 2017 წელს თბილისის „საბურთალოში“ დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც პირველად იმავე წლის 23 ივლისს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში გამოვიდა.
2018 წლიდან ესპანეთის რანგით მესამე ჩემპიონატის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „პერალადას“ რიგებში განაგრძო გამოსვლა. მატჩი ფრედ 2–2 დამთავრდა. გიორგიმ მთელი მატჩი შეუცვლელად ითამაშა.
"როგორც მეუბნებიან, ფეხი რომ ავიდგი, პირველი ნაბიჯები ბურთისკენ გადავდგი და ხუთი წლის ასაკიდან ჩემს გონებაში მხოლოდ ფეხბურთია. რა თქმა უნდა, დედა ყოველთვის ჩემს განათლებასა და სწავლაზე იყო ორიენტირებული, თუმცა ორივე, დედა და მამა, ყველანაირად ხელს მიწყობდა, რომ არცერთი ვარჯიში არ გამეცდინა, წვიმასა თუ ქარში მევარჯიშა. მოგვიანებით ლოგიკურად გაჩნდა სურვილი, გავმხდარიყავი პროფესიონალი ფეხბურთელი. ბავშვობაში ხშირად ვუყურებდი ტელევიზორში ფეხბურთს. ჩემები მეუბნებოდნენ, დავიღალეთ ამდენი ფეხბურთის ყურებით, გადართეო, მაგრამ მაინც სულ ფეხბურთი იყო ჩემს სახლში" - ამბობდა გიორგი.
გიორგი ქოჩორაშვილს ჰყავს მშობლები და ერთი და. ის წარმოშობით კახეთიდანაა და ბავშვობის დიდი ნაწილიც იქ აქვს გატარებული. 25 წლის ვარსკვლავი 2018 წელს წავიდა ესპანეთში და დღემდე იქ ცხოვრობს.
"გიოს ბურთის ისეთი სიყვარული ჰქონდა, რომ მისი ბავშვობიდან შეგუებული ვიყავით, ფეხბურთს რომ გაჰყვებოდა. ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებდა. თავიდანვე სრული სერიოზულობით უდგებოდა თავის ამ გატაცებას. რა თქმა უნდა, მშობლებმა ხელი შევუწყვეთ. შვილს რა მიმართულება და ნიჭიც აქვს, ვფიქრობ, ყველა მშობელმა ხელი უნდა შეუწყოს, რომ ბავშვმა ეს ნიჭი განავითაროს. მგონია, არც შევმცდარვართ. გვიხაროდა, რომ ფეხბურთი უყვარდა, ჩვენი მიზანიც იყო, ჯანსაღ გარემოში, სპორტული ცხოვრებით ეცხოვრა. ყველა მშობელი ამყარებს თავის შვილზე იმედებს და, ცხადია, ჩვენც ასე ვიყავით. გიომაც სრულად გაგვიმართლა იმედები" - ამბობდა გიორგის მამა.
გიორგი შეყვარებულია, მისი რჩეული სანდრა მენდოსაა. სანდრა 2021 წელს კადრებს თვითმფრინავიდან აქვეყნებდა, სადაც ჩანდა, რომ ის ბორტის ერთ-ერთი თანამშრომელი იყო, უცნობია, რას საქმიანობს ის ახლა, თუმცა ძალიან უყვარს მოგზაურობა და, როგორც ჩანს, ის გასულ წელს საქართველოში, გიორგის საგულშემატკივროდ იმყოფებოდა.
"სანდრა ვალენსიაში გავიცანი. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ცხოვრება გაძლევს იმას, რაც იმ მომენტში გჭირდება. მაშინ ვიპოვე ეს ადამიანი, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა" - ამბობდა გიორგი ქოჩორაშვილი.