ფრანგი მსახიობის, ვენსან კასელიც პირადი ცხოვრება ყოველთვის იმსახურებდა საზოგადოების ყურადღებას. მისი პირველი ცოლი ულამაზესი მონიკა ბელუჩი იყო, შემდეგ ახალგაზრდა მოდელ ტინა კუნაკიზე იქორწინა.
"ტინასთან შეხვედრამდე ჩემი ცხოვრება ცარიელი იყო“ - სწორედ ამ ფრაზით ახსნა ვენსან კასელმა თავისი და ტინა ტუნაკის ურთიერთობა. მიუხედავად დიდი ასაკობრივი განსხვავებისა, ჰარმონია და სიყვარული მათ ურთიერთობაში მუდამ იგრძნობოდა. ტინა 26 წლის ფრანგი მოდელია. წყვილმა ერთმანეთი 2016 წელს იბიცაზე გაიცნო. მოდელის თქმით, წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იყო ვენსანი. „მე სოფელში გავიზარდე. ჩვენ არ გვქონდა ტელევიზორი და არც კინოში დავდიოდით. ბავშვობაში ჩემი ინტერესები შემოიფარგლებოდა მხოლოდ სკოლით და ფეხბურთის თამაშით. ვენსან კასელის შესახებ არაფერი ვიცოდი მანამ, სანამ მას პაპარაცები არ დაეხვივნენ თავს” - ამბობდა ტინა.
ჰყავთ საერთო შვილი, გოგონა - ამაზონი. სულ ცოტა ხნის წინ, ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდგომ, ტინამ და ვენსანმა დაშორების გადაწყვეტილება მიიღეს და ეს რამდენიმე ინტერვიუშიც დაადასტურეს, თუმცა მიზეზებზე საუბარს თავს არიდებენ. ამასობაში კი ვენსანს ახალი სიყვარული ჰყავს. ის 27 წლის ავსტრალიელ მოდელს, ნარა ბაპტისტას ხვდება. ამბობენ, რომ ნარა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ტინა კუნაკის და ამას ტაბლოიდები ტინასთან დაშორების გამო ვენსანის სინანულს მიაწერენ.



ვენსან კასელი
ვენსან კასელი დაიბადა 1966 წლის 23 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ფრანგი მსახიობის — ჟან-პიერ კასელისა და ჟურნალისტის — საბინ ლიტიკიეს ოჯახში. როგორც მსახიობმა კარიერა ნიუ-იორკში დაიწყო, შემდეგ დაბრუნდა საფრანგეთში, სადაც რამდენიმე წელი მუშაობდა ცნობილი ფრანგი მსახიობის ჟან-ლუი ბაროს თეატრში.
მისი დებიუტი კინოში 1989 წელს შედგა. პირველ წარმატებებს 1990-იან წლებში მიაღწია, როდესაც რამდენიმე ცნობილ ფილმში მიიღო მონაწილეობა. მნიშვნელოვანი იყო ფილმები „დობერმანი“ და „ჟანა დ'არკი“. ფილმში „მეწამული მდინარეები“ ფრანგ ვარსკვლავთან ჟან რენოსთან და მამამისთან ჟან-პიერ კასელთან მოუწია თამაში. 2001 წელს გადაიღეს ფილმში „მგლის საძმო“, რომელიც საკმაოდ მაღალშემოსავლიან კინოდ იქცა. 2005 წელს ითამაშა ფილმში „ღალატის ფასი“, რომელიც შვედმა რეჟისორმა – მიკაელ ჰეფსტრემმა გადაიღო. ამ ფილმში კასელი ყაჩაღის როლს ასრულებს, რომელიც თავის მეუღლესთან ერთად მოტყუების გზით დიდ თანხებს სძალავს მახეში გაბმულ მსხვერპლს.
2006 წელს მონიკა ბელუჩისთან ერთად ითამაშა ფილმში „შაიტანი“. 2010 წელს მთავარი როლი შეასრულა რომან გავრასის დრამაში „ჩვენი დღე დადგება“, ამავდროულად იყო ფილმის პროდიუსერი. ერთ-ერთი ბოლო როლი მიიღო ფილმში „შავი გედი“, სადაც მისი პარტნიორი იყო ნატალი პორტმანი.