მსახიობ თაკო აბაშიძეს საქართველოში კარგად იცნობენ. ის ცნობილია თავისი მრავალმხრივი ნიჭითა და ენერგიული პერსონით. მისი კარიერა მოიცავს თეატრს, კინოსა და სატელევიზიო პროექტებს, სადაც მან მრავალი დასამახსოვრებელი როლი შეასრულა.
თაკო აბაშიძე ბავშვობიდან გამოირჩეოდა მუსიკალური ნიჭით - ის არაჩვეულებრივად უკრავს და მღერის. ბოლო პერიოდში ის სცენაზე დადგა და სოლოკარიერაც დაიწყო. მისი მრავალმხრივი ნიჭი და შემოქმედებითი ენერგია მას განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს ქართულ კულტურულ სივრცეში.
პირად ცხოვრებაში თაკო აბაშიძეს არაერთი გამოწვევა ჰქონია. 15 წლის ასაკიდან ის ხუთჯერ მოიტაცეს ქორწინების მიზნით, რაც იმ დროისთვის გარკვეულწილად გავრცელებული პრაქტიკა იყო. თაკო ამ მოვლენებს ახლა ღიმილით იხსენებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ასეთი გამოცდილება სერიოზული განსაცდელი იყო.
თაკოს მეუღლე ლაშა როსტომაშვილი იყო, რომელსაც 6-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაშორდა. წყვილს ერთი შვილი, ბარბარე ჰყავს. თაკო ადრე იმასაც აღნიშნავდა, რომ მასთან ოჯახის შექმნის სურვილი ბევრს ჰქონია:
"მოდაში რომ იყო მოტაცებები, ხუთჯერ მომიტაცეს. მაშინ ამხელა არ ვიყავი, ადვილად დასაძრავი ვიყავი (იცინის). მოკლედ, ჩემი მოტაცებების სერია 15 წლიდან დაიწყო. სოფელში ვისვენებდი, სოფლის კლუბში ვიყავი, კინოში და კიბეზე რომ ჩამოვდიოდი, მანქანა დამხვდა. ჩამსვეს მანქანაში, დატრიალდა მანქანა და სანამ ტრასაზე გავიდოდით, გარკვეული გზა იყო გასავლელი. მანამდე ჩემს ძმას უთხრა ვიღაცამ: შენს დას იტაცებენო და მანქანით წინ გადაგვეღობა. გადმოხტა ჩემი ძმა და რომ გაიღო მანქანის კარი, ვინ საით გარბოდა, ვერ მივხვდი, მარტო დავრჩი მანქანაში (იცინის). ახლა მეცინება, თორემ რომ გავიაზრებ, შეიძლება ვინმემ იმავე ასაკში ჩემი შვილი მომტაცოს, ზუსტად ვიცი, აპოკალიფსი დაიწყება, ყველაფერს ვიკადრებ. მაშინ კი ადამიანის მოტაცება და ეს მარაზმი, რაღაცნაირად მოდური იყო. ერთი სიტყვით, ეს ნახევრად მოტაცება იყო, მთლად ვერ მომიტაცეს. მაშინ 15 წლის ვიყავი და ის ცოტა დიდი იყო ჩემზე. ამის გამო მთელი ამბები და საქმის გარჩევები იყო და იმ ბიჭებს შეეშინდათ. თქვეს: არა, რა გატაცება, უბრალოდ, გასეირნება გვინდოდაო (იცინის). სხვათა შორის, დედაჩემს, მამაჩემს ან ჩემს ძმას დავყავდი ყველგან, მაგრამ მაინც მიტაცებდნენ, ხან მოტყუებით, ხან დაბადების დღიდან... ამის მერე, თეატრალური უნივერსიტეტიდან მომიტაცეს, ვითომ ჩემი კურსელის დიდი ხნის უნახავი ნათესავი იყო, ჩაჯექი მანქანაში, სახლში წაგიყვანო და... მომიტაცა. გზაში დავცხე მამალი ტირილი და გმირთა მოედანზე დაარტყეს წრე და იმ ბიჭმა თქვა: ძალიან ტირის, არ შემიძლიაო და უკან მომაბრუნეს (იცინის). ცუდიც რომ ხდებოდეს ჩემს ცხოვრებაში, ისიც სასაცილოდ ხდება და ამიტომ მეცინება ახლა. ამის მერე, ძალიან შორს წამიყვანეს, ჩამოვიდნენ მამაჩემი და ჩემი ძმა, იყო გაწევ-გამოწევები და შუშანიკივით მომაბრუნეს უკან, მართლა წამებული ვიყავი (იცინის). მეხუთედ, ჩემი პირველი ქორწინებაც მოტაცებას უკავშირდება. გიორგობას დაბადების დღეზე ვიყავი და სახლში წაყვანის სანაცვლოდ, სხვაგან წამიყვანა. კი მიყვარდა, მაგრამ ჯერ არ მინდოდა გათხოვება, ამდენი წინ და უკან სიარულით შევწუხდი და კი დავრჩი (იცინის). სხვათა შორის, ჩემი მეუღლე სანამ გახდებოდა, რეპეტიცია მქონდა, სარეჟისოროზე სწავლობდა, სადიპლომო სპექტაკლს დგამდა და მე როლზე ვყავდი დაკავებული. ჩემი თაყვანისმცემელი მოვიდა, რომელსაც მეგობრად ვთვლიდი, რეპეტიციიდან გამიყვანა – საქმე მაქვს ერთი წუთითო და მომიტაცა. თუმცა, უკან მომაცუნცულა. ასე რომ, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი ცუდად მაქვს დაცდილი, ძალადობის მსხვერპლობა აღარ მინდა და ვერიდები მაგ ტერიტორიაზე გავლას (იცინის). მოკლედ, გავთხოვდი თვალებზე დიდი, ვარდისფერი ბლანტი სათვალით, მერე შუშები გავწმინდე და ნელ-ნელა, თვალებიდანაც გამოვიხედე, შევიცვალე. ვისწავლე, უფრო მეტად თქმა სიტყვის – არა! ადრე ვერიდებოდი უარის თქმას, ვინმეს არ ვაწყენინო-მეთქი და ეს არასწორი მიდგომაა და ადამიანისთვის მავნებელი. ვისწავლე, როგორ ვმართო საკუთარი ცხოვრება. რამდენიმე თვე ვიცხოვრე პირველ ქმართან და გავშორდი. პატარები ვიყავით. მე – 18 წლის და არ ვიყავი იმ ასაკში, როცა ქალი უნდა გათხოვდეს. რაღაცებში ვერ გავუგეთ ერთმანეთს და გავშორდით. მეორედ კი, ათი წლის შემდეგ გავთხოვდი" - იხსენებდა თაკო. (წყარო: "თბილისელები")
ცნობილია, რომ თაკოს დედა უკვე რამდენიმე წელია, ალცჰაიმერის დაავადებას ებრძვის. მსახიობს ამის შესახებ არაერთ ინტერვიუში უსაუბრია.
„ერთ დღეს რომ ადგა დედა, ვერაფრით მიხვდა, როგორ უნდა დაედგა ფეხი. ეს ამ დაავადებას ახასიათებს. იმ მომენტში არც ვიცოდი, რა უნდა მექნა, როგორ უნდა გამოვსულიყავით ამ სიტუაციიდან. ეს ერთი-ორი დღე გაგრძელდა და გაიარა. ახლა უჭირს სიარული, მაგრამ ისევ დადის. მე კი ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ სახლში მისულს ისინი ისევ მხვდებიან….
არ ვკიცხავ, ვინც ეს ვერ შეძლო, ეს არ არის ჩემი საქმე. ზოგჯერ ადამიანები იბნევიან, ხან სწორადაც ვერ იქცევიან, მაგრამ ამის გამო მათზე ცუდად ლაპარაკი არ შეიძლება. ჩემთვის მიუღებელია და მორჩა!.. არ ვიცი, ვის ოჯახში რა ხდება და არავის განვიკითხავ, დედაჩემს და მამაჩემს ვერსად ჩავაბარებ და ეს ჩემი არჩევანია!..“
მიუხედავად პირადი ცხოვრების სირთულეებისა, თაკო აბაშიძე ინარჩუნებს პოზიტიურ განწყობას და აქტიურად აგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას. მისი ნიჭი და თავდადება შთააგონებს ბევრს და ამტკიცებს, რომ სირთულეების მიუხედავად, შესაძლებელია წარმატების მიღწევა და საზოგადოების სიყვარულის დამსახურება.