ჯაბა კილაძე 1981 წლის 24 აგვისტოს დაიბადა. ქართველმა მაყურებელმა იგი სერიალ "შუა ქალაქიდან" გაიცნო და შეიყვარა. ბევრმა არ იცის, რომ ჯაბა სანდრომდე საკმაოდ წარმატებული მსახიობი უყო, და სპექტაკლ "ჯინსების თაობაში" გეგა კობახიძის როლს ასრულებდა.
დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი გიორგი შალუტაშვილის სახელოსნო.
2001 წლიდან თავისუფალი თეატრის წამყვანი მსახიობია.პარალელურად თამაშობს კ. მარჯანიშვილის თეატრში.
“თავისუფალი თეატრის” მიმდინარე რეპერტუარში თამაშობს შემდეგ სპექტაკლებში: “ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“, “მექანიკური ფორთოხალი“, “კავკასიური ცარცის წრე“, “რიჩარდ III“, “სამანიშვილის დედინაცვალი“, “სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი“, “გუშინდელნი დღეს“, “სულის იდენტიფიკაცია“.
ჯაბას დედა მსახიობი ციცინო კობიაშვილია, მამა - თემურ კილაძე, ასევე მსახიობია.
ჩემი შვილი მთელი ცხოვრება უყურებს, რომ ჩვენ ხელიხელჩაკიდებულები მოვდივართ. ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ ერთად. ომიანობის, შიმშილობის, გაუგებრობების პერიოდი. იყო შემთხვევები, როცა 10 კაპიკი გაგვიყვია, რომ ჯაბას სკოლაში წასასვლელი ფული ჰქონოდა და ჩვენ ისე დავრჩენილვართ. ყოფილა პერიოდი, როცა მარჯანიშვილის ქუჩაზე ტანკები იდგა, ტრანსპორტი არ მოძრაობდა. მარტყოფშიც გადავსახლდით მაშინ ამის გამო. ის ორი წელი ჯაბა მარტყოფში სწავლობდა, იქ ბუნებრივი გაზი იყო. მახსოვს პერიოდი, როცა სამსახურიდან მოსული გაყინულ ფეხებს მბჟუტავ "დუხოვკაში" ვითბობდი და არც მითბობდა. ღუმელიც დავდგით და მეზობლები ჩვენთან თბებოდნენ. ყველაფერი ეს გადავიტანეთ სიყვარულით, როგორც ყველამ ჩვენს ქვეყანაში. ამ ყველაფერს უყურებდა ჯაბა და დღეს სხვანაირად უყურებს ადამიანებს, სხვანაირი სიყვარული იცის. მიუხედავად ყველაფრისა, ისე მოხდა, რომ ოჯახი დაენგრა. დღემდე ძალიან განვიცდი ამას. გული მტკივა, რომ ჩემი შვილიშვილი ჩვენთან არ იზრდება. თუმცა ხშირად მოდის და ძალიან ვუყვარვართ. ყველანაირად ვეცადეთ, რომ ასე არ მომხდარიყო, მაგრამ მისი ოჯახის საქმე ჯაბას გადასაწყვეტი იყო. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ყოფილ რძალთანაც, მაგრამ მერჩივნა, ეს არ მომხდარიყო. ჯაბამ კარგად ნახა, რა გაჭირვება გამოვიარეთ და ჩვენი ოჯახი დანგრევის საფრთხის წინაშე არასდროს დამდგარა. პირიქით, გაჭირვებამ უფრო გაგვაძლიერა და შეგვადუღა ერთმანეთს" - იხსენებდა ციცინო კობიაშვილი.
ჯაბა კილაძე 24 წლის ასაკში დაოჯახდა, მისი მეუღლე თამთა ჭილაძე იყო, ქორწინებაში წყვილს ერთი შვილი შეეძინა. მაგრამ მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა.
ჯაბას შვილი, ლიზა კილაძე მოდელია.
"ჩვენს შემთხვევაში პრობლემა სხვა რამ იყო. დღემდე რატომ გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ერთმანეთთან? იმიტომ რომ პიროვნული პრობლემა ერთმანეთის მიმართ არ გვაქვს. უბრალოდ მივხვდით, რომ ეს ორი ელემენტი ერთმანეთთან ვერ ეწყობოდა - გამუდმებული დისკომფორტი იყო. როგორ ჯობია, რომ ბავშვი გაიზარდოს ატმოსფეროში, სადაც დაძაბული გარემოა, თუ მშვიდ გარემოში, რომელმაც იცის, რომ დედაც ჰყავს, მამაც ჰყავს, ერთმანეთში პრობლემა არ აქვთ, უბრალოდ ერთად არ ცხოვრობენ" - აღნოშნავდა ჯაბა ერთ-ერთ ინტერვიუში.