"ლამაზი ოჯახი" - ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას უსაყვარლესი ოჯახური კადრები - Marao

"ლამაზი ოჯახი" - ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას უსაყვარლესი ოჯახური კადრები

2025-03-24 09:56:12+04:00

ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია უფროსი შვილის ფოტოებს აქამდე არ აქვეყნებდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ ოჯახური ფოტოსესიის კადრები გააზიარეს. პატარა გიორგის გამოჩენამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ამჯერად ლიზა ახალ ოჯახურ კადრებს გვიზიარებს:

liza

liza

liza

liza

  • "მეგობრები- ანნა და გიო" - ლიზა ჩიჩუა და ჯანეტ ქერდიყოშვილი უსაყვარლეს კადრებს აქვეყნებენ 

ლიზას ირაკლიმ ხელი მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანხლებით, სპეციალურად მოწყობილ გარემოში 2022 წლის აპრილში სთხოვა. უმშვენიერესი ლიზა, რასაკვირველია, თხოვნას დათანხმდა და წყვილის ქორწილი იმავე წლის ივლისში გაიმართა. მათ ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს. წყვილს 2-2 მეჯვარე ჰყავდა, საკურთხევლამდე კი ლიზა მამამ მიაცილა. ქორწილს ლიზას და ირაკლის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. მათ შორის უამრავი ცნობილი სახე იყო, რომლებმაც ცნობილი დიზაინერების სამოსი მოირგეს.

  • პირველი საჯარო გამოჩენა: ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია შვილის ფოტოებს აქვეყნებენ 

ლიზა ჩიჩუა 

ლიზა ჩიჩუას ვინაობას ირაკლი მაქაცარია დიდი ხნის მანძილზე მალავდა. ის საჯაროდ ამბობდა, რომ შეყვარებული იყო, თუმცა ვისზე, ამას საიდუმლოდ ტოვებდა. ეს ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებდა, საბოლოოდ კი, წყვილმა საჯაროდ გამოჩენა გადაწყვიტა და საყოველთაო ინტერესის ობიექტადაც იქცა. 

  • "სამშობიაროდან როგორც კი გამოვედი, ჩემი მუცელი თავის ფორმას დაუბრუნდა - სავარაუდოდ, გენეტიკის დამსახურებაა" - ლიზა ჩიჩუა 

მალევე გაირკვა, რომ ის ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის შვილია. ლიზას ჰყავს ერთი და, მაშო და ერთი ძმა - სანდრო. 

ლიზა მშობლების გზას აგრძელებს და თავადაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. ლიზამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ახერხებს, დედობა და სწავლა ერთმანეთს შეუთავსოს, ამაში კი მშობლები და დამხმარეც უწყობენ ხელს. 

  • 3 შვილი, დიდი ოჯახური ტრადიცია და წარმატებული კარიერა: ქეთი ასათიანს დაბადების დღეს ულოცავენ 

ირაკლი მაქაცარია

ირაკლი მაქაცარია ფართო საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა ის ცნობილი ტელეშოუების აქტიური მონაწილე გახდა. მოგვიანებით ის მაყურებელმა ჟიურის ამპლუაშიც იხილა, ახლა კი სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად თოქ-შოუს უძღვება. 

  • რა დაარქვეს გოგონას: ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია მეორე შვილის მშობლები გახდნენ 

ირაკლი წლების მანძილზე უკრაინაში ცხოვრობდა და საქმიანობდა, ამ ქვეყანასთან კავშირს კი დღემდე ინარჩუნებს. ირაკლი რამდენიმე ბიზნესის მფლობელია და ამ მიმართულებით მუდმივად ვითარდება.