"პატარა გულშემატკივრები" - მია გზირიშვილი და ნიცა თავაძე შვილების ფოტოებს აქვეყნებენ - Marao

"პატარა გულშემატკივრები" - მია გზირიშვილი და ნიცა თავაძე შვილების ფოტოებს აქვეყნებენ

2025-03-24 11:13:55+04:00

23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოსა და სომხეთის საფეხბურთო ნაკრებები მეორედ დაუპირიპისპირდნენ ერთმანეთს - საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით 6:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები აქამდე ერთმანეთს რვაჯერ შეხვდნენ. ოთხჯერ საქართველომ მოიგო, ორი მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო ორჯერ სომხებმა გაიმარჯვეს. ამ მატჩებში საქართველოს ნაკრებმა 17 გოლი გაიტანა და 8 მიიღო.

თამაშს, რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ:

ამჯერად სოციალურ ქსელშ ფოტოებს მია გზირიშვილი და ნიცა თავაძე აქვეყნებენ.

mia

nitsa

  • ბავშვობის მეგობრები - ნიცა თავაძე და მია გზირიშვილი დუბაიში მოგზაურობენ 

ნიცა თავაძე და ხვიჩა კვარაცხელია

ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი. გასული წლის 15 ოქტომბერს ხვიჩა იტალიიდან საქართველოში კვიპროსთან მატჩისთვის ჩამოვიდა, 16 ოქტომბერს კი მან და ნიცამ იქორწინეს. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ.

  • "კვარას პატარა გულშემატკივარი" - ნიცა თავაძე პატარა დამიანეს კადრებს გვიზიარებს 

მია გზირიშვილი და ზურიკო დავითაშვილი

კითხვაზე, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე, ზურიკო იხსენებდა: „რუბინში“ დავბრუნდი, ვიცოდი, რომ ერთი თვე ვრჩებოდი იქ და მერე სხვა გუნდში უნდა წავსულიყავი. მე და კვარა ერთ ოთახში ვიყავით. იმ პერიოდში მას უკვე ჰყავდა შეყვარებული. სულ ვუყურებდი, რომ ლაპარაკობდა და ჩვენ ისე აღარ ვკონტაქტობდით, როგორც ადრე, შეიძლება ითქვას, რომ ნიცამ „წამართვა“ კვარა. ნიცას ჰყავდა დაქალი მია. ფოტოები ვნახე და მომეწონა, მოვილაპარაკეთ, რომ უნდა გამეცნო. მაგრამ დაგეგმილად ხომ ვერაფერი მოხდებოდა. კვარას და ნიცას დახმარებით გავიცანი მია და პირველივე დღიდან ისე წავიდა ყველაფერი, რომ უკვე ეტყობოდა, როგორ განვითარდებოდა სიტუაცია. მია ბევრ რამეში დამეხმარა. ეგ პერიოდი მქონდა რთული“, – ამბობდა ზურიკო დავითაშვილი.

  • ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ოჯახური კადრები 

ზურიკოს და მიას პატარა დათი 2023 წლის ნოემბერში შეეძინათ. მამობა კი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ბევრი ცვლილების მომტანო აღმოჩნდა: 

"იმ დრო­ის­თვის, რო­დე­საც ბავ­შვი ჩნდე­ბო­და, არ ვი­ყა­ვი ოჯახ­თან ერ­თად. ვი­ყა­ვი შეკ­რე­ბა­ზე, ბი­ჭებ­თან ერ­თად. მე­უღ­ლე­მაც მი­თხრა, წა­დიო... მა­მო­ბა სა­ოც­რე­ბაა, ეს ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ ჩვე­ნი სპორ­ტი ასე­თია, პა­ტა­რა მსხვერ­პლის გა­ღე­ბაც გი­წევს. შე­მეძ­ლო, რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი კი­დეც, მაგ­რამ ზუს­ტა­დაც არ ვი­ცო­დით, რო­დის და­ი­ბა­დე­ბო­და. არა­ნა­ი­რი რთუ­ლი მო­მენ­ტი არ გვქო­ნია, რო­გორც გი­თხა­რით, მე­უღ­ლემ მირ­ჩია, რომ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. მად­ლო­ბა მას, თო­რემ მე შე­იძ­ლე­ბა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი..."