"ულამაზესი და მომაჯადოებელი" - სალომე ღვინიაშვილი მაროკოში მოგზაურობს - Marao

"ულამაზესი და მომაჯადოებელი" - სალომე ღვინიაშვილი მაროკოში მოგზაურობს

2025-03-24 11:43:53+04:00

სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მოდელი ხშირად აქვეყნეს ფოტოებსა თუ ვიდეოებს და გამომწერებს სიახლეებს უზიარებს. 

ამჯერად სალომე მოგზაურობიდან ახალ კადრებს აქვეყნებს:

salome

salome

salome

  • "მკაცრი დედაა, განსაკუთრებით უფროს შვილთან" - როგორი დედაა სალომე ღვინიაშვილი: ცნობილი მოდელის ცხოვრების დეტალები 

სალომე ღვინიაშვილი

სალომე ღვინიაშვილი 1984 წლის 18 მაისს, თბილისში დაიბადა. მომავალი მოდელი ბავშვობაში ბალერინობაზე ოცნებობდა და ცეკვის სტუდიაშიც დადიოდა, თუმცა მოგვიანებით წარმატებას სამოდელო ბიზნესში მიაღწია...

სალომეს დედა, ნინო გამყრელიძე, უცხო ენების სპეციალისტია. მამა - დათო ღვინიაშვილი, პროფესიით მხატვარი.

სამოდელო კარიერა 17 წლის ასაკში დაიწყო და ამ პერიოდში გაიცნო პირველი მეუღლე, ტატო აბულაძე, რომელთან ერთადაც მოდელმა 3 წელი იცხოვრა. მას და ტატოს საერთო ბიჭი, დათუნა აბულაძე ეყოლათ.

  • "მოგზაურობა საფარიში" - სალომე ღვინიაშვილი ულამაზეს კადრებს აქვეყნებს 

"მე და სალომე აბსოლუტურად არ ვგავართ ერთმანეთს. სალომე უფრო ყოჩაღია, ვიდრე მე. ოპტიმისტია, მიზანდასახული, ზუსტად იცის რა უნდა. ჩემგან თავშეკავების უნარი მიიღო მემკვიდრეობით. როცა საჭიროა თავშეკავებულია. არ არის კონფლიქტური. საოცრად ყურადღებიანი და კარგი შვილია, მართლა. ზედმეტი ფერება არ იცის, არც სალომემ და არც მე. ისე ვგრძნობ მის სიყვარულს... ჩემზე უფრო მკაცრი დედაა, მე უფრო რბილი ვიყავი შვილებთან. განსაკუთრებით უფროსთანაა მკაცრი - ვაჟთან..." - ამბობდა სალომეს დედა, ნინო გამყრელიძე ერთ-ერთ ინტერვიუში. 

  • ვიდეო: სალომე ღვინიაშვილისა და ზურა ხიზანიშვილის სახალისო კადრები 

დათუნა აბულაძე უკვე სრულწლოვანია და იშვიათად ჩნდება კამერების წინ. როგორც მოდელი ამბობს, ის და დათუნა ერთმანეთს კარგად უგებენ.

ზურა ხიზანიშვილი

სალომეს მეორე ქმარი ცნობილი ფეხბურთელი, ზურა ხიზანიშვილია. მოდელი 21 წლის იყო, როდესაც ზურა გაიცნო. წყვილს ორი შვილი, ნიტა და ტასუნა ჰყავს..

"ზურა მარ­თლა შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­მაა და ალ­ბათ, ბევ­რად უკე­თე­სი მშო­ბე­ლი, ვიდ­რე მე. გა­მო­რი­ცხუ­ლია, რა­ი­მე მი­ზე­ზით ყუ­რა­დღე­ბა მო­აკ­ლოს შვი­ლებს ან რა­ი­მე გა­მორ­ჩეს მათი ცხოვ­რე­ბი­დან. ბავ­შვებ­საც მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ მა­მას­თან.“ - ამ­ბობ­და ჟურ­ნალ Ok-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი. 

ხიზანიშვილმა თავისი კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო. მან საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე კლუბი გამოიცვალა და თავისი თამაშით წამყვანი ევროპული კლუბები დააინტერესა, თუმცა საბოლოოდ შედარებით მოკრძალებულ შოტლანდიურ კლუბ „დანდიში“ გადავიდა. იყო ინგლისური კლუბ „ბლექბერნ როვერსის“, „ნიუკასლ იუნაიტედსა“ და „რედინგის“ წევრი. თურქულ „ქაისერისფორში“ თამაშის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და კარიერა ჯერ თბილისის „დინამოში“ და შემდეგ „სამტრედიაში“ განაგრძო, საიდანაც ბაქოს „ინტერში“ გადაბარგდა, სადაც 2017 წელს დაასრულა აქტიური სპორტული კარიერა.