ვის ჰქონდა საუკეთესო შედეგი? საქართველოს წარმომადგენლები ევროვიზიაზე 2007-დან 2020-წლამდე - Marao

ვის ჰქონდა საუკეთესო შედეგი? საქართველოს წარმომადგენლები ევროვიზიაზე 2007-დან 2024-წლამდე

2025-03-24 13:33:09+04:00

2025 წლის ევროვიზია შვეიცარიაში გაიმართება. კონკურსში 37 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ცნობილია, რომ საქართველოს მარიამ შენგელია წარადგენს. 

მარიამ შენგელია  „საქართველოს ვარსკვლავის“ და „ვოისის“ მონაწილეა. მომღერალი 2020 წელს ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის ბექვოკალისტი იყო, თუმცა კონკურსი კოვიდპანდემიის გამო გაუქმდა.

სიმღერა Freedom (თავისუფლება) ქეთი გაბისიანმა დაწერა, ხოლო ტექსტი ბუკა კარტოზიას ეკუთვნის. მუსიკალური კლიპი კახა ბუხრაშვილმა გადაიღო, კოსტუმის დიზაინზე იზა ნადარეიშვილმა, კლიპის მხატვრობაზე კი შაკო პოპიაშვილმა და ნინო წულაიამ იმუშავეს. 

საკონკურსო შერჩევის პროცესის შემდეგ, ბაზელი, შვეიცარიის მესამე ყველაზე დასახლებული ქალაქი, ევროვიზიის მასპინძლად აირჩიეს , კონკურსი ჩატარდა St. Jakobshalle დახურულ არენაზე.

  • "როგორც იქნა, საქართველომ გაიღვიძა" - ვინ წარადგენს საქართველოს ევროვიზია 2025-ზე და რას წერენ კომენტარებში 

mariam

  • "დავასწრებ ოფიციალურ ინფორმაციას" - ვინ წარადგენს საქართველოს "ევროვიზიაზე" თათია კობალაძის ინფორმაციით 

ვინ მიიღებს მონაწილეობას?

ევროვიზიაში 2025 წელს 37 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

როგორც ცნბოილია, მონტენეგრო ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდება, მოლდოვა კი ფინანსური მიზეზების გამო კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს. 

რატომ ვერ ვიხილავთ სელენ დიონს წლევანდელ ევროვიზიაზე? 

გასული წლის გამარჯვებული შვეიცარია და სხვა "დიდი ხუთეული" ქვეყნები (გაერთიანებული სამეფო, იტალია, ესპანეთი, გერმანია და საფრანგეთი) ავტომატურ იქნებიან ფინალში. 

სამშაბათს, 13 მაისს, პირველ ნახევარფინალში 15 ქვეყანა მონაწილეობს. ესენია: ესტონეთი, ისლანდია, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვენია, შვედეთი, უკრაინა, ალბანეთი, აზერბაიჯანი, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ნიდერლანდები, ნორვეგია და სან მარინო.

  • ორი შვილი, ხმაურიანი კარიერა და ბედნიერი ოჯახი: როგორია სოფო ხალვაშის გზა სიმღერიდან პოლიტიკამდე 

ხუთშაბათს, 15 მაისს, მეორე ნახევარფინალში მონაწილეობს 16 მონაწილე: სომხეთი, ავსტრალია, ავსტრია, საბერძნეთი, ირლანდია, ლატვია, ლიტვა, მონტენეგრო, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საქართველო, ისრაელი, ლუქსემბურგი, მალტა და სერბეთი.

ევროვიზიის ფანების რეიტინგის აპლიკაციაში მარიამ შენგელიას სიმღერით "თავისუფლება" საქართველო ამ ეტაპზე ბოლო ადგილს იკავებს.

საქართველო ევროვიზიაზე

sofo

საქართველოს დებიუტი ევროვიზიაზე 2007 წლის შედგა. პირველი წარმომადგენელი იყო სოფო ხალვაში სიმღერით „Visionary Dream“. სოფომ მე-12 ადგილით დაასრულა გამოსვლა. 

2008 წელს დიანა ღურწკაიამ სიმღერით Peace Will Come წარადგინა საქართველო და მე-11 ადგილზე გავიდა. 

2009 წელი - სტეფანე და 3G - 2009 წელს საქართველოს სახელით უნდა წასულიყო ჯგუფი სტეფანე და 3G, მაგრამ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით მათ სიმღერის შეცვლა მოსთხოვეს. ჯგუფმა ამაზე უარი თქვა და 2009 წელს საქართველოს მონაწილეობა კონკურსში არ მიუღია. 

უმაღლესი შედეგი ქვეყანას სოფო ნიჟარაძემ და ჯგუფმა „eldrine“-მა მოუტანეს 2010 და 2011 წლებში სიმღერებით „Sine“ და „One More Day“.

ანრი ჯოხაძე - 2012 წელი - ანრიმ საქართველო სიმღერით I'm a Joker წარადგინა, თუმცა ფინალში გასვლა ვერ მოახერხა, 36 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა. 

სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი - 2013 წელი - სოფომ და ნოდიკომ კონკურსზე სიმღერა Waterfall შეასრულეს და მე-15 ადგილი დაიკავეს. 

nodiko

The Shin და მარიკო ებრალიძე - 2014 წელი 

ქართული ჯაზ და ფიუჟენ ჯგუფი. ჩამოყალიბდა გერმანიაში, 1998 წელს. მასში შედიან: ზაზა მიმინოშვილი (გიტარები, ფანდური), ზურაბ გაგნიძე (ბას-გიტარა, ვოკალი) და მამუკა ღაღანიძე (ვოკალი, პერკუსია). მათ კონკურსზე სიმღერა Three Minutes to Earth შეასრულეს, თუმცა ფინალში ვერ მოხვდნენ.

ნინა სუბლატი - 2015 წელი

2015 წელს ნინა სუბლატი საქართველოს სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გამოვიდა სიმღერით „Warrior“, სადაც ორი ნახევარფინალი გადალახა და ფინალში მოხვდა. მან მე-11 ადგილი დაიკავა. 

Nika Kocharov & Young Georgian Lolitaz - 2016

 ეს იყო მამაკაცების პირველი ჯგუფი, რომელმაც წარადგინა საქართველო ევროვიზიის კონკურსზე. შეასრულეს სიმღერა „Midnight Gold“ და მე-20 ადგილზე გავიდნენ.

თამარ გაჩეჩილაძე - 2017 წელი

 2017 წელს მოიპოვა უფლება წარედგინა საქართველო ევროვიზიაზე სიმღერით „Keep the Faith“, მაგრამ ვერ გადავიდა ფინალში.

ირიაო - 2018 წელი

ჯგუფმა საქართველო 2018 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში წარადგინა. სიმღერით "შენი გულისთვის" მათ ფინალში გადასვლა ვერ შეძლეს. 

ოთო ნემსაძე - 2019 წელი

 2017 წელს ბენდ „ლიმბოსთან“ ერთად წარსდგა ევროვიზიაზე და დაიკავა მე-10 ადგილი, - შეასრულეს სიმღერა „Dear God“.

თორნიკე ყიფიანი - 2020 წელი

ყიფიანს საქართველო 2020 წლის ევროვიზიაზე უნდა წარედგინა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო კონკურსი ერთი წლით გადაიდო.

თორნიკე ყიფიანი - 2021 წელი

საქართველოს ევროვიზიაზე თორნიკე ყიფიანი წარადგენდა, საკუთარი სიმღერით You. თორნიკემ მეორე ნახევარფინალში 16 ქულა მიიღო და ბოლოდან მეორე პოზიცია, მე-16 ადგილი დაიკავა.

Circus Mircus - 2022 წელი

ჯგუფმა Circus Mircus-მა საქართველო 2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, სიმღერით Lock Me In წარადგინა, თუმცა ფინალში ვერ მოხვდა. 

ირუ ხეჩანოვი - 2023 წელი

ირუ ხეჩანოვმა სიმ­ღე­რა Echo შე­ას­რუ­ლა. ის ფინალში ვერ მოხვდა. 

ნუცა ბუზალაძე - 2024 წელი 

ნუცა ბუზალაძემ საქართველო სიმღერით Firefighter წარადგინა და 21-ე ადგილი დაიკავა.