10 ქართველი ქალი: TOP 10 ყველაზე გამორჩეული საქორწილო კაბა - Marao

10 ქართველი ქალი: TOP 10 ყველაზე გამორჩეული საქორწილო კაბა

2025-03-24 15:43:30+04:00

ქორწილში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა პატარძლის კაბა. ეს განსაკუთრებულად დიდ ინტერესს იწვევს მაშნ, როცა საქმე ცნობილ ადამიანებთან გვაქვს. ამ სტატიაში სწორედ, ყველაზე ცნობილ საქორწინო კაბებს წარმოგიდგენთ:

სალომე შარვაძე

salome

მსა­ხი­ობ­მა სა­ლო­მე შარ­ვა­ძემ და იუ­რის­ტმა მა­მუ­კა არ­ვე­ლა­ძემ ოჯა­ხი 2007 წელს იქორწინეს.  ჯვა­რი სა­მე­ბის ტა­ძარ­ში დაიწერეს. ქორწილს 300-მდე სტუმარი ესწრებოდა. 

დიდი მოწონება დაიმსახურა პატარძლის კაბამ - სალომეს საქორწილო კაბის დიზაინი ავთანდილს ეკუთვნოდა. 

ანუკი არეშიძე

anuki

დიზაინერმა ქორწილში სამი განსხვავებული კაბა მოირგო. კაბები ცხადია, თავად ანუკის დიზაინით იყო შექმნილი.ქორწილში ქალური სტილის, სადა კაბები მოირგო. განსაკუთრებული ჯვრისწერის კაბამ დაიმსახურა, რომელსაც უკან ულამაზესი ბანტი ამშვენებდა. 

მანიკა ასათიანი

manika

მანიკა უკვე 13 წელია კალათბურთელ ბექა წივწივაძეზეა დაქორწინებული და როგორც ჩანს, მათი შვილი, 10 წლის გიორგიც, მამის კვალს მიჰყვება. 

რუსკა მაყაშვილი

ruska

ტელესახე რუსკა მაყაშვილი ეკრანებზე ხშირად ჩანს და საზოგადოების დიდ სიყვარულსაც იმსახურებს. ის სოციალურ ქსელშიც აქტიურია და საკუთარ ყოველდღიურობას გულშემატკივრებს უზიარებს. მიუხედავად ამისა, რუსკას მეუღლეს, სანდრო ნიჟარაძეს, საჯარო გამოსვლა არ უყვარს და წყვილი ერთად იშვიათად ჩნდება.

თაკო ნაცვლიშვილი

tako

ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი, თაკო ნაც­ვლიშ­ვი­ლი თა­ვის რჩე­ულ ოთო ხუ­რო­ძე­ზე და­ქორ­წინ­და. წყვილ­მა ქორ­წი­ლი იტა­ლი­ა­ში გა­და­ი­ხა­და. პატარძალს მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რის, Vera Wang-ის კაბა ეცვა,  წყვილ­მა ჯვა­რი San Salvatore ai Monti-ში, ქარ­თულ ტა­ძარ­ში და­ი­წე­რა.

  • ქალები საქართველოდან და ქალები მსოფლიოდან: როგორ იცვამენ 70 წელს გადაცილებული ქალები 

ნანუკა გუდავაძე

nanuka

  • "დახვეწილი და გემოვნებიანი" - ლელა მებურიშვილის თვალისმომჭრელი ფოტოსესია 

ნანუკა გუდავაძეს ჯვრისწერაზე ქართული ბრენდის "სამოსელი პირველის" თეთრი კაბა ეცვა. ქორწილის წვეულებაზე კი "Ralph&Russo-ს ცისფერი კაბით გამოჩნდა, რომელმაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა.

მაკა ზამბახიძე

maka

  • უცხოეთში მიღებული განათლება, საკუთარი ბრენი და გამორჩეული სტილი - ანუკი არეშიძე 

მომღერალი მაკა ზამბახიძე და მიხეილ ჩოხელი 2020 წლის თებერვალში დაქორწინდნენ. მომღერალს დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის მიერ შექმნილი ულამაზესი კაბა ეცვა.

ჯანეტ ქერდიყოშვილი

janet

 ჯანეტ ქერდიყოშვილმა და ნოე სულაბერიძემ 2019 წელს იქორწინეს. პატარძლის ჩაცმულობაზე Dalood-მა და Elosh-მა იზრუნეს. ჯანეტის კაბა თამარ მეფის სამოსის ინსპირაციით იყო შექმნილი.

მარიტა ჯანაშია

marita

მომღერალ თემო საჯაიასა და მოდელ მარიტა ჯანაშიას ოჯახური ცხოვრება ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. გამომდინარე იქიდან, რომ წყვილის სიყვარული ეკრანზე დაიწყო და მაყურებელი ორივეს მანამდეც იცნობდა, მათ ურთიერთობას განსაკუთრებულად გულშემატკივრობდნენ და ასეა დღემდე.

მარიამ მათიაშვილი

mariam

მისი მეუღლე დავით თოფურიაა. ქორწილი ულამაზეს გარემოში, კაჭრეთის "ამბასადორში" შედგა. რადგან მარიამმა დედის გზა გააგრძელა და თავადაც "სუხიშვილების" მოცეკვავეა, ქორწილი სავსე იყო ქართული ცეკვით, მუსიკითა და გართობით. პატარძალს ქართველი დიზაინერის, დათუნა სულიკაშვილის კაბა ეცვა.