ახალგაზრდა პოპულარული წყვილის სიყვარულის ამბავი: ლუკა ჭანიშვილისა და ელენე ნაჭყებიას ცხოვრება ეკრანს მიღმა - Marao

ახალგაზრდა პოპულარული წყვილის სიყვარულის ამბავი: ლუკა ჭანიშვილისა და ელენე ნაჭყებიას ცხოვრება ეკრანს მიღმა

2025-03-24 15:45:56+04:00

ულამაზეს ახალგაზრდა წყვილს, ელენე ნაჭყებიასა და ლუკა ჭანიშვილს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ლუკამ საკუთარი ვიდეოების გაზიარება რამდენიმე წლის წინ დაიწყო და განსაკუთრებული ხმის ტემბრით მალევე დაიმსახურა აუდიტორიის სიყვარული. მისი მეუღლე, ელენე, მოცეკვავეა და განსაკუთრებული გარეგნობის მქონე ამ მშვენიერი გოგონას კადრებსაც ინსტაგრამსა და ტიკტოკზე ხშირად შეხვდებით.

  • ულამაზესი წყვილი, რომელთა ქორწილის ვიდეომაც სოციალური ქსელი აალაპარაკა - "სუხიშვილების" მოცეკვავეების ოჯახი და სიყვარულის ისტორია

ლუკამ და ელენემ სულ ცოტა ხნის წინ იქორწინეს. რა თქმა უნდა, ქორწილის კადრები, განსაკუთრებით კი ცეკვის მონაკვეთი ვირუსულად გავრცელდა და წყვილმა უამრავი დადებითი შეფასება მიიღო.

მათი სიყვარულის ისტორიისა და კამერებს მიღმა ცხოვრების შესახებ ინტერვიუდან გაიგებთ: 

chanishvili

ლუკა ჭანიშვილი

- ფაქ­ტობ­რი­ვად სა­უ­ბა­რი და სიმ­ღე­რა ერ­თდრო­უ­ლად და­ვი­წყე. სამი-ოთხი წლის ასაკ­ში უკვე ხალ­ხურ სიმ­ღე­რებს - "ჩაკ­რუ­ლოს", "შენ ბიჭო ანა­გუ­რე­ლოს" ვმღე­რო­დი, ამავდრო­უ­ლად სცე­ნა­ზე ქარ­თულ ცეკ­ვებს ვცეკ­ვავ­დი. ასე რომ ხე­ლოვ­ნე­ბას­თან საკ­მა­ოდ ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან მქონ­და შე­ხე­ბა და დღემ­დე ასე მოვ­დი­ვარ.

- ხე­ლო­ვა­ნე­ბის ულა­მა­ზე­სი წყვი­ლი ხართ... გვი­ამ­ბეთ სად გა­ი­ცა­ნით თქვე­ნი უმ­შვე­ნი­ე­რე­სი მე­უღ­ლე ელე­ნე ნა­ჭყე­ბია...

- ალ­ბათ სიყ­ვა­რულ­მა გვი­პო­ვა ჩვენ, შე­მიძ­ლია ასე ვთქვა... ზა­ფხულ­ში, "თა­კა­რას" სცე­ნა­ზე სხვა­დას­ხვა ან­სამ­ბლებს ღია ცის ქვეშ კონ­ცერ­ტი გვქონ­და. სა­ნამ კონ­ცერ­ტი და­ი­წყე­ბო­და, გე­ნე­რა­ლურ რე­პე­ტი­ცი­ას გავ­დი­ო­დით. ელე­ნე შე­და­რე­ბით ადრე მო­ვი­და და უცებ მა­ყუ­რებ­ლის ამ­პლუ­ა­ში მყო­ფი ელე­ნეს­კენ თვა­ლი მო­მიხ­ვდა. მარ­თლაც იმ­დე­ნად მო­მა­ჯა­დო­ებ­ლად ლა­მა­ზი იყო, სულ და­მა­ვი­წყდა რე­პე­ტი­ცია და ყვე­ლა­ფე­რი. ელე­ნე თა­ვის ცეკ­ვის პე­და­გოგ­თან იყო მო­სუ­ლი, რო­მელ­საც მეც ვიც­ნობ­დი. კონ­ცერ­ტის შემ­დეგ სა­ერ­თო ახ­ლო­ბელ­მა მე და ელე­ნეს ერ­თმა­ნე­თი გაგ­ვაც­ნო, მაგ­რამ წა­მი­ე­რი შეხ­ვედ­რა იყო, მხო­ლოდ სა­ხე­ლე­ბი გავცვა­ლეთ. და­ახ­ლო­ე­ბით ექ­ვსი თვის შემ­დეგ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე მივ­დი­ო­დი და კა­რე­ბი რომ შე­ვა­ღე, რას ვხე­დავ, ელე­ნე ჩვენს ან­სამ­ბლშია... უცებ გა­მი­ელ­ვა თავ­ში, რომ ეს ის გო­გოა, ზა­ფხულ­ში რომ გა­ვი­ცა­ნი- მეთ­ქი. ჩემს თავს ვუ­თხა­რი, ნუთუ ეს ბედი არ არის-თქო...

  • კადრები ულამაზესი მოდელის, მარიამ გველესიანისა და ფეხბურთელი გიორგი პაპავას შთამბეჭდავი ქორწილიდან

ყვე­ლა­ნა­ი­რი ძალ-ღონე მო­ვიკ­რი­ბე, ვის­თა­ნაც კი ელე­ნე ერთხელ მა­ინც იყო და­ლა­პა­რა­კე­ბუ­ლი, ყვე­ლას ვუ­თხა­რი, ისე მო­ა­ხერ­ხეთ, ერ­თად წას­ვლა მოგ­ვი­წი­ოს-თქო... ასე ჩავხლარ­თე სი­ტუ­ა­ცია, ასე და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი..

- თქვე­ნი ქორ­წი­ლის კად­რებს ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა...

- გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, ჩვენს ქორ­წილ­ზე ასეთ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას არ ვე­ლო­დით. ხალ­ხი გვე­უბ­ნე­ბო­და ასეთ ქორ­წილ­ში არა­თუ ნამ­ყო­ფი არ ვართ, არც კი გვი­ნა­ხავ­სო. ეს ქორ­წი­ლი კი არა, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის კონ­ცერ­ტი იყოო... ყვე­ლა სტუ­მა­რი იმ­დე­ნად აღ­ტა­ცე­ბუ­ლი იყო, სა­ო­ცა­რი სი­ტყვე­ბით აღ­წერ­დნენ, რა­მაც ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ძა­ლი­ან დიდი და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი იყო. ცალ­კე თე­მაა, რა აჟი­ო­ტა­ჟი მოყ­ვა კად­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. ძა­ლი­ან ბევ­რი სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე კო­მენ­ტა­რე­ბი იყო, რაც ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს. მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თი­თო­ე­ულ მათ­განს.

სრულად