"მისით ყოველდღე ვამაყობ. ვფიქრობ, ის უბრალოდ ჯადოსნური ადამიანია" - ცნობილი მსახიობი შვილის დაავადებაზე - Marao

"მისით ყოველდღე ვამაყობ. ვფიქრობ, ის უბრალოდ ჯადოსნური ადამიანია" - ცნობილი მსახიობი შვილის დაავადებაზე

2025-03-24 17:45:17+04:00

ირლანდიელმა მსახიობმა, კოლინ ფარელმა სახელი ჰოლივუდის ფილმებში მონაწილეობით გაითქვა.  „ალექსანდრე“, „ტელეფონის ჯიხური“, „განსაკუთრებული აზრი“, „ახალბედა“ - ეს კოლინის ფილმოგრაფიის მცირე ჩამონათვალია. 

კოლინ ფარელი 1976 წლის 31 მაისს, დუბლინში, პროფესიონალი ფეხბურთელის ოჯახში დაიბადა.

  • გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, რომ ცნობილი ქირურგი სინამდვილეში ქალი იყო: ჯემზ ბარის საიდუმლო 

ახალგაზრდობაში ფარელი საკმაოდ რთული ხასიათით გამოირჩეოდა - სწავლის მაგივრად მეგობრებთან ხეტიალს ამჯობინებდა, ეწეოდა მარიჰუანას და ქურდობდა კიდეც. 17 წლის ასაკში ის სკოლიდან გააგდეს მასწავლებელთან ჩხუბის გამო, რომელმაც გაკვეთილზე მძინარე კოლინი შენიშნა და კლასის დატოვება მოსთხოვა, მომავალმა მობოდიშების მაგივრად, მასწავლებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ ინციდენტის შემდეგ კოლინი ერთი წლით მეგობრებთან ერთად ავსტრალიაში გაემგზავრა. 

  • ვინ არის საქართველოს პირველი ლედი? - მეორე ქორწინება, ოთხი შვილი და ცნობილი და: თამარ ბაგრატიონის პორტრეტი 

კოლინ ფარელის შვილი

კოლინ ფარელის შვილს, ჯეიმსს, ანგელმანის სინდრომი აქვს. მსახიობმა საკუთარი საქველმოქმედო ფონდი ამ დაავადების მქონე ადამიანებს დაუთმო და მკურნალობასა და სხვა საჭირო პროცედურებში ეხმარება.

ან­გელ­მა­ნის სინ­დრო­მი იშ­ვი­ა­თი ნე­ი­რო-გე­ნე­ტი­კუ­რი დარ­ღვე­ვაა, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე მოქ­მე­დებს და მძი­მე ფი­ზი­კურ და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ შე­ზღუ­დუ­ლო­ბას იწ­ვევს.

  • ნიჭიერი ათლეტიდან ჰოლივუდის ვარსკვლავობამდე - რიჩარდ გირის ცხოვრების უცნობი დეტალები 

"ამ თემაზე პირველად ვსაუბრობ. ჯეიმსს ვერ ვკითხავ, სურს თუ არა ამის გაკეთება. მე მას ისე ვესაუბრები, თითქოს ის 20 წლისაა, სრულყოფილად ფლობს ინგლისურს და მისი ასაკისათვის შესაბამის სხვა შემეცნებით უნარებს. მაგრამ, ვიცი, რომ მისგან პასუხებს ვერაფერზე მივიღებ.

  • TOP 10 ქართველი ბალერინა: ყველა დროის გამორჩეული სახეები 

colin

"მისით ყოველდღე ვამაყობ. ვფიქრობ, ის უბრალოდ ჯადოსნური ადამიანია.

დი­აგ­ნო­ზის გა­გე­ბის მო­მენ­ტის გახ­სე­ნე­ბი­სას ფა­რელ­მა თქვა: "მახ­სოვს პირ­ვე­ლი ორი კი­თხვა, რომ­ლე­ბიც დავ­სვი, იყო, "რამ­დე­ნია სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა და რამ­დე­ნად მტკივ­ნე­უ­ლია? ექიმ­მა თქვა, "სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა, რამ­დე­ნა­დაც ვი­ცით, ისე­თი­ვეა, რო­გორც თქვენ­თვის და ჩემ­თვის, ხოლო ტკი­ვი­ლი არ არის." - ამბობს კოლინ ფარელი.

colin

  • უცნაური, არაორდინარული და ელეგანტური - ფოტოები წლის პირველი გრანდიოზული ვარსკვლავური დაჯილდოების ცერემონიიდან 

ანგელმანის სინდრომით დაავადებულებს ახასიათებთ ხშირი სიცილი და უჩვეულოდ მხიარული, აქტიური ბუნება. უკონტროლო სიცილის გამო აღნიშნულ დაავადებას "ბედნიერი თოჯინების სინდრომს" უწოდებენ. სახელწოდება იმ პედიატრის პატივსაცემად შეერქვა, რომელმაც სინდრომი პირველმა გამოიკვლია.