2021 წელს, 50 წლის ასაკში, ნაომი კემპბელი პირველი შვილის დედა გახდა. ბავშვის მამის ვინაობა უცნობია, მედია იმასაც წერდა, რომ გოგონა ნაომის ბიოლოგიური შვილი არ იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას გოგონა სუროგატი დედის დახმარებით შეეძინა. 2023 წელს მოდელი მეორე შვილის დედა გახდა.
”როგორი დიდი პატივია, ეს ღვთის საჩუქარია, არასდროსაა გვიანი გახდე დედა, თავს კურთხეულად ვგრძნობ, ახლა ხომ უკვე ბიჭიც მყავს.
“გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი, რომ მშობელი გავხდებოდი, ეს უდიდესი ბედნიერებაა, შეგრძნება, რომელიც აუცილებლად უნდა გამომეცადა” - წერდა მაშინ ნაომი სოციალურ ქსელში.
ნაომი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს შვილებთან გადაღებულ ფოტოებს, თუმცა მათ სახეს არასდროს აჩენს:
"ის ცხოველი არ არის, რომ ყველას ვაჩვენო. გადავწყვიტე, გარკვეულ ასაკამდე დამემალა, რომ უცხო ადამიანების ზედმეტი ყურადღებისაგან დამეცვა. ეს იყო რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება." - განმარტა კემპბელმა ინტერვიუში.


ნაომი კემპბელი
ნაომი ელეინ კემპბელი 1970 წლის 22 მაისს სთრითემში, ლონდონში დაიბადა. დედამისი, ვალერი კემპბელი იამაიკური წარმოშობის ყოფილი ბალერინაა. ნაომის მამა არასდროს უნახავს. მოდელი ხშირად აღნიშნავდა, რომ მისი ამბიციების ყველაზე დიდი მხარდამჭერი სწორედ დედა იყო.
ვალერი კემპბელი საცეკვაო ტურნეთი ევროპის გარშემო ხშირად მოგზაურობდა, ამიტომ პატარა ნაომის ძიძა ზრდიდა. 1978 წელს, 7 წლის ასაკში ბობ მარლიმ მუსიკალურ კლიპში Is This Love გადაიღო. 1982 წელს კი მეორე კლიპი გამოვიდა მისი მონაწილეობით.
მოდი სამყაროში 15 წლის ასაკში გამოჩნდა - 1986 წელს, ლონდონში შოპინგისას, ნაომი ცნობილმა აფრო-ამერიკელმა აგენტმა, ბეთან ჰარდისონმა შენიშნა. ერთ წელიწადში ნაომიმ სამოდელო სააგენტო Elite Model Management- თან კონტრაქტი გააფორმა.
16 წლის ასაკში ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც ლეგენდარულმა ფოტოგრაფმა სტივენ მეისელმა ამერიკული ვოგისთვის გადაიღო. ამის შემდეგ, ბრიტანული ვოგის გარეკანი დაამშვენა, 1966 წლის შემდეგ ის პირველი შავკანიანი იყო, ვინც ეს შეძლო.
მოდელი ხშირად ამბობდა, რომ კანის ფერის პრობლემის გამო დიზაინერებთან და ფოტოგრაფებთან პრობლემები შეჰქმნია. მსგავსი ფაქტების შემდეგ, მას მხარი მისმა მეგობრებმა კრისტი ტორლინგტონმა და ლინდა ევანგელისტამ დაუჭირეს.