"პირ­ვე­ლად კინო იქ ვნა­ხე, მთა­ში. კა­ლო­ზე გა­შა­ლეს... თეთ­რი ზე­წა­რი ჩა­მო­კი­დეს და ელო­დე­ბოდ­ნენ და­ღა­მე­ბას" - თემურ ბაბლუანი - Marao

"პირ­ვე­ლად კინო იქ ვნა­ხე, მთა­ში. კა­ლო­ზე გა­შა­ლეს... თეთ­რი ზე­წა­რი ჩა­მო­კი­დეს და ელო­დე­ბოდ­ნენ და­ღა­მე­ბას" - თემურ ბაბლუანი

2025-03-25 16:10:10+04:00

როცა საქართველოში ცნობილ კინომატოგრაფისტთა ოჯახზე ვსაუბრიბთ, ალბათ, პირველ რიგში, ბაბლუანები გვახსენდება. ოჯახის ისტორია სვანეთში იწყება - ბაბლუანები სოფელ ჩოლურში ცხოვრობენ. სწორედ აქ დაიბადა ქართველი რეჟისორი თემურ ბაბლუანი. 

თემურ ბაბლუანი

temur

თემურ ბაბლუანი სულ რაღაც 17 წლის იყო, როცა "ღიმილის ბიჭებში" მალხაზის როლი შეასრულა - მაშინ მომავალი რეჟისორი სულ რაღაც 17 წლის იყო. კინოში შესრულებული რამდენიმე როლის შემდეგ ეკრანს მიღმა გადაინაცვლა...

ბაბლუანმა თავისივე სცენარით გადაიღო შემდეგი ფილმები: "მოტაცება"; "ბეღურების გადაფრენა"; "ძმა" და "უძინართა მზე". 

"სვა­ნეთ­ში, ლენ­ტე­ხის რა­ი­ონ­ში და­ვი­ბა­დე. პირ­ვე­ლად კინო იქ ვნა­ხე, მთა­ში. კა­ლო­ზე გა­შა­ლეს... თეთ­რი ზე­წა­რი ჩა­მო­კი­დეს და ელო­დე­ბოდ­ნენ და­ღა­მე­ბას. ახ­ლაც მახ­სოვს, ეკ­რან­ზე ქა­ლა­ქუ­რი სახ­ლე­ბი მო­ჩან­და, რა­ზეც წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, მერე გა­მოჩ­ნდა ქალი, რო­მე­ლიც ძაღლს ეფე­რე­ბო­და. ჩემ­თვის ამის ნახ­ვა სას­წა­უ­ლი იყო.

მოხ­და ისე, რომ რეზო ჩხე­ი­ძემ გა­და­მი­ღო­ "ღი­მი­ლის ბი­ჭებ­ში". მა­შინ 17 წლის ვი­ყა­ვი. იქ ვის­წავ­ლე ყვე­ლა­ფე­რი, თვალს ვა­დევ­ნებ­დი, რო­გორ იღებ­და ფილ­მს რეზო ჩხე­ი­ძე... ამის შემ­დეგ ჯერ იუ­რი­დი­ულ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, მერე თავი და­ვა­ნე­ბე, შემ­დეგ კი­დევ ორ ინ­სტი­ტუ­ტში ვსწავ­ლობ­დი და ისიც მი­ვა­ტო­ვე - ინ­ტე­რესს ვკარ­გავ­დი.

  • ორი ქორწინება, ცნობილი ოჯახი და კარიერა - ოლგა ბაბლუანის პორტრეტი 

ერთ დღეს ჩემ­მა დამ მი­თხრა, თე­ატ­რა­ლურ­ში სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი გახ­სნეს და იქ­ნებ ჩა­ა­ბა­როო... მა­ინ­ცდა­მა­ინც არ და­მიჯ­და ჭკუ­ა­ში, მაგ­რამ გა­მოც­და­ზე მა­ინც გა­ვე­დი და ჩა­ვა­ბა­რე. სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში გა­და­ვი­ღეთ სა­კურ­სო,­ მთა­ვა­რი პრი­ზი და­ვიმ­სა­ხუ­რე. მერე მოს­კოვ­შიც მომ­ცეს მთა­ვა­რი პრი­ზი. თე­ატ­რა­ლურ­ში გა­ვი­ცა­ნი ჩემი მე­უღ­ლე და ამის შემ­დეგ არ­სად წას­ვლა არ მინ­დო­და. და­ვამ­თავ­რე სა­რე­ჟი­სო­რო და ახ­ლაც ამ საქ­მეს ვე­წე­ვი."

  • თემურ ბაბლუანის შვილიშვილის გასაოცარი წარმატებები: ვინ არის 20 წლის მოდელი, ნასტასია ლეგრანი 

ბაბლუანი ავტორია რომანისა „მზე, მთვარე და პურის ყანა: მანუშაკა მელოდება“ - რომელმაც წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტისთვის ლიტერატურული პრემია "საბა" მოიპოვა. 

გელა ბაბლუანი

gela

  • "ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თის გო­გო­ნე­ბი არი­ან. ორი­ვე მგავს, პა­ტა­რა უფრო უკონ­ტრო­ლოა..." - ოლგა ბაბლუანი პირადი ცხოვრებისა და შვილების, ლიკა ბაბლუანისა და ნას­ტა­სია ლეგ­რანის შესახებ 

გელა ბაბლუანი 1979 წელს დაიბადა.  ჩვიდმეტი წლის ასაკში ძმებთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრა სასწავლებლად. მისმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა "A Fleur de Peau" (2002) კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა.

პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი "13 ცამეტი" ჟიურის დიდი პრიზის ლაურეატი გახდა სანდენსის კინოფესტივალზე.

გიორგი ბაბლუანი

giorgi

გიორგი ბაბლუანების ცნობილი ოჯახის კიდევ ერთი ნიჭიერი წარმომადგენელია. იგი საფრანგეთში მოღვაწეობს და ევროპელი რეჟისორების ფილმებში მონაწილეობს. 

გიორგი ბაბლუანი ქართულმა და ევროპულმა კინომ ქართველი მსახიობი გიორგი ბაბლუანი გახმაურებული ფილმიდან "13" გაიცნო.

ოლგა ბაბლუანი

olga

ოლგა თემურ ბაბლუანის უფროსი შვილია. 

მსახიობი და ჟურნალისტი დიდ დროს ატარებს თბილისში, ამბობს, რომ მისთვის თბილისი სახლია.

10 წლის იყო, როდესაც დიდუბეში, ნამდვილ საბჭოთა ინდუსტრიულ დასახლებაში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა სრულიად ანტისაბჭოთა მოქალაქის, კინორეჟისორის ოჯახში გაიზარდა, სადაც მეგობრობას და სიყვარულს პირველი ადგილი ეკავა. გაიზარდა წიგნებს, კინოსა და წარმოსახვით პერსონაჟებს შორის...