ია ფარულავას დედა 60-იანი წლების ულამაზესი მოდელი და მოცეკვავე დონარა იმედაძე იყო. მსახიობს ხშირად ამსგავსებენ დედას.
ია დედის შესახებ იშვიათად საუბრობს, თუმცა ყოველთვის სიყვარულით იხსენებს.
დონარა იმედაძე
"დედა ძალიან ლამაზი ქალი იყო - მოდელი და მოცეკვავე. დედასაც ვგავარ და მამასაც. როდესაც მოსკოვში მოდის ჩვენება გაიმართა, ამ ჩვენებაში მონაწილეობას დედაჩემიც იღებდა.
ტოქსიკური დედა იყო - თვითონ ვერ განახორციელა თავისი დიდი ოცნებები, არაჩვეულებრივად მღეროდა. ეგზოტიკური გარეგნობა ჰქონდა. თავისი თავის რეალიზება ვერ შეძლო და ამიტომ ცოტა ტოქსიკური იყო. თავისი მიზნები შვილებს გადასცა - და ჩვენც ისეთები გავხდით, როგორიც მას სურდა.

ჩემი პირველი მეუღლე, რამაზ ჩანტლაძე, სიმპათიურ ბიჭად ითვლებოდა - აკადემიაში არქიტექტურულზე სწავლობდა. ამ პერიოდში დაძაბული ურთიერთობა მქონდა - მსახიობობას მიკრძალავდა და 6 თვის შემდეგ მისგან წამოვედი. თუმცა 4-5 წელი არ მშორდებოდა.
ფარაჯანოვი ჩემი მშობლების მეგობარი იყო - მახსოვს, ერთხელ დედამ მასთან სტუმრად წაგვიყვანა. საღეჭ რეზინს ვღეჭავდი და ფარაჯანოვმა ბინიდან გამომაგდო" - ამბობდა ია.
როგორც მსახიობი ამბობს, დედასთან ერთად სიონის საკათედრო ტაძრის მრევლიც იყო.

„იცით, ღმერთის ძალა პირველად მუცლადყოფნისას ვიგრძენი. დედ-მამას ორი შვილი ჰყავდა და არ უნდოდათ მესამე. ამიტომ ჩემზე რომ იყო ორსულად, აბორტის გაკეთებას აპირებდა. დაესიზმრა პატარა გოგო, რომელმაც უთხრა, გამაჩინე, მე შენ ხელს არ შეგიშლიო… აბორტის გასაკეთებლად მისული დედა კლინიკიდან გამოიპარა“, – აღნიშნა იამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
ია ფარულავა
ია ფარულავა დაიბადა 1967 წლის 5 თებერვალს თბილისში, სკულპტორისა და მხატვრის, ოთარ ფარულავას ოჯახში. მისი სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც რეჟისორ ნანა ხატისკაცის ფილმში „ძნელი დასაწყისი“ (1981) ობოლი გოგონას, თიკოს როლი შეასრულა.
მამამისი, ოთარ ფარულავა, ცნობილი ქართველი მხატვარი და მოქანდაკე იყო. მისი პირველი მეუღლე ოპერის მომღერალი მედეა ამირანაშვილი გახლდათ, რის გამოც ია ბავშვობაში ხშირად სტუმრობდა ოპერის თეატრს და კულისებიდან ადევნებდა თვალს წარმოდგენებს.
ოთარსა და მედეას ქალიშვილი, მარინა ფარულავა შეეძინათ. მარინა დედის გზას აგრძელებს - მან კონსერვატორია დაამთავრა და სხვადასხვა დროს თბილისისა და ქუთაისი ოპერისა და ბალეტის თეატრების მომღერალი იყო.