ქართული გენი, სილამაზე და ნიჭი - ლეილა აბაშიძის ფოტოარქივი - Marao

ქართული გენი, სილამაზე და ნიჭი - ლეილა აბაშიძის ფოტოარქივი

2025-03-25 17:54:30+04:00

ქართული კინოს ლეგენდა, ლეილა აბაშიძე 1929 წლის 1 აგვისტოს, თბილისში დაიბადა. მამა, რომელიც რუსეთში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი გახდა და გადაასახლეს. ლეილას დედა, იმისათვის რომ მეუღლესთან ახლოს ყოფილიყო და ენახა, მედმუშაკად წავიდა ციმბირში და თან ქალიშვილიც წაიყვანა.

  • ლეილა, დოდო, გოჩა, ლევანი: ერთი გვარის ოთხი გამორჩეული კინოვარსკვლავი 

leila

  • "ლეილასთან ასისტენტი მივიდა და პირდაპირ უთხრა: გოგონა, თქვენ თავისუფალი ხართ, წაბრძანდით..." - ლეილა აბაშიძის აქამდე უცნობი ისტორია, პირადი ცხოვრება და კარიერა 

„იყო გახლართული მავთულები, სადაც 220 ვოლტი დენი გადიოდა, ვერ მიეკარებოდი, იქვე დედამ ერთი ადგილი იცოდა, დადგებოდა და შორიდან შეუმჩნევლად დაუქნევდა ხელს მამას, ისიც ჩუმად მიესალმებოდა. მე პატარა ვიყავი, დავიმახსოვრე ის ადგილი, გავძვრებოდი-გამოვძვრებოდი ყოველდღე, მივიდოდი იქ, ხან სიგარეტს გადავუგდებდი მამას, ის გამომხედავდა ასე მადლიანი თვალებით და მხოლოდ ეს იყო ჩვენი შეხვედრები“... - ასე იხსენებდა ციმბირში გატარებულ დროს. 

leila

leila

  • ლე­ილას ბავშვობიდანვე ბევრი ტკივილი არგუნა ბედმა - "აბეზარას" თავბრუდამხვევი კარიერა და ტკივილიანი ცხოვრება 

ლეილამ დიდხანს არ იცოდა მამის ბედი, სანამ ოჯახში მისი დახვრეტის ცნობა არ მიიღეს. პატარა ლეილა დროებით ინტერნატში მიაბარეს და ციმბირშივე გაჩნდა მისი მესამე ძმაც. იქ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა და დედა იძულებული გახდა შვილებთან ერთად საქართველოში დაბრუნებულიყო.

leila

leila

  • ქართული გენი, სილამაზე და ნიჭი - მე-20 საუკუნის ქართული კინოს 10 გამორჩეული ვარსკვლავი 

კარიერა

ლეილა აბაშიძე ეკრანებზე პირველად  1941 წელს გამოჩნდა. იგი ფილმში "ქაჯანა" კატოს როლს ასრულებდა - მამიდამ სინჯებზე წაიყვანა. მაშინ ახალი ფილმისთვის ცელქი და ანცი გოგონა სჭირდებოდათ, ლეილა კი ამისთვის შესანიშნავი ვარიანტი აღმოჩნდა.

leila

  სკოლის დამთავრებამდე კიდევ ორ ფილმში ითამაშა: „ოქროს ბილიკი“ და „აკაკის აკვანი.“ სტუდენტობის პერიოდში კი გადაიღეს ფილმებში: “ქეთო და კოტე” (ყვავილებიანი გოგონა, 1948) და “გაზაფხული საკენში” (ნინო, 1950).

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თეატრში გაანაწილეს. ამავე პერიოდში მიიღო მოწვევა კინოსტუდია “ქართულ ფილმში”, თეატრში გადაჭრით უთხრეს, რომ კინოსა და თეატრს შორის არჩევანი უნდა გაეკეთებინა, ლეილამ კინო აირჩია...

leila

წარმატებული კარიერის მანძილზე არაერთი დასამახსოვრებელი როლის შექმნა მოასწრო - თუმცა, ერთ დღეს ეკრანიდან გაქრა..

 კინოს 1976 წელს ნანა მჭედლიძის ფილმით, „გასეირნება თბილისში“ დაუბრუნდა. ნანა ღოღობერიძის ფილმში „ორომტრიალი“ შესრულებული როლით კი ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხვდა. თუმცა, ამით მისი კარიერა საბოლოოდ დასრულდა.

leila