" ვიდრე ამ პროექტში მონაწილეობას მივიღებდი, უკვე დაკლებული მქონდა 20 კილოგრამი და ფორმაში ვიყავი" - როგორ დაიკლო 20 კილო ანი კეკუამ - Marao

" ვიდრე ამ პროექტში მონაწილეობას მივიღებდი, უკვე დაკლებული მქონდა 20 კილოგრამი და ფორმაში ვიყავი" - როგორ დაიკლო 20 კილო ანი კეკუამ

2025-03-26 10:49:07+04:00

მომღერალი ანი კეკუა ჟურნალ "თბილისელებთან" წონის დაკლების შესახებ საუბრობს:

"ბევრმა მკითხა, "ცეკვავენ ვარსკვლავებამდე" რამდენი კილოს დაკლება მოგიწიაო. არც ერთი კილოგრამის დაკლება არ მომიწია, რადგან წელიწადნახევრით ადრე, ვიდრე ამ პროექტში მონაწილეობას მივიღებდი, უკვე დაკლებული მქონდა 20 კილოგრამი და ფორმაში ვიყავი" - ამბობს ანი კეკუა. 

  • ულამაზესი მეუღლე და შვილი, რთული გზა და ტიტულები - გენო პეტრიაშვილის ცხოვრების საინტერესო გზა 

ანი კეკუა

ანი კეკუა ცნობილი ქართველი მომღერალია, რომელმაც პოპულარობა მუსიკალური პროექტების მეშვეობით მოიპოვა. მისი კარიერა ადრეული ასაკიდან დაიწყო, როდესაც 3 წლის ასაკში სცენაზე გამოვიდა.

  • "რატომ აკრიტიკებენ ამ გოგოს?" - იშვიათი ფოტოები და ცხოვრების საინტერესო დეტალები: ლაშა ბექაური და მარიამ კეკუა 

"ბავშვობაში, გარდა იმისა, რომ კონცერტებზე გამოვდიოდი, ქართულ ცეკვებზეც დავდიოდი. ის აურა, მაყურებლისგან მიღებული ემოციები იყო დაუვიწყარი, თუმცა ამას მაშინ დიდად ვერც ვაცნობიერებდი. შემდეგ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მქონდა წარმატებები", - ამბობდა ანი. 

  • "ჩვენთან სულ სიმღერის ხმა ისმოდა. მღეროდა დედა, ბაბუა, დეიდა" - აჩიკო ბერიძის ბავშვობა, კარიერა და პირადი 

 მოგვიანებით, ანიმ მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ პროექტებში "ნუცას სკოლა" და "ჯეოსტარი", რაც მის კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.  

"ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით პედაგოგებს და ოჯახის წევრებს. მშობლები, ბებიები, მამიდა - ყველანი აქტიურად იყვნენ ჩართულები, საკონცერტო კაბებს მიკერავდნენ და ეს ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. დედა ჩემზე მეტად მოტივირებული იყო, ენერგიას არ იშურებდა, ბევრ წრეზე მატარებდა".

ანი კეკუამ სწავლა კავკასიის უნივერსიტეტში განაგრძო, ხოლო მოგვიანებით განათლება შვედეთში მიიღო. 2016 წელს ანი დაქორწინდა გიორგი გოგბაიძეზე, რომელთანაც ორწლიანი ურთიერთობა ქორწინებით დააგვირგვინა. ანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სცენას მოშორდა, რაც მის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის - დედის გარდაცვალების, შემდეგ კი დიდი სიხარულის - შვილის გაჩენის გამო მოხდა.

ცოტა ხნის წინ ანი ტელეეკრანებზე პროექტით "მიმღერე" დაბრუნდა: 

  • "ბედნიერი ვარ, რომ მყავს შვილი... მე დედა გარდამეცვალა, ამ ტკივილის ტარება რთულია, მაგრამ ცხოვრება უნდა გავაგრძელო” - ანი კეკუას ცხოვრება და გზა წარმატებისკენ 

"აჩიკო ბერიძემ დამირეკა და მითხრა, რომ ახალი სატელევიზიო პროექტი იწყებოდა. ჩვენ ოჯახებით ვახლობლობთ, ნათელ-მირონი გვაკავშირებს, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით, ვმეგობრობდით. აჩიკოს ოჯახის მომღერალი წევრი არ ჰყავს და რადგან ამ პროექტში მხოლოდ ოჯახის წევრები გამოდიოდნენ, შემომთავაზა, ერთად ხომ არ ვიმღეროთო? დავთანხმდი. შემდეგ ორგანიზატორებს გავესაუბრე. ძალიან კარგი, თბილი პროექტი გამოვიდა - ისეთი, ტელესივრცეს ძალიან რომ აკლდა..."