"ვინ უფრო ლამაზია" - ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას სახალისო ფოტოები - Marao

"ვინ უფრო ლამაზია" - ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას სახალისო ფოტოები

2025-03-26 12:00:44+04:00

ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლეები სოციალურ ქსელში სახალისო ფოტოებს აქვეყნებენ. როგორც ირკვევა, ისინი პარიზის "დისნეილენდში" იმყოფებიან.

  • "პატარა გულშემატკივრები" - მია გზირიშვილი და ნიცა თავაძე შვილების ფოტოებს აქვეყნებენ 

kvara

kvara

  • ბავშვობის მეგობრები - ნიცა თავაძე და მია გზირიშვილი დუბაიში მოგზაურობენ 

ნიცა თავაძე და ხვიჩა კვარაცხელია

ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი. გასული წლის 15 ოქტომბერს ხვიჩა იტალიიდან საქართველოში კვიპროსთან მატჩისთვის ჩამოვიდა, 16 ოქტომბერს კი მან და ნიცამ იქორწინეს. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ.

  • ოჯახი, მეგობრები და ბედნიერი წელი: ზურიკო დავითაშვილის 2024 წლის ოჯახური ალბომი 

მია გზირიშვილი და ზურიკო დავითაშვილი

კითხვაზე, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე, ზურიკო იხსენებდა: „რუბინში“ დავბრუნდი, ვიცოდი, რომ ერთი თვე ვრჩებოდი იქ და მერე სხვა გუნდში უნდა წავსულიყავი. მე და კვარა ერთ ოთახში ვიყავით. იმ პერიოდში მას უკვე ჰყავდა შეყვარებული. სულ ვუყურებდი, რომ ლაპარაკობდა და ჩვენ ისე აღარ ვკონტაქტობდით, როგორც ადრე, შეიძლება ითქვას, რომ ნიცამ „წამართვა“ კვარა. ნიცას ჰყავდა დაქალი მია. ფოტოები ვნახე და მომეწონა, მოვილაპარაკეთ, რომ უნდა გამეცნო. მაგრამ დაგეგმილად ხომ ვერაფერი მოხდებოდა. კვარას და ნიცას დახმარებით გავიცანი მია და პირველივე დღიდან ისე წავიდა ყველაფერი, რომ უკვე ეტყობოდა, როგორ განვითარდებოდა სიტუაცია. მია ბევრ რამეში დამეხმარა. ეგ პერიოდი მქონდა რთული“, – ამბობდა ზურიკო დავითაშვილი.

  • "ჩემს სიყვარულთან ერთად" - ზურიკო დავითაშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს 

ზურიკოს და მიას პატარა დათი 2023 წლის ნოემბერში შეეძინათ. მამობა კი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ბევრი ცვლილების მომტანო აღმოჩნდა: 

  • პატარა დათი პირველად მამის საგულშემატკივროდ - ზურიკო დავითაშვილისა და მია გზირიშვილის ოჯახი და ცხოვრება დათისთან ერთად 

"იმ დრო­ის­თვის, რო­დე­საც ბავ­შვი ჩნდე­ბო­და, არ ვი­ყა­ვი ოჯახ­თან ერ­თად. ვი­ყა­ვი შეკ­რე­ბა­ზე, ბი­ჭებ­თან ერ­თად. მე­უღ­ლე­მაც მი­თხრა, წა­დიო... მა­მო­ბა სა­ოც­რე­ბაა, ეს ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ ჩვე­ნი სპორ­ტი ასე­თია, პა­ტა­რა მსხვერ­პლის გა­ღე­ბაც გი­წევს. შე­მეძ­ლო, რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი კი­დეც, მაგ­რამ ზუს­ტა­დაც არ ვი­ცო­დით, რო­დის და­ი­ბა­დე­ბო­და. არა­ნა­ი­რი რთუ­ლი მო­მენ­ტი არ გვქო­ნია, რო­გორც გი­თხა­რით, მე­უღ­ლემ მირ­ჩია, რომ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. მად­ლო­ბა მას, თო­რემ მე შე­იძ­ლე­ბა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი..."