სეზონის ცვლილება ყოველთვის მოქმედებს თქვენი კანის მდგომარეობაზე. ამიტომ, თუ გსურთ მაქსიმალურად იზრუნოთ კანზე, უნდა შეცვალოთ რუტინა სეზონის მიხედვით.
გაზრდილმა ტემპერატურამ, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებამ და ტენიანობის მაღალმა დონემ შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს კანს. მიუხედავად იმისა, აუზთან ატარებთ დროს თუ ლაშქრობით ტკბებით, მზიან თვეებში კანის დამატებითი მოვლა აუცილებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში უამრავი ადამიანის მთავარი პრობლემა კანის სიწითლე და სიმშრალეა, ზაფხულში განსაკუთრებით უნდა მივაქციოთ ყურადღება პიგმენტური ლაქების პრევენციას, კანის ბარიერის მთლიანობის შენარჩუნებას და ცხიმიანობის დაბალანსებას.
დერმატოლოგების ეს რჩევები ამ სეზონისთვის მხოლოდ კანის სილამაზეზე არ იქნება ორიენტირებული, ის მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ:

ყოველთვის ატარეთ მზისგან დამცავი საშუალება
კანის მოვლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია მზისგან დაცვა. ულტრაიისფერი სხივებმა შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება, ნაადრევი დაბერება და კანის კიბოც კი. მიუხედავად იმისა, რომ მზე შეიძლება სასიამოვნო იყოს, ხანგრძლივი ზემოქმედება ზიანს აყენებს კანს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში.
ოპტიმალური დაცვისთვის, მზისგან დამცავი კრემი ხელახლა უნდა წაისვათ ყოველ ორ საათში ერთხელ.
დატენიანება
ცხელ თვეებში კანი უფრო სწრაფად კარგავს ტენიანობას.
მიიღეთ საჭირო რაოდენობის წყალი: კანის შიგნიდან დატენიანების ყველაზე ეფექტური გზა წყლის დალევაა. თქვენი მასის ინდექსისა და წყლის საჭირო რაოდენობის გამოთვლა მარტივი დავალებაა - აუცილებლად გაიგეთ, რა რაოდენობის სითხე გჭირდებათ დღიურად და აკონტროლეთ მისი მიღების ინტენსივობა.
გამოიყენეთ დამატენიანებელი: შეიტანეთ ტონერი, შრატი ან დამატენიანებელი თქვენი კანის მოვლის რუტინაში. მოძებნეთ პროდუქტები ისეთი ინგრედიენტებით, როგორებიცაა, ჰიალურონის მჟავა, გლიცერინი და ალოე ვერა. ეს ინგრედიენტები იზიდავს და ინარჩუნებს ტენიანობას კანში, უნარჩუნებს მას მკვრივ და ჯანსაღ იერს.
არ დაიბანოთ ხშირად: შეიძლება მაცდური იყოს ზაფხულში სახის ხშირად დაბანა ოფლის, მზისგან დამცავი კრემის ან მაკიაჟის მოსაშორებლად. თუმცა, ამან შეიძლება მოაშოროს კანს ბუნებრივი ზეთები და გამოიწვიოს სიმშრალე. დაიბანეთ სახე დღეში ორჯერ, ნაზი, დამატენიანებელი გამწმენდის გამოყენებით.
აირჩიეთ მსუბუქი, არაკომედოგენური პროდუქტები
სქელი კრემების გამოყენების ნაცვლად, სცადეთ გელის სტრუქტურის დამატენიანებელი, რომელიც უზრუნველყოფს დატენიანებას სიმძიმის გარეშე.
გამოიყენეთ არაკომედოგენური მაკიაჟი: თუ მაკიაჟს ატარებთ, აირჩიეთ პროდუქტები, რომლებიც ეტიკეტირებულია, როგორც "არაკომედოგენური".