2025 წელი ბევრი ქართველი ქალისთვის წარმატებული აღმოჩნდა როგორც კარიერული, ასევე პირადი ცხოვრების კუთხით... წელს არაერთი ცნობილი ქართველი ქალია შვილის მოლოდინში. მათ შორის არიან ნანუკა გულუა, ქეთი ხატიაშვილი, მარიამ როინიშვილი და სხვები...
ნანუკა გულია და კახაბერ კაშია მალე მესამე შვილის მშობლები გახდებიან. დედობასთან დაკავშირებულ საკითხევზე მსახიობს არაერთ ინტერვიუში უსაუბრია:
"40 წელი ადრე მეგონა ცხოვრების დასასრული და თურმე დასაწყისი ყოფილა: ზუგდიდში ყოველთვის პოპულარული ბავშვი ვიყავი. ახლა რომ ვფიქრობ, ენერგეტიკა იყო ის, რაც ასე იზიდავდა ადამიანებს ჩემში… სულ ნანუკა, ნანუკა ისმოდა გარშემო – უფრო სწორად, ნანული, ნანული... ამ ყურადღებასა და სითბოში ვიყავი ყველგან: სახლში, უბანში, სკოლაში, წრეებზე… სულ საჭირო მეგობრებისთვის და სულ გამხალისებელი თავშეყრებში, გაზულუქებული ამდენი სიყვარულით, ჩამოვედი დედაქალაქში და აქაც მალევე შემიყვარეს უბანშიც, სტუდენტობის მეგობრებმა თუ ახალმა ნაცნობებმა… ყველგან უკვე ისმოდა ნანუკა… მერე ქეთი დევდარიანი გამოჩნდა და ზღაპრად აქცია ჩემი ყოველდღიურობა - პატარა პუბლიკიდან ყველა შემხვედრი მესიყვარულება… მერე ღმერთმა კახათი დამაჯილდოვა, დიდხანს მაკვირდებოდა, ისე... მერე ნინათი, რომელიც სამყაროში ყველაზე დიდი ჯილდოა. მალე მეორე შვილი მომცემს კიდევ უფრო გაუსაძლის ბედნიერებას. საოცნებო სამსახური, სადაც ყველაფერი და ყველა ჩემი ბედნიერებისთვისაა მომართული. ჩემი სუპერძალა - მეგობრები და ჩემი ოჯახი, რომლისთვისაც ყოველთვის მცირეა ჩემი წარმატება. არც განსაკუთრებული ნიჭი მაქვს, არც ჟიზელი ვარ და არც სექსბომბა, მხოლოდ შემიძლია ვთქვა, ვარ კეთილი და ამიტომ ხდება ყველაფერი… არასოდეს მიღალატია, არასოდეს შემშურებია… წარმატების ფორმულაც შევქმენი... მიყვარხართ,“ – წერდა ნანუკა გულუა.
ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა ცოტა ხნის წინ პირველი საერთო შვილის მშობლები გახდნენ. ახლახან ცნობილი გახდა, რომ წყვილი მეორე შვილს ელოდება.
წყვილი ურთიერთობის გასაჯაროებასა და გაოფიციალურებას დიდხანს ერიდებოდა, თუმცა საჯარო ადგილებში ერთად ხშირად ჩნდებოდნენ და საერთო ფოტოებს სოციალურ ქსელშიც აქვეყნებდნენ. ცოტა ხნის წინ კი ისინი პირველი საერთო შვილის, ილია კაჭარავას მშობლები გახდნენ.
მომღერალი მარიამ როინიშვილი და მსახიობი ვახო კანდელაკი პირველ საერთო შვილს ელოდებიან. სიახლე მარიამმა საზოგადოებას ცოტა ხნის წინ აცნობა.
მარიამ როინიშვილი წლების წინ დაშორდა პირველ მეუღლეს - გიორგი მახარაძეს, რომელთანაც ერთი ქალიშვილი - ელენე ჰყავს. ბოლო პერიოდში კი მარიამი სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა მსახიობ და ტელეწამყვან ვახო კანდელაკთან ერთად. ვახოს პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს.
„მის საქართველო 2012“ მესამე შვილს ელოდება. მისი მეუღლე დიზაინერი რატი რატიანია. თამთასა და რატის სიყვარული უკვე რამდენიმე წელს ითვლის, მათ ერთი საერთო შვილი, კირა ჰყავთ, რომელიც 2021 წელს შეეძინათ. წყვილმა ჯვარი 2022 წელს დაიწერა, ახლა კი მათ ბედნიერ ოჯახში სასიხარულო სიახლეა - თამთა მესამე შვილს ელოდება. თამთა ახალ ფოტოს აქვეყნებს ტაილანდიდან, წარწერით: "სამი თვის ორსული..."
ლევან ვასაძის შვილის, თათა ვასაძისა მისი რჩეულის, და ბათა ზედგინიძის ქორწილი გასული წლის 28 ივლისს გაიმართა. ქორწილს წინ უსწრებდა ულამაზესი ხელის თხოვნა და წინასაქორწინო წვეულება.
ცოტა ხნის წინ თათამ გულშემატკივრებს სასიხარულო სიახლე გაუზიარა - ის პირველ შვილს ელოდება.