ლელა მებურიშვილის სილამაზის საიდუმლოები: "ბედნიერებაა, როცა იღებ შენს თავს ისეთს, როგორიც ხარ, ყველა ნაკლით და ნაოჭით..." - Marao

ლელა მებურიშვილის სილამაზის საიდუმლოები: "ბედნიერებაა, როცა იღებ შენს თავს ისეთს, როგორიც ხარ, ყველა ნაკლით და ნაოჭით..."

2025-04-01 11:42:15+04:00

ლელა მებურიშვილი სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტიურია. მან დაქორწინების შემდეგ სტილი რადიკალურად შეიცვალა და განსხვავებული ვარცხნილობაც მოირგო. სილამაზისა და თავის მოვლის საკუთარი ხრიკების შესახებ ინფორმაციას კი მსახიობი გამომწერებს „ინსტაგრამის“ საშუალებით ყოველდღიურად უზიარებს.

"ჩემთვის შეუცვლელი, ჯადოსნური ოსმოტერის საცხი და შრატი აჰავასგან, აღარც მახსოვს რამდენი წელია ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია."

"ბედნიერებაა როცა იღებ შენ თავს ისეთს როგორიც ხარ, ყველა ნაკლით და ნაოჭით. შენი გამოცდილება და ასაკი გხდის იმად ვინც ხარ. ერთადერთი და განუმეორებელი."

"დღეს ვიყენებ ექსტრემი დღის კრემს. დედამიწის ყველაზე მაღალ და ყველაზე დაბალი წერტილებიდან მოგროვებული ინგრედიენტების მიქსით დამზადებულ საცხს."

lela

  • "დახვეწილი და გემოვნებიანი" - ლელა მებურიშვილის თვალისმომჭრელი ფოტოსესია 

ლელა მებურიშვილი

ლელას მე­უღ­ლე ბაჩო სა­გა­ნე­ლი­ძე ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩ სო­ფიო ქა­ცა­რა­ვას ერთ-ერთი მო­ად­გი­ლეა, ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ლე­ლას ხში­რად უწევს დას­წრე­ბა ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, რაც ბრი­ტა­ნეთ­ში ყო­ველ­თვის მა­ღალ დო­ნე­ზე ტარ­დე­ბა. 

ლელა ახლა შვილებთან და მეუღლესთან ერთად ბრიტანეთში ცხოვრობს და იქ საქმიანობს. დროდადრო კი სამშობლოსაც სტუმრობს და ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი საქართველოში ჩამოსასვლელად მისი მშობლები არიან: საქართველოში, პირველ რიგში, ოჯახის – მშობლების და ძმების მონატრებით ჩამოვდივარ, რადგან ძალიან არ მინდა, მშობლებს, რომლებიც უკვე ასაკში არიან, ჩემი არყოფნით გული დავწყვიტო. ამასთანავე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლევან წულაძე ყოველთვის მაძლევს მის სპექტაკლებში მონაწილეობის საშუალებას.

  • რა ღირს უმშვენიერესი კაბა და როგორი იყო საღამო: ლელა მებურიშვილი ბუკინგემის სასახლეში მეფესა და სამეფო ოჯახს შეხვდა 

„ზამ­თარ­ში ჩა­მო­ვე­დით და ცოტა გაგ­ვი­ჭირ­და, მაგ­რამ გა­ზა­ფხუ­ლი და ზა­ფხუ­ლი მშვე­ნი­ე­რი გა­მოდ­გა, რაც ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია ლონ­დო­ნის­თვის. ბავ­შვე­ბი კარ­გად გრძნო­ბენ თავს, უკვე ბევ­რი მე­გო­ბა­რი ჰყავთ, სკო­ლა­საც მი­ეჩ­ვივ­ნენ. ბავ­შვე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მშობ­ლებ­თან ერ­თად იყ­ვნენ. ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ ისი­ნი თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­დნენ. ყვე­ლა­ზე დიდი სირ­თუ­ლე უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შორს ყოფ­ნაა."

შვილები

"30 წლის ვიყავი, როდესაც პირველი შვილი შემეძინა. ახლანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ყველაზე სწორი ასაკი იყო. მანამდე მაინც სხვა საფიქრალი გაქვს, გართობა, მოგზაურობის სიყვარული, ასევე, კარიერაში წინსვლა.

  • "დახვეწილი და ელეგანტური" - ლელა მებურიშვილის გამორჩეული სტილი და ულამაზესი ფოტოები 

შეიძლება ამას სახელს არ არქმევდნენ, მაგრამ როდესაც ახალნამშობიარები ქალი დედასთან გადადიოდა საცხოვრებლად, ეს უკვე ნიშნავდა, რომ დახმარება სჭირდებოდა. დედა ეხმარებოდა შვილს ბავშვის გაზრდაში და ქალსაც ჰქონდა საშუალება, ფორმაში რომ ჩამდგარიყო. მე არც ერთი შვილის დაბადების შემდეგ არ მქონია დეპრესია, ძალიან მიყვარს პატარები, განსაკუთრებულად, თოთოები და კარგად მახსენდება ჩემი შვილების გაზრდის პერიოდი.პირველი ბავშვი რომ გავაჩინე, მე და ჩემი მეუღლე რამდენიმე კვირა მარტოები ვიყავით ამერიკაში. გარშემო არავინ არ გვყავდა ოჯახის წევრი. სამშობიაროდან ორი დღის შემდეგ გამწერეს, მე და ჩემი მეუღლე ვისხედით და ვფიქრობდით, რა გვეშველება, ახლა როგორ მოვუვლით ამ პატარა არსებას-მეთქი, მაგრამ ამაზე ფიქრი ცოტა ხანს გაგრძელდა, ძალიან ადვილად ავუღეთ ალღო ყველაფერს და არ გაგვჭირვებია" - ამბობდა ლელა ერთ-ერთ ინტერვიუში.