ირინა შეიკი, როგორც ცნობილია, ბავშვობიდანვე გამორჩეული იყო და მისი კლასელები ხშირად ამბობდნენ, რომ ის არამარტო ლამაზი, არამედ კეთილი და თავდაჯერებული გოგონა იყო. მას ნამდვილად ჰქონდა მრავალმხრივი ნიჭი და ჰყავდა ბევრი მეგობარი.
მისი კლასელები აღნიშნავდნენ, რომ ირინა ყოველთვის იყო მომხიბლავი და არამარტო გარეგნობით, არამედ შინაგანი სიმშვიდით და ბუნებრივობით. მიუხედავად მისი პოპულარობისა, იგი ბუნებრივი და მარტივი ადამიანი იყო. მიუხედავად ასეთი შეფასებებისა, აღმოჩნდა, რომ ირინა ბულინგის მსხვერპლიც არაერთხელ გახდა. ირინას პოპულარობის ზრდასთან ერთად კი, მისი ნაცნობები სულ უფრო ხშირად იხსენებენ მის ბავშვობას.

ირინა შეიკის ბავშვობა
ირინა შეიკმა ბავშვობა იემანჟელინსკში, ჩელიაბინსკის რეგიონში გაატარა. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, მან დაკარგა მამა და დედამ ის და მისი და მარტო გაზარდა.
იემანჟელინსკი ოდესღაც მაღაროელთა ქალაქს ეძახდნენ: ეს იყო ჩელიაბინსკის ქვანახშირის აუზის სამხრეთ წერტილი. დღეს იქ ქვანახშირის მოპოვება აღარ მიმდინარეობს. ირინას მამა, ვალერი შაიხლისლამოვი, 90-იან წლებში მუშაობდა მაღაროში, როგორც სხვა ბევრი ამ ქალაქში. როგორც ირინას მამის მეგობარი იხსენებდა, ირინა ბავშვობაში ბოშას ჰგავდა, უყვარდა სიმღერა. ის, რომ ირინა წარმატებული გახდა, უფრო დედის დამსახურებაა, რომელმაც ქალიშვილი ჩელიაბინსკში სამოდელო სააგენტოში გაგზავნა. ჩელიაბინსკიდან ირინამ გზა გაიკვალა მოსკოვში, სადაც მონაწილეობა მიიღო კონკურს "სუპერმოდელ-2004"-ში. ირინასთვის გამარჯვება მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა ამ გამარჯვებამ მას შემდგომი წარმატებები მოუტანა, ის ჯერ ევროპაში შემდეგ კი - აშშ-ში გადავიდა. 2007 წლიდან ის უკვე მსოფლიოში ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობდა და ნელ-ნელა მიიკვლევდა გზას ტოპ-მოდელობისკენ.

ირინას თავად ბავშვობაზე საუბარი არ უყვარს. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? შეიძლება ის, რომ ირინას სკოლის ასაკში გარეგნობისა და ცუდი ნიშნების გამო ხშირად დასცინოდნენ. მისი ერთი სკოლელი იხსენებდა, რომ ირინას მაიმუნს ეძახდნენ, ზოგიერთ საგანში სამიანი ჰყავდა და ამის გამოც არაერთხელ გახდა ბულინგის ობიექტი. ირინას მისი სკოლელები უცნაურ ბავშვად ახასიათებენ და ამბობენ, რომ მას მასწავლებლებიცა და მოსწავლეებიც ხშირად ცუდად ექცეოდნენ.
თავად ირინა ამ პერიოდს ასე იხსენებდა: "ჩემს სკოლაში ყველაზე გამხდარი ვიყავი, ასევე მიყვარდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლისა და მოკლე კაბების ტარება. სიგამხდრის, სიმაღლის და ასანთის ღერების მსგავსი ფეხების გამო სკოლაში "ფიცარს" მეძახდნენ. მუქი კანისთვის კი - "ჩუნგა-ჩანგას". მე ვეუბნები ყველას, ვინც დამცინოდა დაწყებით სკოლაში: ხომ ხედავთ, ჩემი ტუჩები ბუნებრივია!"