„ძალიან ახალგაზრდა დედ-მამა მყავს... დედად ბებოს უფრო აღვიქვამდი“ - მარიამ შენგელია ეკრანს მიღმა: ოჯახი, განვლილი გზა და კრიტიკა - Marao

„ძალიან ახალგაზრდა დედ-მამა მყავს... დედად ბებოს უფრო აღვიქვამდი“ - მარიამ შენგელია ეკრანს მიღმა: ოჯახი, განვლილი გზა და კრიტიკა

2025-03-31 10:54:27+04:00

მომღერალი მარიამ შენგელია საქართველოს „ევროვიზია 2025-ზე“ წარადგენს. ამჯერად იგი გადაცემაში „არტ-FM“-ში იმყოფებოდა ოჯახზე და კონკურსის სამზადისზე ისაუბრა.

„უკვე 5 წელია, რაც დედა ემიგრაციაშია. ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო. დედა ძალიან ახალგაზრდაა, 17 წლის იყო, როდესაც გამაჩინა და ახლა 39 წლის არის. დედაჩემის წასვლა თითქოს ჩემი ნახევრის მოგლეჯის მსგავსი იყო, ძალიან რთული იყო და დღემდე ძალიან რთულია, თუმცა ყველაფერს ეჩვევი. თავიდანვე პროტესტის გრძნობა მქონდა, არ მინდოდა, რომ წასულიყო.

  • "როგორც იქნა, საქართველომ გაიღვიძა" - ვინ წარადგენს საქართველოს ევროვიზია 2025-ზე და რას წერენ კომენტარებში 

დედასთან რამდენჯერმე ჩავედი, თუმცა როდესაც შეჩვეული ხარ, რომ შორს არის, ბევრად უკეთესია, ვიდრე ჩადიოდე და ჩამოდიოდე, იმიტომ, რომ მივხვდი, როდესაც მისგან ვბრუნდები, ისევ ვეჩვევი მდგომარეობას, როცა ჩემს გვერდითაა და ეს ძალიან რთულია, მაგრამ ახლა შეჩვეული ვარ, რამდენადაც მტკივნეული უნდა იყოს ეს ჩემთვის“, – თქვა მარიამ შენგელიამ.

  • ვის ჰქონდა საუკეთესო შედეგი? საქართველოს წარმომადგენლები ევროვიზიაზე 2007-დან 2024-წლამდე 

მარიამ შენგელია

მარიამ შენგელია 2002 წლის 14 მაისს დაიბადა. ბავშვობაში მსახიობობა უნდოდა, მაგრამ როდესაც პროფესიული არჩევანის წინაშე დადგა, მიხვდა, რომ ცხოვრება სიმღერის გარეშე არ შეეძლო და ამ მიმართულებით სწავლაზე უნდა ეფიქრა. 

  • "დავასწრებ ოფიციალურ ინფორმაციას" - ვინ წარადგენს საქართველოს "ევროვიზიაზე" თათია კობალაძის ინფორმაციით 

14 წლის იყო, როდესაც ფილარმონიის დიდ სცენაზე (კონკურსზე "X ფაქტორი") გავიდა. როგორც თავად იხსენებდა, ეს სასწაული წუთები იყო, ძალიან ინერვიულა, ლამის გადაიფიქრა კიდეც, მაგრამ როგორც კი სცენაზე გავიდა, მიხვდა, ის ადგილი იყო, სადაც უნდა ყოფილიყო და ნერვიულობაც მომენტალურად მოეხსნა.

მარიამ შენგელია ჯგუფი “მიქსტურის” სოლისტია. აღნიშნული ჯგუფი ხშირად იღებს მონაწილეობას სამთავრობო ღონისძიებებში. მაგალითად, წელს, საახალწლო ღონისძიებებში „მიქსტურამ“ (Mix2ra) 27 000 ლარი აიღო.

  • "ჩვენი სიყვარულის ამბავი გაცნობისთანავე დაიწყო. ერთ წელზე მეტია, რაც ერთმანეთი გავიცანით" - მარიამ შენგელიას პორტრეტი და უცნობი ამბები 

წყალტუბოში საახალწლო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე მათ 12 000 ლარი, ხოლო ფოთში ნაძვის ხის ანთების ცერემონიალზე 15 000 ლარი გადაუხადეს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 2025 წლის ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს სწორედ მარიამ შენგელია წარადგენს.