რატომ გახდა თათული ედიშერაშვილი კრიტიკის საგანი: “ბევრი მოვითმინე და გავატარე მაგრამ აღარ დამთავრდა!” - Marao

რატომ გახდა თათული ედიშერაშვილი კრიტიკის საგანი: “ბევრი მოვითმინე და გავატარე მაგრამ აღარ დამთავრდა!”

2025-03-31 11:21:48+04:00

თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც მის მი­მართ წა­მო­სულ კრი­ტი­კას ეხმაურება:

"ბევ­რი მო­ვით­მი­ნე და გა­ვა­ტა­რე მაგ­რამ აღარ დამ­თავ­რდა! ქუ­ჩა­ში ცეკ­ვა პატ­რი­ო­ტიზ­მია და და­ბა­დე­ბის დღე­ზე ცეკ­ვა სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტი ყო­ფი­ლა. ვერ იტა­ნენ კარგ ხა­სი­ათ­ზე მყოფ ადა­მი­ა­ნებს. მი­ხე­დეთ თქვენს ცხოვ­რე­ბას და იქ­ნებ უკე­თე­სად იგ­რძნოთ თავი. რო­გორ ბე­დავთ ან ვინ გე­კი­თხე­ბათ და­მიდ­გი­ნოთ სად ვი­ა­რო,სად ვი­მუ­შაო და ვინ მიყ­ვარ­დეს?!" - წერს თათული სოციალურ ქსელში. 

  • "ჩემო ჭკვიანო, ღირსეულო და კარგო ადამიანო" - თათული ედიშერაშვილის ქალიშვილი და ოჯახური კადრები 

ცნობისთვის, 16 მარტს, გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნის მე­უღ­ლის, მა­რი­ტა მე­ლი­ქიშ­ვი­ლის იუ­ბი­ლეს სხვა ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად თათული ედი­შე­რაშ­ვი­ლიც ეს­წრე­ბო­და. ვი­დეო, სა­დაც მა­რი­ტა და თა­თუ­ლი სე­რი­ალ „შუა ქა­ლა­ქის“ ერთ-ერთ სიმ­ღე­რა­ზე ცეკ­ვა­ვენ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან დიდი კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

თათული ედიშერაშვილი

მსახიობი თათული ედიშერაშვილი წლების განმავლობაში ტელეეკრანის საშუალებით ყველა ოჯახის სტუმარია და შესაბამისად, ბევრი მაყურებლის საყვარელი მსახიობი გახდა. მის მიერ განსახიერებული თამარ ღლონტი წლების განმავლობაში ქართველი მაყურებლის კარგ განწყობაზე ზრუნავდა.

  • „ის, რომ პირადშიც და კარიერაშიც წარმატებული ვარ, ძალიან დიდი დამსახურებაა ჩემი მეუღლის" - თათული ედიშერაშვილი პირადსა და კარიერაზე 

" მსახიობი, სხვა პროფესიაზე არც არასდროს მიფიქრია. კითხვა არ შემეძლო, მაგრამ ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი ლექსი ზეპირად ვიცოდი. თან, ისეთი ლექსები, რომელიც მაშინდელ ასაკში არ უნდა მცოდნოდა. დედას პოეზია ძალიან უყვარდა, ხშირად მიკითხავდა და როგორც ჩანს, დამამახსოვრდა. ოჯახის წევრები მთხოვდნენ, მხატვრულად წამეკითხა. პროფესიული არჩევანის გამო, არასდროს მინანია, მაგრამ ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, რომ გულისტკივილი მქონია. იმედგაცრუება განმიცდია არა პროფესიაში, არამედ " პროფესიულ ურთიერთობაში. ასეთ დროს ბრძოლისუნარიანი ვხდები. ზოდიაქოთი ტყუპი ვარ და ერთ თათულის მეორესთან გამუდმებით რაღაცის მტკიცება უწევს. სურვილებში ხშირად გაორება მაქვს, გადაწყვეტილებებს დიდი ფიქრის შედეგად ვიღებ."

თათული ედიშერაშვილი პირად ცხოვრებაზე საუბრისგან ყოველთვის თავს იკავებს, ინტერვიუებიც არ უყვარს. მსახიობი 2009 წელს გათხოვდა, ახლა ორი ქალიშვილის, ნანიკოს და სესეს დედაა. თათული ქმრის ვინაობას მალავს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი ქმარი გვარად ჩიმჩიურია და ძალოვანი უწყების თანამშრომელია.

  • „ის, რომ პირადშიც და კარიერაშიც წარმატებული ვარ, ძალიან დიდი დამსახურებაა ჩემი მეუღლის, რომელიც არანორმალური მოთმინების მქონე ადამიანია“ - თათული ედიშერაშვილი 

„ის, რომ პირადშიც და კარიერაშიც წარმატებული ვარ, ძალიან დიდი დამსახურებაა ჩემი მეუღლის, რომელიც არანორმალური მოთმინების მქონე ადამიანია. მას ძალიან კარგად შეუძლია გაიგოს ის, რომ ერთი თვის განმავლობაში დილის ექვსზე ვბრუნდებოდე გადაღებიდან სახლში. არასდროს დამისვამს კითხვებს ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ჩემს პროფესიაში ჩართული და სხვა საქმეს აკეთებს, აბსოლუტურად ესმის ჩემი სამუშაო რეჟიმის. ერთხელაც არ შეუქმნია ჩემთვის დისკომფორტი და ყოველთვის ვგრძნობ, რომ ჩემი დიდი გულშემატკივარია. ეს ძალიან დიდ ძალას და თავდაჯერებულობას მაძლევს ჩემს პროფესიაში…“ - აღნიშნავდა მსახიობი.