თიკა ჯამბურიას რთული დიაგნოზი: რას ჰყვება მომღერალი სიმსივნისა და განვლილი გზის შესახებ - Marao

თიკა ჯამბურიას რთული დიაგნოზი: რას ჰყვება მომღერალი სიმსივნისა და განვლილი გზის შესახებ

2025-03-31 11:46:13+04:00

რამდენიმე თვის წინ თიკა ჯამ­ბუ­რი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ჩან­და, რომ მომ­ღე­რა­ლი კლი­ნი­კა­ში იწვა. რო­გორც მა­შინ ამბობდა, მკლავ­ზე გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და, თუმ­ცა ამ თე­მა­ზე ვრცლად არ უსა­უბ­რია, მოგვიანებით კი ყველაფერი გაამხილა:

აღ­მოჩ­ნდა, რომ თი­კას მო­უ­ლოდ­ნე­ლად მე­ლა­ნო­მის (კანის სიმსივნის სახეობა) დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს და სას­წრა­ფოდ ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და:

"რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და და ეს შრა­მიც უკვე შე­ვიყ­ვა­რე“ - წერს მომ­ღე­რა­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

  • თიკა ჯამბურია იუბილარი - მომღერლის ახალი წამოწყება და ახდენილი ოცნება 

თიკა ჯამბურია

მომღერალ თიკა ჯამბურიას საქართველოში ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობენ, იმ დროს მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და თიკა პოპულარული შოუების სასურველი სტუმარია დღესაც. ხალხმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი და დათო ხუჯაძის დუეტი "ცისარტყელები". , 9 წლის ასაკში, ჩაწერა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტი "ჯეირანი", რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა.  

  • სიახლეები თიკა ჯამბურიას ცხოვრებაში: ახალი წამოწყება, სიყვარული და მიზნები 

თიკა ჯამბურია 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს. ბავშვობაში ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა. 

  • "განახებთ და გასწავლით, როგორ დავიკლებ ამ 6 კგ-ს ოპერაციის გარეშე" - თიკა ჯამბურია წონის კლების მარტივი გზის შესახებ წერს 

2006 წელს გამართა სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. სხვადასხვა დროს საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული აქვს გრან-პრი.წარმატებული კარიერის პარალელურად, საზოგადოება ახალგაზრდა ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. მან ადრეულ ასაკში იქორწინა ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე. წყვილს ერთი შვილი, ნინა ხოფერია შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. დღეს თიკაც და ბექაც ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას, აქვთ მეგობრული ურთიერთობა და შვილის აღზრდაში ორივე ჩართულია. 

  • "მთელი ცხოვრება ვუყურებ როგორ უყვართ ერთმანეთი" - თიკა ჯამბურია მშობლებს დაბადების დღეს ულოცავს 

თიკას პირად ცხოვრებაში სიახლეა - მომღერალი შეყვარებულია, თუმცა რჩეულის შესახებ საუბარი არ სურს - მასთან ერთად გადაღებულ კადრებს პერიოდულად აქვეყნებს და გულშემატკივრებისგან ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებს.