რუსკა მაყაშვილი გოგოლა კალანდაძის რუბრიკის "სახლები" სტუმარი იყო. მსახიობმა მაყურებელს ახალი სახლი, საინტერესო ინტერიერი და ამ სახლთან დაკავშირებული ამბები გაუზიარა.
რუსკა მაყაშვილმა განმარტა, რომ ის უკვე 4 თვეა, ახალ სახლში გადავიდა, სადაც შვილებთან, ილიასთან და კატოსთან ერთად ცხივრობს:
„4 თვეა, აქ ვართ უკვე და ვართ გადასარევად, მშვიდად, წყნარად. მე და ჩემი შვილები ვართ ამ სახლში… ყველაფერს აქვს თავისი პლუსები და მინუსები, ახალი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში და ვნახოთ, როგორ წავა. ეს არის მარტო ცხოვრების ეტაპი…“ - განმარტა მსახიობმა.

რუსკა მაყაშვილის პორტრეტი
რუსკა მაყაშვილი ცნობილი ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანია. ეკრანზე პირველად გამოჩნდა "საქართველოს ბანკის" 2010 წლის რეკლამაში; შემდეგ - სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“, სადაც ის ანჩოს როლს ასრულებდა. ამ როლმა მის სამსახიობო კარიერასა და წარმატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მოგვიანებით მან ეპიზოდური როლი ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ სერიალში, „შუა ქალაქში“ შეასრულა. აქტიურად იყო დაკავებული რუსთაველის თეატრშიც და გიორგი თავაძისა და რობერტ სტურუას სპექტაკლებში იღებდა მონაწილეობას, ბოლო დროს კი კარიერა უფრო კინოს დაუკავშირა.
რუსკა მაყაშვილი იყო სატელევიზიო შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ 2012 წლის სეზონის ერთ-ერთი თანაწამყვანი და ოთო ფოლადაშვილთან ერთად ამავე პროექტის გამარჯვებულიც გახდა. ამჯერად ის ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანია და ტელეეკრანებზე ხშირად ჩნდება.

რუსკა მაყაშვილმა რამდენიმე წლის წინ სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ, რომლებიც რუსკას სოციალურ ქსელებში ხშირად ჩანან და კომერციულ ვიდეოებშიც მონაწილეობენ. შვილებისგან განსხვავებით, რუსკასთან ერთად საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა მისი მეუღლე, მსაიხობი განმარტავდა,რომ სანდროს კამერები არ უყვარს და მათთან ურთიერთობას მაქსიმალურად ერიდება.
ცოტა ხნის წინ რუსკამ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. როგორც ტელეწამყვანმა დაწერა, ყველაფერს საზღვარი აქვს და ამდენი ტყუილი საკმარისია. „ვტოვებ ტელეკომპანია იმედს. ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, აქამდე ეს რატომ არ გავაკეთე. თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი. მორჩა საკმარისია ამდენი ტყუილი“, – წერდა რუსკა მაყაშვილი. ამის შემდეგ მის მიმართ ნეგატიური კომენტარებისა და კრიტიკის დიდი ტალღა წავიდა, თუმცა რუსკამ არაერთხელ განმარტა, რომ ეს მასსა და მის არჩევანზე გავლენას არ ახდენს.