ღარიბი ემიგრანტების ოჯახიდან ჰოლივუდის ვარსკვლავობამდე - ვუპი გილდბერგი - Marao

ღარიბი ემიგრანტების ოჯახიდან ჰოლივუდის ვარსკვლავობამდე - ვუპი გილდბერგი

2025-04-05 11:37:01+04:00

1990 წელს ის ჰოტი მაკდენიელის შემდეგ ვუპი გოლდბერგი მეორე აფრო-ამერიკული წარმოშობის მსახიობი გახდა, რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მიიღო.

  • ორი ქორწინება, 5 შვილი და წარმატებული კარიერა - ზაზა კოლელიშვილის პორტრეტი 

ადრეული წლები 

კერინ ჯონსონი ნიუ-იორკში, ღარიბი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მეტსახელი ვუპი („whoopee cushion“, რაც ბალიშს ნიშნავს) კერინმა ბავშვობაშივე აირჩია როგორც სამსახიობო ფსევდონიმი. 

სრულფასოვანი განათლება გოლდბერგს არ მიუღია, ის რამდენიმე წელიწადს ჩამორჩენილთა სიაში ირიცხებოდა, შემდგომ კი სკოლის მიტოვებაც მოუწია, რადგან დისლექსიის გამო კითხვას ვერ ახერხებდა.

  • ნიჭიერი ათლეტიდან ჰოლივუდის ვარსკვლავობამდე - რიჩარდ გირის ცხოვრების უცნობი დეტალები 

whoopi

  • ქართველი დიზაინერი, რომლის მოდის სახლსაც იუგოსლავიის დედოფალი, ჟაკლინ კენედი და მარლენ დიტრიხი სტუმრობდნენ 

60-იანი წლების ბოლოს გოლდბერგი სახლიდან წავიდა და ჰიპებს ჰიპებთან ერთად დაიწყო ცხოვრება, სადაც ჯერ მარიხუანას, შემდეგ კი უფრო ძლიერ პრეპარატებს მიეძალა. დიდხანს არსად უმუშავია და სხვების დახმარებით გაჰქონდა თავი.

ნარკოდამოკიდებულებისგან გათავისუფლება მხოლოდ 70-იანი წლების დამდეგს რეჟისორ ელვინ მარტინთან შეხვედრის შემდეგ მოახერხა, რომელიც ანტინარკოტიკულ კამპანიის წარმომადგენელი იყო. მარტინმა გოლდბერგი ცხოვრების წესის შეცვლის აუცილებლობაში დაარწმუნა და ნარკოტიკებისთვისაც თავი დაანებებინა. მარტინი და კერინი მალე დაქორწინდნენ, ერთი წლის თავზე მათ ქალიშვილი ალექსანდრა შეეძინათ.

კარიერა

თეატრალური კარიერა კერინმა უკვე ვუპი გოლდბერგის ფსევდონიმით დაიწყო. სან-დიეგოშო გოლდბერგმა საქალაქო თეატრის „რეფერთერი სიეთას“ შექმნაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი სან-ფრანცისკოს „ბლეკ სტრიტ სიეთაში“ გადავიდა. 

whoopi

  • "მისით ყოველდღე ვამაყობ. ვფიქრობ, ის უბრალოდ ჯადოსნური ადამიანია" - ცნობილი მსახიობი შვილის დაავადებაზე 

1985 წელს გოლდბერგმა შეიტყო, რომ ელის უოკერის ეპიკური რომანის „იისფერის“ გადაღება იგეგმებოდა, რომელიც აფროამერიკულ „ქარწაღებულებად“ მიიჩნევა, ავტორს წერილი გაუგზავნა, სადაც სთხოვა რაიმე როლი მიეცათ მისთვის. ელის უოკერმა, რომელიც ვუპის თეატრალურ ნამუშევრებს უკვე იცნობდა, რეჟისორ სტივენ სპილბერგს სთხოვა ვუპისთვის როლი მიეცათ; რეჟისორის გადაწყვეტილებით, გოლდბერგს მთავარი როლი, ამერიკელი შავკანიანი ქალის სესილი ჯონსონის პერსონაჟის განსახიერება ერგო. როლმა გოლდბერგს ოსკარის პირველი ნომინაცია მოუტანა.

  • ცხოვრებისეული გამოცდები, წარუმატებელი ქორწინება და ხალხის დიდი სიყვარული: თაკო აბაშიძის პორტრეტი 

ვუპიმ კინოკარიერა დრამატული როლით დაიწყო, მაგრამ კომედიური, კრიმინალურ-კომედიური და გასართობი ხასიათის პერსონაჟების თამაშით გააგრძელა;

1991 წელს ვუპი გოლდბერგმა მიიღო ოსკარი კინორეჟისორ გარი ცუკერის ფილმ „მოჩვენებაში“ განსახიერებული მკითხავ ოდა მეი ბრაუნის მეორეხარისხოვანი როლისთვის.