90-იანების საპნის ოპერები, რომლებსაც მთელი საქართველო უყურებდა - Marao

90-იანების საპნის ოპერები, რომლებსაც მთელი საქართველო უყურებდა

2025-04-05 11:50:22+04:00

90-იან წლებში მსოფლიოს მილიონობით ადამიანი ყოველ დღე ცისფერ ეკრანთან ელოდება მორიგი “საპნის ოპერის” დაწყებას. შეიძლება ითქვას, რომ “საპნის ოპერამ” საქართველოში ერთ დროს ყველაზე პოპულარული სანახაობა - ინდური ფილმები შეცვალა.

ჰადეს, ხუანის, ფიორელა მორელის და სხვათა სამყაროს ერთგული მაყურებლები საღამოობით მოუთმენლად ელოდნენ საყვარელი გმირების გამოჩენას და მათი "დაუსრულებელი" ამბის გაგრძელებას. 

  • 10 წყვილი ქართული სერიალებიდან, რომლებიც ჩვენი ოჯახის წევრებად იქცნენ 

Pasión de Gavilanes (ფარული ვნება)

pasion

სამი შურისმაძიებელი ძმის და სამი დის სიყვარულის ისტორიამ ჩვენი ყოველდღიურობა იმდენად შთანთქა, რომ მათ გამოსახულებებს ყველგან ვხედავდით - პოსტერებზე, რვეულის გარეკანზე, მაისურებზე.

 პირველი სეზონის პრემიერა შედგა 2003 წლის 21 ოქტომბერს და დასრულდა 2004 წლის 2 დეკემბერს.

სერიალში ტელენოველების ვარსკვლავები მონაწილეობდნენ: დანა გარსია, მარიო ჩიმარო , პაოლა რეი , ხუან ალფონსო ბაპტისტა , ნატაშა კლაუსი და მიშელ ბრაუნი.

ველური კატა

seriali

სერიალი როზაურას შესახებ მოგვითხრობს- გოგონას დედა ჰყავს გარდაცვლილი და ცხოვრება უწევს ალკოჰოლიზმით დაავადებულ მამასთან ერთად, მათი სახლი კი მდებარეობს მდიდარი არისმენდის ოჯახის ზღაპრული რანჩოს გვერდით.  

  • TOP 5 ქართული სერიალი დროის სასიამოვნოდ გასატარებლად 

კლონი

clone

 ბრაზილიური ტელესერიალი. გადაღებულია 2001—2002 წლებში ტლეკომპანია Globo TV-ს მიერ. ტელესერიალმა რამდენიმე ჯილდო მიიღო, გახდა 2004-2005 წლების საუკეთესო სერიალი. საქართველოში ტელესერიალს სამაუწყებლო კომპანია იმედი საღამოს ეთერში აჩვენებდა.

სერიალში მოთხრობილია მუსლიმი გოგონას ჰადესა და ბრაზილიელი ლუკასის შესახებ, რომლებსაც ერთმანეთი მაროკოში შეუყვარდებათ, მათ მრავალი დაბრკოლების გადალახვა უწევთ ერთად ყოფნისთვის. 

მეორე სიცოცხლე

soapopera

Zorro: La Espada y La Rosa (ზორო: შურისძიების ნიღაბი) 

zoro

  • ქალის ხმა კინოში: 10 ქართველი ქალი, რომლების შესახებაც უნდა იცოდეთ 

Prisionera (გრძნობათა ტყვეობაში)

prisionera

მეამბოხე სულები

rebel

რგენტინული ახალგაზრდული სატელევიზიო სერიალი, რომელიც ცნობილმა სატელევიზიო პროდიუსერმა კრის მორენამ გადაიღო, მისი პრემიერა 2002 წლის 27 მაისს შედგა ტელეკომპანია Azul Televisión-ის ეთერში.

ბოლო ეპიზოდი 2003 წლის 18 დეკემბერს გავიდა ეთერში. სერიალის წარმატება გასცდა საზღვრებს და ის პოპულარული გახდა ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: ისრაელი, საქართველო, იტალია, ესპანეთი, რუსეთი და ა.შ. სწორედ აქედან დაიბადა მუსიკალური ჯგუფი "ერევეი" (Erreway) რომელიც მთავარი როლის შემსრულებელი გმირების კამილა ბორდონაბა, ლუისანა ლოპილატო, ფელიპე კოლომბოსა და ბენხამინ როხასისგან შედგებოდა. 

მოჯადოებული

seriali

დონა ბარბარა

donabarbara

კასანდრა

soapopera